„ინფექციურ დაავადებებზე, მათ შორის, განსაკუთრებით საშიში პათოგენებით გამოწვეულ დაავადებებზე, ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული ეროვნული სისტემის ფუნქციონირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ივლისის №336 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ინფექციურ დაავადებებზე, მათ შორის, განსაკუთრებით საშიში პათოგენებით გამოწვეულ დაავადებებზე, ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული ეროვნული სისტემის ფუნქციონირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ივლისის №336 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 425
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/08/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/08/2022
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.023636
425
15/08/2022
ვებგვერდი, 16/08/2022
470000000.10.003.023636
„ინფექციურ დაავადებებზე, მათ შორის, განსაკუთრებით საშიში პათოგენებით გამოწვეულ დაავადებებზე, ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული ეროვნული სისტემის ფუნქციონირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ივლისის №336 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №425

2022 წლის 15 აგვისტო

   ქ. თბილისი

 

„ინფექციურ დაავადებებზე, მათ შორის, განსაკუთრებით საშიში პათოგენებით გამოწვეულ დაავადებებზე, ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული ეროვნული სისტემის ფუნქციონირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ივლისის №336 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ინფექციურ დაავადებებზე, მათ შორის, განსაკუთრებით საშიში პათოგენებით გამოწვეულ დაავადებებზე, ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული ეროვნული სისტემის ფუნქციონირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ივლისის №336 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/07/2015, 470000000.10.003.018722) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების მე-2 და მე-3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა სსიპ − სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სსიპ − სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა სსიპ – შემოსავლების სამსახურმა, ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის ძალაში შესვლასთან დაკავშირებით, უზრუნველყონ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირება.

მუხლი 3. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ამ დადგენილების ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოს ვეტერინარული საქმიანობის მიმწოდებლების შეტყობინების/ანგარიშგების წესის დამტკიცება.“.

2.  დადგენილებით დამტკიცებული „ინფექციურ დაავადებებზე, მათ შორის, განსაკუთრებით საშიში პათოგენებით გამოწვეულ დაავადებებზე, ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული ეროვნული სისტემის ფუნქციონირების წესის“:

ა) მე-2 მუხლის:

ა.ა) „ც“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ც) სსიპ − „სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია“ − სსიპ – სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია და მისი ტერიტორიული ორგანოები;“;

ა.ბ)  „ჭ“ და „ხ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჭ) ზონალური დიაგნოსტიკური ლაბორატორია − სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და სსიპ – სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ზონალური დიაგნოსტიკური ტერიტორიული ერთეულები;

ხ) საველე სადგური − სსიპ – სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ტერიტორიული ორგანოები/რეგიონში განლაგებული ლაბორატორიები;“;

ბ) მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სსიპ − სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია და მისი ტერიტორიული ორგანოები;“;

გ)  მე-7 მუხლის:

გ.ა)  „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) „სსიპ − სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიასა და მის შემადგენლობაში შემავალ ზონალურ დიაგნოსტიკურ ლაბორატორიებს, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდნენ ბიოლოგიური უსაფრთხოების მე-2 დონისადმი დადგენილ მოთხოვნებს;“;

გ.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სსიპ − სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის საველე სადგურებს, (გურჯაანის, დუშეთის, მარნეულის, გორის, ამბროლაურის, ზუგდიდის, ოზურგეთის, ბათუმის ლაბორატორიები), რომელთა ლაბორატორიული ნაწილი უნდა აკმაყოფილებდეს ბიოლოგიური უსაფრთხოების მე-2 დონისადმი დადგენილ მოთხოვნებს.“;

დ) მე-9 მუხლის:

დ.ა) მე- 3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. განსაკუთრებით საშიშ პათოგენებზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში შემთხვევის რეგისტრაციის შემდეგ რეგიონულმა დიაგნოსტიკურმა ლაბორატორიამ და/ან საველე სადგურმა უნდა მოახდინონ მხოლოდ (I) ნიმუშის აღება, (II) ნიმუშის შეფუთვა და (III) ნიმუშის ტრანსპორტირება ზემდგომ ლაბორატორიაში. გამონაკლისია სსიპ – სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ტერიტორიული ორგანოები, სადაც წარმოებს ბრუცელოზისა და ჯილეხის პირველადი დიაგნოსტიკა. ნიმუშის ლაბორატორიულ ანალიზსა და შემთხვევის დადასტურებას უზრუნველყოფს მხოლოდ ზონალური დიაგნოსტიკური ლაბორატორია ან ლუგარის ცენტრი. იმ შემთხვევაში, როდესაც ნიმუშის შემდგომი ლაბორატორიული კვლევა საჭიროებს ბიოლოგიური უსაფრთხოების მე-3 დონეს, ყველა სამუშაო ტარდება მხოლოდ დკსჯეც ლუგარის ცენტრში.“;

დ.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ქვეყანაში მოქმედმა ვეტერინარიულმა ლაბორატორიებმა (მათ შორის, ვეტერინარულ კლინიკებში), რომლებიც არ შედიან ერთიან ლაბორატორიულ სისტემაში, მიუხედავად მათი უწყებრივი დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმისა, განსაკუთრებით საშიშ პათოგენებზე და/ან განსაკუთრებით საშიში პათოგენების მიერ გამოწვეულ დაავადებაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ სსიპ − სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას. ეს უკანასკნელი უზრუნველყოფს ნიმუშის შეფუთვასა და უსაფრთხო ტრანსპორტირებას.“;

ე) მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებულ ეროვნულ სისტემაში შემავალი ორგანოები (დკსჯეც, სსიპ − სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია, სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტო, სსიპ –შემოსავლების სამსახური, სჯც) ანგარიშგების ოფიციალურ სისტემად მიღების შემდეგ, ვალდებულნი არიან, დზეის-ში შემთხვევის დროულ რეგისტრაციაზე, ანგარიშგებასა/შეტყობინებასა და განახლებაზე, მათი კომპეტენციის ფარგლებში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი