დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 თებერვლის №501 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 859 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/08/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/08/2022 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 06/09/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.027.017349 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 თებერვლის №501 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 თებერვლის №501 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.02.2020, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.016997) დამტკიცებულ ტიპურ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ტერიტორიული სამსახურების საქმიანობას კოორდინაციას უწევს სააგენტო. ტერიტორიული სამსახურები, გარდა სამოქალაქო აქტების ცენტრალური არქივის, სამოქალაქო აქტების თბილისის არქივისა და საინფორმაციო-სამისამართო ბიუროსა, ექვემდებარება სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტს.“; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. სამოქალაქო აქტების ცენტრალური არქივი, სამოქალაქო აქტების თბილისის არქივი და საინფორმაციო-სამისამართო ბიურო ექვემდებარება სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეს.“. 2. მე-5 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამსახურის უფროსი, გარდა ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული სამსახურების უფროსებისა, ანგარიშვალდებულია სააგენტოს თავმჯდომარისა და სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის დირექტორის წინაშე.“; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. სამოქალაქო აქტების ცენტრალური არქივის, სამოქალაქო აქტების თბილისის არქივის და საინფორმაციო-სამისამართო ბიუროს სამსახურების უფროსები ანგარიშვალდებულნი არიან სააგენტოს თავმჯდომარისა და სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის წინაშე.“. 3. მე-6 მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. განყოფილების უფროსი, გარდა ამ მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული ტერიტორიული სამსახურების განყოფილების უფროსისა, ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის, სააგენტოს თავმჯდომარისა და სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის დირექტორის წინაშე.“; ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. სამოქალაქო აქტების ცენტრალური არქივის, სამოქალაქო აქტების თბილისის არქივის და საინფორმაციო-სამისამართო ბიუროს განყოფილების უფროსები ანგარიშვალდებულნი არიან სამსახურის უფროსის, სააგენტოს თავმჯდომარისა და სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის წინაშე.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები