„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 28 ნოემბრის №462 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 28 ნოემბრის №462 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 858
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 23/08/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/08/2022
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.017348
858
23/08/2022
ვებგვერდი, 23/08/2022
040030000.22.027.017348
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 28 ნოემბრის №462 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №858

2022 წლის 23 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 28 ნოემბრის №462 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 28 ნოემბრის №462 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.11.2019, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.016959) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 1. პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო №1.“.

 2. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს1“ ქვეპუნქტი:

„ს1) უფლებამოსილია, მინისტრთან შეთანხმებით, შესაბამისი თანამდებობის პირის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, ყოველთვიურად განახორციელოს იმ თანამშრომელთა საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფა ან საამისოდ საჭირო ხარჯების ანაზღაურება, რომელთაც უფლებამოსილების განხორციელების ადგილას არ აქვთ საცხოვრებელი ბინა;“.

 3. მე-9 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „გ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ბ) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახური;“;

ა.ბ) „გ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ე) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და შრომის უსაფრთხოების სამსახური;“;

ა.გ) „გ.ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.ზ“ ქვეპუნქტი:

„გ.ზ) საქმისწარმოების სამსახური.“.

ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები:

„ე) შიდა კონტროლის სამსახური;

ვ) შიდა აუდიტის სამსახური.“;

 გ) 21 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-10 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები, გარდა სამოქალაქო აქტების ცენტრალური არქივის, სამოქალაქო აქტების თბილისის არქივის და საინფორმაციო-სამისამართო ბიუროსა, ექვემდებარება სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტს.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. სამოქალაქო აქტების ცენტრალური არქივი, სამოქალაქო აქტების თბილისის არქივი და საინფორმაციო-სამისამართო ბიურო ექვემდებარება სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეს.“.

5. 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახური;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და შრომის უსაფრთხოების სამსახური;“;

გ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) საქმისწარმოების სამსახური.“.

6. 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 28. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახური

1. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის მიზნებია სააგენტოს საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობა და იურიდიული რისკებით გამოწვეული დანაკარგების მინიმიზაცია.

2. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

ა) სააგენტოს სახელით მომზადებული დოკუმენტების და სააგენტოს გადაწყვეტილებების კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;

ბ) სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა;

გ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული ნორმატიული ბაზის განვითარება.

3. სამსახურის ფუნქციებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

ბ) ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა და გადაწყვეტილების პროექტების მომზადება, გარდა ამ დებულების მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

გ) სასამართლო დავებზე სააგენტოს წარმომადგენლობა;

დ) სამსახურის ამოცანების ფარგლებში მესამე პირებთან ურთიერთობა;

ე) სააგენტოს სახელით დასადები ხელშეკრულებების (გარდა სახელმწიფო შესყიდვებისა და შრომითი ხელშეკრულებებისა) მომზადება, სამართლებრივი ექსპერტიზა და ხელმოწერის პროცესის ორგანიზება;

ვ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება და ამ სფეროში სააგენტოსა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია; სააგენტოში წარმოდგენილი ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი შეფასება;

ზ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების მუდმივი მონიტორინგი და მათ შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელობის, სტრუქტურული ქვედანაყოფების/სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული სამსახურების დროული ინფორმირება;

თ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით სტრუქტურული ქვედანაყოფებისთვის/სტრუქტურული ერთეულებისთვის სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა;

ი) მოთხოვნის შემთხვევაში, სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების სამართლებრივი ანალიზი;

კ) სააგენტოში მიმდინარე სამართლებრივი პროცესების გაუმჯობესების მიზნით წინადადებების და რეკომენდაციების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

ლ) სააგენტოს პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცერთან თანამშრომლობით სააგენტოში პერსონალური მონაცემების დაცვის ხელშეწყობა და სამართლებრივი მხარდაჭერა.“.

7. 31-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 31. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და შრომის უსაფრთხოების სამსახური“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და შრომის უსაფრთხოების სამსახურის მიზანია სააგენტოს საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერა, სააგენტოს ინფრასტრუქტურის გამართულ საექსპლუატაციო მდგომარეობაში არსებობა და სააგენტოს საქმიანობის შრომის უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.“;

გ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) სააგენტოს საქმიანობის შრომის უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.“;

დ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“−„ტ“ ქვეპუნქტები:

„რ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული შრომის უსაფრთხოების მოთხოვნებისა და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების ზოგადი პრინციპების შემუშავება;

ს) შრომის უსაფრთხოებისათვის შესაძლო საფრთხეების იდენტიფიკაცია და რეკომენდაციების შემუშავება მათი თავიდან არიდების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე;

ტ) სააგენტოს თანამშრომელთათვის ინფორმაციის მიწოდება და კონსულტაციის გაწევა შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში.“.

8. 32-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 321 მუხლი:

მუხლი 321. საქმისწარმოების სამსახური

1. საქმისწარმოების სამსახურის მიზანია სააგენტოში საქმისწარმოების გამართული, სწრაფი და ეფექტური სისტემის უზრუნველყოფა.

2. სამსახურის ძირითადი ამოცანაა სააგენტოში დოკუმენტბრუნვის პროცესის მართვა.

3. სამსახურის ფუნქციებია:

ა) სააგენტოში შემოსული და სააგენტოში შექმნილი დოკუმენტაციის/კორესპონდენციის მიღება, დამუშავება, რეგისტრაცია და ადრესატისთვის დროულად მიწოდება;

ბ) სააგენტოს შექმნამდე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში სამინისტროს ან სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების ასლების დამოწმება/გაცემა;

გ) საქმისწარმოების დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და არქივირება;

დ) საიდუმლო საქმისწარმოების პროცესის წარმართვა და ორგანიზება;

ე) სააგენტოს საქმისწარმოების პროცესის გაუმჯობესების მიზნით, წინადადებების და რეკომენდაციების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა.“.

9. 33-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 33. შიდა კონტროლის სამსახური“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შიდა კონტროლის სამსახურის მიზანია სააგენტოს თანამშრომელთა მიერ საშემსრულებლო დისციპლინისა და საქმიანობის კანონიერების დაცვის უზრუნველყოფა.“;

გ) მე-3 პუნქტის:

გ.ა) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ.ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) შემოწმების შედეგად გამოვლენილი დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა.“;

გ.გ) „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

10. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 331 მუხლი:

მუხლი 331. შიდა აუდიტის სამსახური

1. სამსახურის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს სააგენტოს მიერ დასახული სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესრულებას, რისთვისაც ის დამოუკიდებელი, ობიექტური, მარწმუნებელი და საკონსულტაციო საქმიანობით, სისტემატიზებული, დისციპლინური და ორგანიზებული მიდგომით აანალიზებს, აფასებს და აუმჯობესებს სააგენტოს რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესის ეფექტიანობას.

2. სამსახურის ამოცანას წარმოადგენს თავმჯდომარის უზრუნველყოფა სააგენტოს სისტემაში ფინანსური მართვისა და კონტროლის მექანიზმების ადეკვატურობის, ეკონომიურობის, ეფექტიანობის, მოქმედ სტანდარტებთან და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ არსებული ინფორმაციით.

3. „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სამსახური თანამშრომლობს ჰარმონიზაციის ცენტრთან და აღნიშნული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში მოქმედებს მასთან კოორდინირებულად.

4. სამსახური თანამშრომლობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან; მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის მას შესაბამის ინფორმაციას ან/და დოკუმენტაციას და მასთან ურთიერთობას წარმართავს შიდა კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;

5. სამსახურის თანამშრომლობა სხვა საჯარო დაწესებულებებთან ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

6. სააგენტოს მიზნების მიღწევის ხელშეწყობისთვის სამსახურის ფუნქციებია:

ა) სააგენტოს წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;

ბ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;

გ) სააგენტოს საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან, არსებულ წესებთან და მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შეფასება;

დ) სააგენტოს საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

ე) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;

ვ) აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება;

ზ) სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს სააგენტოს საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებს და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს;

თ) სააგენტოში შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელება აუდიტის შემდეგი სახეების გამოყენებით: სისტემური აუდიტი, შესაბამისობის აუდიტი, ეფექტიანობის აუდიტი, ფინანსური აუდიტი და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი.

 7. სამსახური უფლებამოსილია:

 ა) სააგენტოს სამსახურებიდან მოითხოვოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია, დოკუმენტი და ხელი მიუწვდებოდეს მონაცემთა ბაზებზე, მიუხედავად მათი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვ.), მიიღოს სააგენტოს სისტემის ნებისმიერი თანამშრომლისგან შესაბამისი ინფორმაცია ან განმარტება. აგრეთვე, მოითხოვოს დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა, გადაიღოს ასლები და სხვა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისა;

ბ) საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს სპეციალისტი ან ექსპერტი.

8. სამსახური ვალდებულია:

ა) დაიცვას „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი, სააგენტოს დებულება, შიდა აუდიტის როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მეთოდოლოგია და შიდა აუდიტის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები;

ბ) შიდა აუდიტორული შემოწმებისას შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა;

გ) შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი გაუგზავნოს შიდა აუდიტის ობიექტს იმ მიზნით, რომ მან წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრება და არგუმენტირებული პასუხი ანგარიშის პროექტში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც აისახება საბოლოო ანგარიშში;

დ) საბოლოო შიდა აუდიტორული ანგარიში და გაცემული რეკომენდაციების შესრულების გეგმა გაუგზავნოს თავმჯდომარეს;

ე) შიდა აუდიტის წლიური ანგარიში წარუდგინოს თავმჯდომარეს და ჰარმონიზაციის ცენტრს მომდევნო წლის იანვრის თვეში;

ვ) უზრუნველყოს შიდა აუდიტის ობიექტში არსებული პერსონალური მონაცემების, სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია ან მონაცემები, რომელიც ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს გამომდინარეობს შიდა აუდიტორული შემოწმების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით;

ზ) თავმჯდომარის თანხმობის გარეშე არ გახადოს საჯარო შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

თ) შიდა აუდიტორული შემოწმების პროცესში დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, თავმჯდომარესთან შეთანხმებით, მასალები გადაუგზავნოს შიდა კონტროლის სამსახურს და შესაბამის საგამოძიებო ორგანოს.“.

მუხლი 2
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამისმა სამსახურებმა უზრუნველყონ ამ ბრძანების ამოქმედებისთვის საჭირო ღონისძიებათა კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელება.
მუხლი 3
1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის მე-2, მე-3 და მე-5−მე-10 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2, მე-3 და მე-5−მე-10 პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.


საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე