დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის №134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 857 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/08/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/08/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040150000.22.027.017347 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის №134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის №134 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 04.05.2016, სარეგისტრაციო კოდი: 040150000.22.027.016638) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-6 მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) მონაცემთა მართვის დეპარტამენტი, რომლის სტრუქტურული ერთეულებია: თ.ა) არქივისა და მონაცემთა დამუშავების სამსახური; თ.ბ) საინფორმაციო სამსახური; თ.გ) დიდი მონაცემების დამუშავებისა და სტატისტიკის სამსახური;“; ა.ბ) „მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სააგენტოს ჰყავს ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი, რომელიც პასუხისმგებელია ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრაზე, დანერგვასა და მონიტორინგზე. ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი უშუალოდ ექვემდებარება სააგენტოს თავმჯდომარეს.“. 2. მე-19 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დეპარტამენტის ამოცანებია: მონაცემების შენახვის, დამუშავებისა და ხელმისაწვდომობის ერთიანი სტანდარტისა და პოლიტიკის შემუშავება, მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვით სააგენტოში დაცული საჯარო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, სააგენტოს საქმიანობის სტატისტიკის წარმოება, ასევე სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტების არქივის წარმოება და დაცვა.“; ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ1“ ქვეპუნქტი: „ნ1) სტატისტიკური მონაცემების ერთიანი სისტემის შექმნა, მხარდაჭერა და სტატისტიკური ანგარიშების მომზადება;“. 3. 28-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები