„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №246 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №246 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 856
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 23/08/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/08/2022
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.017346
856
23/08/2022
ვებგვერდი, 23/08/2022
040030000.22.027.017346
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №246 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №856

2022 წლის 23 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №246 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №246 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №246 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010 წ., №172, მუხ. 2534) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“  ქვეპუნქტი:

„თ1) ახორციელებს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და კანონმდებლობის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთდახმარების ფარგლებში, ხელშემკვრელი სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოების მომართვის საფუძველზე, პირის სამუშაო სტაჟის დამადასტურებელი, აგრეთვე კომპეტენციის ფარგლებში, სხვა შინაარსის საარქივო ცნობებისა და შესაბამისი საარქივო დოკუმენტების დამოწმებული ასლების მიწოდებას.“.

2. მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ ქვეპუნქტი:

„პ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და კანონმდებლობის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთდახმარების ფარგლებში, ხელშემკვრელი სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოების მომართვის საფუძველზე, პირის სამუშაო სტაჟის დამადასტურებელი, აგრეთვე კომპეტენციის ფარგლებში, სხვა შინაარსის საარქივო ცნობებისა და შესაბამისი საარქივო დოკუმენტების დამოწმებული ასლების მიწოდება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე