დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 854 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/08/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/08/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.027.017344 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.07.2015წ., სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.016589) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. იუსტიციის სახლის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) მარკეტინგისა და მომსახურების განვითარების დეპარტამენტი; ბ) ხარისხის მართვის დეპარტამენტი; გ) საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტი; დ) შესყიდვების დეპარტამენტი; ე) ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტი; ვ) საზოგადოებრივი ცენტრების კოორდინაციის დეპარტამენტი; ზ) ქორწინების სერვისების მართვისა და კოორდინაციის დეპარტამენტი, რომლის სტრუქტურული ერთეულებია (ქორწინების სახლებია): ზ.ა) ქ. თბილისის №1 ქორწინების სახლი; ზ.ბ) ქ. თბილისის №2 ქორწინების სახლი; ზ.გ) ქ. თბილისის №3 ქორწინების სახლი; ზ.დ) ქ. რუსთავის ქორწინების სახლი; ზ.ე) ქ. ქუთაისის ქორწინების სახლი; ზ.ვ) ქ. ბათუმის ქორწინების სახლი; თ) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი; ი) ადმინისტრაციისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი; კ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი; ლ) სატელეფონო ცენტრი.“. 2. მე-8 მუხლის: ა) 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. საზოგადოებრივი ცენტრების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი ასევე ხელმძღვანელობს საზოგადოებრივ ცენტრებს და პასუხისმგებელია საზოგადოებრივი ცენტრების ფუნქციების შესრულებაზე და მათი საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე.“; ბ) მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ადამიანური რესურსის საჭიროების განსაზღვრა, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისათვის ინფორმაციის მიწოდება და კანდიდატთა შერჩევის პროცესში ჩართულობა;“; გ) 51 პუნქტის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის წარდგენა სხვა უწყებებთან ან/და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში; გ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტების ვიზირება; დ) დეპარტამენტის უფროსის მიერ მისთვის დაკისრებული სხვა ფუნქციებისა და დავალებების შესრულება.“; დ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. დეპარტამენტის შემადგენლობაში შედიან მრჩევლები. დეპარტამენტის შემადგენლობაში ასევე შესაძლებელია შედიოდნენ სპეციალისტები. სატელეფონო ცენტრის შემადგენლობაში შედიან უფროსი სპეციალისტები და კოორდინატორები.“. 3. მე-9 და მე-10 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. მარკეტინგისა და მომსახურების განვითარების დეპარტამენტი მარკეტინგისა და მომსახურების განვითარების დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) ბრენდის – „იუსტიციის სახლი“ განვითარებაზე ზრუნვა; ბ) ბრენდის – „იუსტიციის სახლი“ განვითარების მიზნით იდეების გენერირება, ანალიზი, კვლევითი სამუშაოების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება; გ) იუსტიციის სახლის საზოგადოებასთან ურთიერთობის პროცესის მართვა; დ) ბრენდის – „იუსტიციის სახლი“ მახასიათებლების შესახებ თანამშრომელთა ინფორმირებისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების ორგანიზება; ე) მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების ორგანიზება; ვ) იუსტიციის სახლის ბრენდისთვის საზიანო ფაქტებსა და მოვლენებზე დაუყოვნებლივ რეაგირება; ზ) საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის საჭიროებების განსაზღვრა და განხორციელების ორგანიზება, საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვა და განხორციელება; თ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან თანამშრომელთა კომუნიკაციის ფორმების და შინაარსის შესახებ მითითებების შემუშავება და თანამშრომელთა ინფორმირების უზრუნველყოფა; ი) იუსტიციის სახლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ანალიზი და რეაგირება; კ) იუსტიციის სახლის სტრატეგიული მიზნების შესაბამისად მომსახურების განვითარებაზე ზრუნვა; ლ) სხვადასხვა სახელმწიფო, მუნიციპალური და კერძო დაწესებულების სერვისების იუსტიციის სახლში დანერგვის უზრუნველყოფა; მ) მომსახურების განვითარებისა და ინოვაციების მართვის მიმართულებით, იუსტიციის სახლის შესაძლებლობების გამოსავლენად და გამოვლენილი შესაძლებლობების განხორციელების მიზნით მეთოდოლოგიის ჩამოყალიბება და მისი განვითარება; ნ) მომსახურების განვითარებისა და ინოვაციების დანერგვის მიზნით საერთაშორისო და ადგილობრივი პრაქტიკის კვლევა; ო) იუსტიციის სახლში დასანერგი სერვისების წინასწარი ფინანსური ანალიზი, ბიუჯეტის ფორმირების მიზნით სათანადო ინფორმაციის შეგროვება, პროგნოზირება, შესაბამისი პროექტის მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; პ) ახალი მომსახურებისა და პროცედურების დანერგვის მიზნით, შესაბამისი ინსტრუქციებისა და ტრენინგისათვის საჭირო მასალების მომზადება; თანამშრომლებისთვის გადამზადების პროცესის ჩატარების უზრუნველყოფა; ჟ) ახალი ან/და არსებული მომსახურების დანერგვა/დახვეწასთან დაკავშირებული პროცესის უზრუნველყოფა, წინასწარი ტესტირება და პროექტის მიმდინარეობაზე დაკვირვება; რ) შემოსავლის გენერირების მიზნით გაყიდვების არხების შექმნის შესაძლებლობების კვლევა, ანალიზი და შესაბამისი წინადადებების ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; ს) გაყიდვების გეგმისა და სტრატეგიის შემუშავება და მისი განხორციელების უზრუნველყოფა; აუქციონის პროცესის დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა. მუხლი 10. ხარისხის მართვის დეპარტამენტი ხარისხის მართვის დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) მომსახურების მაღალი ხარისხის (მომხმარებლისთვის მარტივად გასაგები, კომფორტული, სწრაფი და უხარვეზო) უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი სტანდარტების შემუშავება, დანერგვა და განვითარება; ბ) იუსტიციის სახლის მომსახურების ხარისხის შეფასების და ამაღლების მიზნით კვლევის ამოცანების განსაზღვრა, კვლევის ჩატარების და უკუკავშირის უზრუნველყოფა; გ) უკუკავშირის განხორციელების სტანდარტის შემუშავება, დანერგვა და განვითარება; დ) მომხმარებელთა მომსახურებასთან დაკავშირებული პროცესების ანალიზი, კვლევებისა და უკუკავშირის შედეგების საფუძველზე, არსებული ან შესაძლო პრობლემების ან/და ხარვეზების იდენტიფიცირება, ანგარიშის მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; ე) სერვისის მიწოდების პროცესის დაკვირვება, არსებული ხარვეზების დროული იდენტიფიცირება, ანალიზი და გადაწყვეტის გზების შესახებ შესაბამისი ბიზნესამოცანის ჩამოყალიბება; მომსახურების პროცედურების ოპტიმიზაციის იდეების გენერირება; ვ) იუსტიციის სახლის საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით, შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინირებული თანამშრომლობით ბიზნეს-ამოცანის სრულყოფილად ჩამოყალიბება; ზ) ტერიტორიული ორგანოებიდან, ქორწინების სახლებიდან და სატელეფონო ცენტრიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით, წინადადებებისა და რეკომენდაციების ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; თ) იუსტიციის სახლში არსებული სერვისების შეუფერხებლად მიწოდების მონიტორინგი, ამ მიზნით სტატისტიკური მონაცემების დამუშავება და ანალიზი; ი) მომსახურების პროცესში ერთიანი მიდგომებისა და სტანდარტიზებული პროცედურების დანერგვის მიზნით, ტერიტორიული ორგანოების, ქორწინების სახლებისა და სატელეფონო ცენტრისთვის მითითებებისა და ინსტრუქციების მიწოდება; კ) მომსახურების ხარისხის ამაღლებისთვის რეკომენდაციების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა.“. 4. მე-12−მე-14 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12. საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტი საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) პირველადი აღრიცხვის დოკუმენტების კანონმდებლობის შესაბამისად წარმოება; ბ) ბუღალტრული ოპერაციების კანონმდებლობის შესაბამისად აღრიცხვა; გ) იუსტიციის სახლის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიშების მომზადება, მათი ხელმძღვანელობისთვის და სხვა უფლებამოსილი უწყებებისთვის წარდგენა; დ) ბიუჯეტიდან მიღებული და კანონმდებლობით განსაზღვრული დაფინანსების სხვადასხვა წყაროების მიხედვით, შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვა; ე) ფინანსური ინფორმაციის/დოკუმენტების შენახვისა და დაცვის უზრუნველყოფა; ვ) უნაღდო ფულადი ოპერაციების/ტრანზაქციების დროული წარმოება შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე; ზ) იუსტიციის სახლის თანამშრომლებზე შრომის ანაზღაურების და სხვა განაცემების გაცემის ორგანიზება; თ) მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების აღრიცხვის უზრუნველყოფა; ი) ფინანსური აქტივებისა (ვალდებულებების და მოთხოვნების) და სხვა დებიტორული (კრედიტორული) დავალიანებების ინვენტარიზაცია და ინვენტარიზაციის შედეგების აღრიცხვაში ასახვა; კ) არაფინანსური აქტივების ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება და ინვენტარიზაციის შედეგების აღრიცხვაში ასახვა; ლ) იუსტიციის სახლის ბიუჯეტის პროექტის შედგენა და შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან/უწყებებთან განხილვა/შეთანხმება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; მ) იუსტიციის სახლის საბიუჯეტო პროცესის მართვა; სახელმწიფო ბიუჯეტიდან და კანონმდებლობით განსაზღვრული დაფინანსების სხვა წყაროებიდან მიღებული შემოსავლების გონივრული და განვითარებაზე ორიენტირებული ხარჯვის უზრუნველყოფა; ნ) იუსტიციის სახლის ხარჯების ოპტიმიზაციისა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ხელმძღვანელობისთვის წინადადებების წარდგენა. მუხლი 13. შესყიდვების დეპარტამენტი შესყიდვების დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) იუსტიციის სახლის მიზნების შესაბამისად, იუსტიციის სახლის გამართული ფუნქციონირებისათვის აუცილებელი საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს შესყიდვა, შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე; ბ) სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების პროექტების მომზადება, ხელმოწერის ორგანიზება; ხელშეკრულებების რეესტრის წარმოება; გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის, მასში შესატანი ცვლილებების პროექტის შემუშავება და წარდგენა; დ) სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების ჩატარება, ანგარიშგება, შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება, წარმოება, რეგისტრაცია და შენახვა; ე) შესყიდვის რაციონალური განხორციელების, ღია და სამართლიანი კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით ბაზრის კვლევა და ალტერნატივების ძიება. მუხლი 14. ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტი ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) იუსტიციის სახლის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვის, შენახვის და მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფა, ასევე, ქორწინების სახლებისა და ტერიტორიული ორგანოების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, რაც აუცილებელია მაღალი ხარისხის სერვისის მისაწოდებლად; ბ) სასაწყობო მეურნეობის მართვა და სასაწყობო ინფრასტრუქტურის გამართულობის უზრუნველყოფა; გ) იუსტიციის სახლის ავტოპარკის მართვა და მისი გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო სამუშაოების ორგანიზება, დაშვებული ლიმიტების გათვალისწინებით საწვავის ხარჯვის კონტროლი; დ) იუსტიციის სახლის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების საჭირო ნივთებით მომარაგება; ე) იუსტიციის სახლის შენობაში სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვის უზრუნველყოფა; ვ) იუსტიციის სახლისთვის სხვადასხვა სახის მომსახურების მომწოდებელი სუბიექტების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი და გამოვლენილ ნაკლოვანებებზე რეაგირება; ზ) იუსტიციის სახლის არაფინანსური აქტივების ინვენტარიზაციის პროცესის უზრუნველყოფა; თ) იუსტიციის სახლის შენობა-ნაგებობების მდგომარეობის შემოწმება და საჭირო ღონისძიებების ჩატარების უზრუნველყოფა; ი) სამშენებლო, სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ორგანიზება და მართვა და ამ მიზნით მესამე პირებთან ურთიერთობა; კ) იუსტიციის სახლის ინფრასტრუქტურის (მათ შორის, ელექტროკომუნიკაციის, ვენტილაცია-კონდიცირების და სხვა) გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.“. 5. 151−162 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი. 151 საზოგადოებრივი ცენტრების კოორდინაციის დეპარტამენტი საზოგადოებრივი ცენტრების კოორდინაციის დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) საზოგადოებრივი ცენტრების ხელმძღვანელობა და მიმდინარე საქმიანობის კოორდინაციის უზრუნველყოფა, ასევე, სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ტერიტორიულ ორგანოებს შორის გამართული კავშირისა და ურთიერთობის უზრუნველყოფა; ბ) იმ დასახლებებში, რომლის ფარგლებშიც ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ცენტრი, თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით მაღალი სტანდარტის სახელმწიფო და მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; გ) იმ დასახლებებში მცხოვრებთათვის, რომლის ფარგლებშიც ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ცენტრი, თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; დ) საზოგადოებრივ ცენტრებში მომხმარებელთა მომსახურებასთან დაკავშირებით სამართლებრივი, პროცედურული, ტექნიკური და პროგრამული საკითხების იდენტიფიცირება, შესაბამისი სტრუქტურულ ქვედანაყოფებისათვის ინფორმაციის მიწოდება და მომხმარებელთათვის საზოგადოებრივი ცენტრის სერვისების შეუფერხებლად მიწოდების მონიტორინგი; ე) საზოგადოებრივ ცენტრებში წარმოქმნილი პრობლემების იდენტიფიცირება და ამის შესახებ შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფ(ებ)ის დროული ინფორმირება; ვ) საზოგადოებრივი ცენტრების განვითარებისა და მათი საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით, წინადადებებისა და რეკომენდაციების ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; ზ) საზოგადოებრივი ცენტრების თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა, თანამშრომელთა გადამზადების საჭიროების განსაზღვრა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება; თ) ხელმძღვანელობის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებსა და პროექტებში საზოგადოებრივი ცენტრების ჩართულობის კოორდინაცია; ი) ახალი საზოგადოებრივი ცენტრის გახსნის პროცესის ორგანიზაციული უზრუნველყოფა იუსტიციის სახლის სხვა შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად. მუხლი 152. ქორწინების სერვისების მართვისა და კოორდინაციის დეპარტამენტი 1. ქორწინების სერვისების მართვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) სპეციალური სარიტუალო მომსახურებისა და შენობის გარეთ (ადგილზე) მომსახურების სერვისის მართვა და კოორდინაცია; ბ) სპეციალური სარიტუალო მომსახურებისა და შენობის გარეთ (ადგილზე) მომსახურების გაწევის უზრუნველყოფა; გ) სპეციალური სარიტუალო მომსახურებისა და შენობის გარეთ (ადგილზე) მომსახურების სერვისის მიწოდებასთან დაკავშირებული საქმიანობის გაუმჯობესებისთვის საჭირო წინადადებების შემუშავება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; დ) კომპეტენციის ფარგლებში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით, პრობლემების/საჭიროებების იდენტიფიცირება და აღნიშნულის შესახებ შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფ(ებ)ის დროული ინფორმირება; ე) ქორწინების სახლებს, ტერიტორიულ ორგანოებსა და სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის გამართული კავშირისა და ურთიერთობის უზრუნველყოფა; ვ) კომპეტენციის ფარგლებში ტრენინგების საჭიროების იდენტიფიცირება და ინფორმაციის უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფ(ებ)ისთვის მიწოდება. 2. ქორწინების სერვისების მართვისა და კოორდინაციის დეპარტამენტი ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფუნქციას ახორციელებს ქორწინების სახლების მეშვეობით. 3. ქორწინების სახლის ფუნქციებია: ა) უფლებამოსილების ფარგლებში სპეციალური სარიტუალო მომსახურებისა და შენობის გარეთ (ადგილზე) მომსახურების გაწევის თაობაზე განცხადების მიღება; ბ) სპეციალური სარიტუალო მომსახურებისა და შენობის გარეთ (ადგილზე) მომსახურების გაწევა; გ) მომსახურებებთან დაკავშირებით მიღებული კორესპონდენციის, განცხადებისა და განცხადებაზე თანდართული დოკუმენტების სკანირება, შესაბამის ელექტრონულ პროგრამებში ატვირთვა და უფლებამოსილი ორგანოსთვის მიწოდება ელექტრონული ფორმით; დ) მომსახურებებთან დაკავშირებით მიღებული მატერიალური დოკუმენტების აღრიცხვა, დახარისხება, მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და შესაბამისი ორგანოსთვის გადაცემა; ე) უფლებამოსილ პირთათვის შესაბამისი ორგანოს მიერ გასაცემი დოკუმენტების ან/და მიღებული გადაწყვეტილების გადაცემა; ვ) უფლებამოსილების ფარგლებში გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებით მომხმარებლისათვის ინფორმაციის გადაცემა და კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა; ზ) კანონმდებლობით და აღმასრულებელი დირექტორის მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებისა და ფუნქციების განხორციელება. მუხლი 16. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკისა და სტრატეგიის განსაზღვრა და მისი შესრულების უზრუნველყოფა; ბ) ადამიანური რესურსების მართვის მეთოდოლოგიის შექმნა და განვითარება; გ) ადამიანური რესურსების მოზიდვა, შერჩევის/დაქირავების პროცესის ორგანიზება და მართვა; დ) იუსტიციის სახლსა და თანამშრომლებს შორის შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული საქმიანობის სათანადო დოკუმენტური გაფორმება და თანამშრომლების პირადი საქმეების წარმოება; ე) იუსტიციის სახლში შრომის შინაგანაწესის პროექტის შემუშავება; ვ) თანამშრომელთა მოტივაციის და შეფასების სისტემების შექმნა, დანერგვა და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ წინადადებების ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; ზ) ადამიანური რესურსების მართვის მიზნებისათვის შესაბამისი მონაცემთა დამუშავება; თ) ადამიანური რესურსის განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებების ინიცირება და ორგანიზება; ი) თანამშრომლების საქმიანობასთან მათი შრომის ანაზღაურების სისტემის შესაბამისობის ანალიზი და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; კ) თანამშრომელთა მიერ შრომით პირობებთან დაკავშირებით დასმული საკითხების განხილვა და შესაბამისი რეაგირება; ლ) თანამშრომელთა შრომითი კმაყოფილების კვლევის განხორციელების ორგანიზება და კვლევის შედეგების საფუძველზე რეკომენდაციების ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; მ) თანამშრომელთა გუნდური მუშაობის და თანამშრომელთა შორის არაფორმალური ურთიერთობების განვითარებისთვის ღონისძიებების ორგანიზება; ნ) ელექტრონული ტაბელის ადმინისტრირება; ო) შიდა საინფორმაციო ვებგვერდის ადმინისტრირება. მუხლი 161. ადმინისტრაციისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი ადმინისტრაციისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) აღმასრულებელი დირექტორის, აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეების ან/და სტრუქტურული ქვედანაყოფ(ებ)ის მიერ ინიცირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება თანამშრომლებისთვის; საჭიროების შემთხვევაში, მათი შესაბამისი ინსტრუქტაჟით უზრუნველყოფა; ბ) შიდაორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით ერთგვაროვანი მიდგომების ჩამოყალიბების უზრუნველსაყოფად, თანამშრომლებთან კომუნიკაცია; გ) იუსტიციის სახლის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშების მომზადების კოორდინირება; დ) შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად იუსტიციის სახლის საქმიანობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების უზრუნველყოფა; ე) იუსტიციის სახლის წარმომადგენლობითი საკითხების (მათ შორის, საზღვარგარეთის ქვეყნებში) დაგეგმვა, ორგანიზება და კოორდინაცია; ვ) დელეგაციების მიღებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების მოგვარება, დელეგაციების ვიზიტების პროგრამით გათვალისწინებული ოფიციალური მიღებების გამართვა, სტუმრების მიღება-გაცილება და სხვადასხვა ოფიციალურ პირთან შეხვედრების ორგანიზება; ზ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; თ) იუსტიციის სახლში მიმდინარე საქმისწარმოების (მათ შორის, საიდუმლო საქმისწარმოების) პროცესის წარმართვა და ორგანიზება; ი) საქმისწარმოებით დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და არქივირება; კ) იუსტიციის სახლში გამოსაყენებელი დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების შემუშავება და ადმინისტრირება; ლ) იუსტიციის სახლის შენობაში გარეშე პირთა შესვლისა და გასვლის ორგანიზაციული უზრუნველყოფა; მ) იუსტიციის სახლის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; ნ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ან/და ექსპერტიზა და ვიზირება; ო) ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა და გადაწყვეტილების პროექტების მომზადება; პ) სასამართლო დავებზე იუსტიციის სახლის წარმომადგენლობა; ჟ) იუსტიციის სახლის სახელით დასადები ხელშეკრულებების (გარდა შრომითი ხელშეკრულებებისა და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებისა) მომზადება და ხელმოწერის პროცესის ორგანიზება; რ) იუსტიციის სახლის სახელით დასადები სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებების და შრომითი ხელშეკრულებების სამართლებრივი ექსპერტიზა და ვიზირება; ს) იუსტიციის სახლის საქმიანობასთან დაკავშირებით შესამუშავებელი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, სამართლებრივი ექსპერტიზა და მათი მიღების პროცესში ჩართულობა; ტ) იუსტიციის სახლის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების მუდმივი მონიტორინგი და მათ შესახებ იუსტიციის სახლის ხელმძღვანელობის, სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების დროული ინფორმირება; უ) ტერიტორიული ორგანოების, სატელეფონო ცენტრისა და ქორწინების სახლების ფუნქციების შესასრულებლად სიახლეების, პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციის, ინსტრუქციებისა და მითითებების დროული მიწოდება; ფ) იუსტიციის სახლის საქმიანობასთან დაკავშირებით იუსტიციის სახლის თანამშრომლებისთვის სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა; ქ) სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების ორგანიზაციული მხარდაჭერა. მუხლი 162. შიდა აუდიტის დეპარტამენტი 1. შიდა აუდიტის დეპარტამენტი ფუნქციურად დამოუკიდებელია და ანგარიშვალდებულია მხოლოდ აღმასრულებელი დირექტორის წინაშე. აღმასრულებელი დირექტორის მიერ შიდა აუდიტის დეპარტამენტის ანგარიშებზე, დასკვნებსა და რეკომენდაციებზე რეაგირება ემსახურება მართვის ეფექტიანობისა და ეფექტურობის მიზნის მიღწევას. დაუშვებელია შიდა აუდიტის დეპარტამენტის საქმიანობაში ჩარევა ან მასზე სხვაგვარი ზემოქმედება საქმიანობის დაგეგმვის, განხორციელებისა და ანგარიშგების ნებისმიერ ეტაპზე. 2. შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესწავლისა და ანალიზის საგანი შესაძლებელია იყოს იუსტიციის სახლში მიმდინარე ნებისმიერი პროცესი და საქმიანობის სფერო. იუსტიციის სახლის თანამშრომლები ვალდებულნი არიან ითანამშრომლონ შიდა აუდიტის დეპარტამენტთან და უზრუნველყონ მათ კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის თაობაზე არსებული მონაცემთა ბაზებისა და დოკუმენტების ხელმისაწვდომობა ან/და ქმედებების განხორციელება. 3. შიდა აუდიტის დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) იუსტიციის სახლის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან და მოქმედ სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობის შემოწმება/მონიტორინგი; ბ) იუსტიციის სახლის სტრატეგიული განვითარების გეგმის შესრულების მონიტორინგი; გ) იუსტიციის სახლის სტრატეგიული პროექტების განხორციელების მონიტორინგი; დ) იუსტიციის სახლში მიმდინარე პროცესების და საქმიანობის სფეროების აუდიტის და მონიტორინგის შედეგებზე ანგარიშების მომზადება და აღმასრულებელი დირექტორისთვის წარდგენა; ე) დეპარტამენტში შემოსული საჩივრებისა და განცხადებების განხილვა, იუსტიციის სახლის თანამშრომელთა მიერ ჩადენილი დარღვევების ფაქტებზე სატელეფონო შეტყობინებების მიღება და შესაბამისი რეაგირება; ვ) იუსტიციის სახლში სამართალდარღვევის, დისციპლინური გადაცდომის ან/და იუსტიციის სახლის მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შესახებ ცნობებთან (განცხადება, წერილი, საჩივარი, შეტყობინება, სხვა ინფორმაცია ან ფაქტი) დაკავშირებით სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, დასკვნის მომზადება და აღმასრულებელი დირექტორისათვის წარდგენა; ზ) იუსტიციის სახლის თანამშრომელთა სამსახურებრივი დისციპლინის შემოწმება, გამოვლენილი დისციპლინური გადაცდომების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე სათანადო რეკომენდაციებისა და პრევენციული წინადადებების შემუშავება და აღმასრულებელი დირექტორისთვის წარდგენა; თ) იუსტიციის სახლში ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება; ი) დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშების მომზადება და აღმასრულებელი დირექტორისთვის წარდგენა; კ) სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს იუსტიციის სახლის მიზნებიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.“. 6. 163 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, იუსტიციის სახლის საქმიანობასთან დაკავშირებით სატელეფონო და ონლაინ-კომუნიკაციის საშუალებებით შემოსული შეკითხვების ყოველთვიური ანალიზი და შესაბამისი დეპარტამენტებისთვის მიწოდება; ამ ანალიზის საფუძველზე ხელმძღვანელობისთვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა; 7. 26-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“−„დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ადამიანური რესურსის საჭიროების განსაზღვრა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისთვის ინფორმაციის მიწოდება; გ1) ფილიალის თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა, თანამშრომელთა გადამზადების საჭიროების განსაზღვრა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება. დ) ფილიალში წარმოქმნილი პრობლემების იდენტიფიცირება და აღნიშნულის შესახებ შესაბამისი სტრუქტურულ ქვედანაყოფ(ებ)ის დროული ინფორმირება;“. 8. 261 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საზოგადოებრივი ცენტრი ექვემდებარება საზოგადოებრივი ცენტრების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსს.“. 9. 262 მუხლის: ა) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. გლდანის საზოგადოებრივ ცენტრის მენეჯერი ექვემდებარება საზოგადოებრივი ცენტრების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსს.“; ბ) მე-11 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საზოგადოებრივ ცენტრში წარმოქმნილი პრობლემების იდენტიფიცირება და აღნიშნულის შესახებ შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფ(ებ)ის დროული ინფორმირება; დ) საზოგადოებრივ ცენტრში ადამიანური რესურსის საჭიროების განსაზღვრა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისთვის ინფორმაციის მიწოდება;“. 10. 264 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) მობილურ იუსტიციის სახლებში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და აღნიშნულის შესახებ შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფ(ებ)ის დროული ინფორმირება; დ) მობილურ იუსტიციის სახლებში ადამიანური რესურსის საჭიროების განსაზღვრა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისთვის ინფორმაციის მიწოდება;“. 11. 266 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ადამიანური რესურსის საჭიროების განსაზღვრა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისთვის ინფორმაციის მიწოდება;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები