დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, თეოდორე უშაკოვის ქუჩის მონაკვეთისთვის, ნავთლუღის დასახლების VIII ქუჩისთვის და მასთან არსებული სამი შესახვევისთვის მომღერლის ოლღა ბახუტაშვილის სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 415 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 09/08/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/08/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.101.016705 |
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №415
2022 წლის 9 აგვისტო
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, თეოდორე უშაკოვის ქუჩის მონაკვეთისთვის, ნავთლუღის დასახლების VIII ქუჩისთვის და მასთან არსებული სამი შესახვევისთვის მომღერლის ოლღა ბახუტაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. ისნის რაიონში, თეოდორე უშაკოვის ქუჩის მონაკვეთს, ნავთლუღის დასახლების VIII ქუჩას და მასთან არსებულ სამ შესახვევს მიენიჭოს მომღერლის ოლღა ბახუტაშვილის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები