დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ორხევში, სერგეი ესენინის ქუჩის მონაკვეთისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ვაჟა ბანეთიშვილის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 403 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 09/08/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/08/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.101.016692 |
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება № 403
2022 წლის 9 აგვისტო
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ორხევში, სერგეი ესენინის ქუჩის მონაკვეთისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ვაჟა ბანეთიშვილის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. სამგორის რაიონში, ორხევში, სერგეი ესენინის ქუჩის მონაკვეთს მიენიჭოს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ვაჟა ბანეთიშვილის ქუჩის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელებ
3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები