საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო კოდექსის სამოქმედოდ შემოღების შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო კოდექსის სამოქმედოდ შემოღების შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სახელმწიფო საბჭო
მიღების თარიღი 21/10/1992
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სახელმწიფო საბჭოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქ. რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 30/10/1992
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
-
21/10/1992
საქ. რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 30/10/1992
000000000.00(0).000.000000
საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო კოდექსის სამოქმედოდ შემოღების შესახებ
საქართველოს სახელმწიფო საბჭო

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს

დადგენილება

 

საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო კოდექსის სამოქმედოდ შემოღების შესახებ

 

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭო ადგენს:

1. საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო კოდექსი სამოქმედოდ შემოღებულ იქნეს გამოქვეყნებისთანავე.

2. გაუქმდეს საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საბაჟო დეპარტამენტი და მის ბაზაზე შეიქმნას საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო დეპარტამენტი.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ დაამტკიცოს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო დეპარტამენტის დებულება და სტრუქტურა.

3. იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რესპუბლიკის ორგანოებს ეკისრებათ ექსპორტისა და იმპორტის გადასახადის გადახდევინება, ამ ორგანოებზე გავრცელდეს სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის უფლება-მოვალეობანი და პასუხისმგებლობა ექსპორტისა და იმპორტის გადასახადის მიმართ.

4. საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო კოდექსის სამოქმედოდ შემოღებამდე გამოცემული საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი იმ საკითხებზე, რომლებიც კოდექსის თანახმად რეგულირდება მხოლოდ საკანონმდებლო აქტებით, მოქმედებს შესაბამისი საკანონმდებლო აქტების მიღებამდე.

5. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 15 სექტემბრის კანონი „საქართველოს რესპუბლიკის საბაჟოს შესახებ“ (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., № 9, მუხ 663).

6. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ:

მიიღოს გადაწყვეტილებანი „საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო კოდექსის“ რეალიზაციის უზრუნველსაყოფად;

შეუსატყვისოს მთავრობის გადაწყვეტილებანი საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო კოდექსს და უზრუნველყოს, რომ საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროებმა, კომიტეტებმა, დეპარტამენტებმა და უწყებებმა გადასინჯონ და გააუქმონ თავიანთი ნორმატიული აქტები, რომლებიც ეწინააღმდეგება კოდექსს.

 

საქართველოს რესპუბლიკის

სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე         ე. შევარდნაძე

 

საქართველოს რესპუბლიკის

სახელმწიფო საბჭოს მდივანი                     ვ. გოგუაძე

 

თბილისი, 1992 წლის 21 ოქტომბერი.