ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, აგარაკის დასახლებაში, შუა მინდვრის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ერეკლე დანელიას სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, აგარაკის დასახლებაში, შუა მინდვრის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ერეკლე დანელიას სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 400
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 09/08/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/08/2022
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016689
400
09/08/2022
ვებგვერდი, 15/08/2022
000000000.00.101.016689
ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, აგარაკის დასახლებაში, შუა მინდვრის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ერეკლე დანელიას სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება 400

2022 წელი 9 აგვისტო

ქ. თბილისი

ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, აგარაკის დასახლებაში, შუა მინდვრის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ერეკლე დანელიას სახელის მინიჭების შესახებ


საქართველოს ორგანული კანონისადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1.   ვაკის რაიონში,  აგარაკის დასახლებაში, შუა მინდვრის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭოს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ერეკლე დანელიას   სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

 

 

2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

 

 

3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, №64).

 

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                          გიორგი ტყემალაძე