ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, აეროდრომის დასახლების VII ქუჩისთვის იუსტიციის პოლკოვნიკი ჯემალ გოგიტიძის სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, აეროდრომის დასახლების VII ქუჩისთვის იუსტიციის პოლკოვნიკი ჯემალ გოგიტიძის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 399
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 09/08/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/08/2022
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016688
399
09/08/2022
ვებგვერდი, 15/08/2022
000000000.00.101.016688
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, აეროდრომის დასახლების VII ქუჩისთვის იუსტიციის პოლკოვნიკი ჯემალ გოგიტიძის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 

 

განკარგულება № 399

 

 

2022 წლის 9 აგვისტო

 

 

ქ. თბილისი

 

 

ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, აეროდრომის დასახლების VII ქუჩისთვის იუსტიციის პოლკოვნიკი  ჯემალ გოგიტიძის სახელის მინიჭების შესახებ

 

 

საქართველოს ორგანული კანონისადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

 

 

1. სამგორის რაიონში, აეროდრომის დასახლების VII ქუჩას მიენიჭოს პოლკოვნიკ  ჯემალ გოგიტიძის  სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

 

 

2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

 

 

3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, №64).

 

 

 

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                           გიორგი ტყემალაძე