„უმუშევრობის და სამუშაოს მაძიებლის პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით კონკურსის ორგანიზებისა და ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 6 აგვისტოს №218/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„უმუშევრობის და სამუშაოს მაძიებლის პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით კონკურსის ორგანიზებისა და ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 6 აგვისტოს №218/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 88/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 10/04/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 35, 18/04/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 13/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 470.080.000.11.119.005.791
  • Word
88/ნ
10/04/2003
სსმ, 35, 18/04/2003
470.080.000.11.119.005.791
„უმუშევრობის და სამუშაოს მაძიებლის პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით კონკურსის ორგანიზებისა და ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 6 აგვისტოს №218/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.791

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანება №88/ნ

2003 წლის 10 აპრილი

ქ. თბილისი

„უმუშევრისა და სამუშაოს მაძიებლის პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით კონკურსის ორგანიზებისა და ჩატარების წესის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 6 აგვისტოს №218/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის” 184-ე მუხლისა და “საქართველოს 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის №7 დანართის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „უმუშევრისა და სამუშაოს მაძიებლის პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით კონკურსის ორგანიზებისა და ჩატარების წესის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 6 აგვისტოს №218/ნ ბრძანებით დამტკიცებულ წესში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე №83. 15.02.02წ. მუხლი №753. გვ. №21.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

“ბ) სასაწავლებლის შერჩევის მიზნით საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ ორგანიზებული ტენდერის ჩატარების პერიოდულობის, ვადებისა და პრინციპების განსაზღვრა.”

“გ). უმუშევართა და სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სასაწავლებლის შერჩევის პროცესში საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისა და დასაქმების სახელმწიფო სამსახურის მონაწილეობის ფორმებისა და კონკრეტული ფუნქციების განსაზღვრა.”

ბ) პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

“3. ამ წესით დადგენილი ნორმები ვრცელდება მხოლოდ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ უმუშევართა და სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ორგანიზებული ტენდერების მონაწილე იურიდიულ პირებზე.”

გ) მე-2 მუხლის პირველ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

“1. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი ყოველწლიურად ატარებს ტენდერს უმუშევართა და სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სასწავლებლის შესარჩევად.”

დ) მესამე მუხლის მეექვსე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

“6. დასაქმების სახელმწიფო სამსახური აგზავნის სამუშაოს მაძიებლებს ტენდერის გზით შერჩეულ სასწავლო დაწესებულებებში.”

ე) მესამე მუხლის მეხუთე პუნქტი და მეოთხე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ამოღებულ იქნას.

ვ)   ბრძანებას დაემატოს სემდეგი შინაარსის მე41 მუხლი:

“მუხლი-41 საქართველოს სოციალურიო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის კომპეტენცია

პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მოსამზადებელი კადრების რაოდენობისა და პროფესიების სახეობათა გათვალისწინებით საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი ატარებს ტენდერს სპეციალური პროფესიული სასწავლებლის გამოსავლენად.”

2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე

ა. გამყრელიძე