ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, აეროდრომის დასახლების VIII ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი გასასვლელისთვის გენერალ-მაიორის ზურაბ ნაირაშვილის სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, აეროდრომის დასახლების VIII ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი გასასვლელისთვის გენერალ-მაიორის ზურაბ ნაირაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 397
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 09/08/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/08/2022
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016687
397
09/08/2022
ვებგვერდი, 15/08/2022
000000000.00.101.016687
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, აეროდრომის დასახლების VIII ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი გასასვლელისთვის გენერალ-მაიორის ზურაბ ნაირაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება 397

2022 წლის 9 აგვისტო

ქ. თბილისი

ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, აეროდრომის დასახლების VIII ქუჩისთვის  და მასთან არსებული ერთი გასასვლელისთვის გენერალ-მაიორის   ზურაბ ნაირაშვილის სახელის მინიჭების შესახებ

  საქართველოს ორგანული კანონისადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. სამგორის რაიონში, აეროდრომის დასახლების VIII   ქუჩას და მასთან არსებულ ერთ გასასვლელს მიენიჭოს გენერალ-მაიორის ზურაბ ნაირაშვილის   სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ,თხი თვის ვადაში , უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, 64).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                              გიორგი ტყემალაძე