ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ქინძმარაულის ქუჩის მონაკვეთისთვის, მასთან არსებული ჩიხისთვის და ქინძმარაულის შესახვევისთვის საქართველოს ეროვნული გმირის ზურაბ იარაჯულის სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ქინძმარაულის ქუჩის მონაკვეთისთვის, მასთან არსებული ჩიხისთვის და ქინძმარაულის შესახვევისთვის საქართველოს ეროვნული გმირის ზურაბ იარაჯულის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 395
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 09/08/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/08/2022
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016685
395
09/08/2022
ვებგვერდი, 15/08/2022
000000000.00.101.016685
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ქინძმარაულის ქუჩის მონაკვეთისთვის, მასთან არსებული ჩიხისთვის და ქინძმარაულის შესახვევისთვის საქართველოს ეროვნული გმირის ზურაბ იარაჯულის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №395

2022 წლის 9 აგვისტო

ქ. თბილისი

 

ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ქინძმარაულის ქუჩის მონაკვეთისთვის, მასთან არსებული ჩიხისთვის და ქინძმარაულის შესახვევისთვის საქართველოს ეროვნული გმირის ზურაბ იარაჯულის სახელის მინიჭების შესახებ

 


საქართველოს ორგანული კანონის -„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. სამგორის რაიონში, ქინძმარაულის ქუჩის მონაკვეთს, მასთან არსებულ ჩიხს და ქინძმარაულის შესახვევს მიენიჭოს  საქართველოს ეროვნული გმირის ზურაბ იარაჯულის   სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, №64).

საკრებულოს თავმჯდომარე                                                           გიორგი ტყემალაძე