დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „უმუშევრობის პრევენტიული ღონისძიებების წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 25 იანვრის №24/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 86/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/04/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 35, 18/04/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470.230.000.11.119.005.790 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.790
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №86/ნ
2003 წლის 10 აპრილი
ქ. თბილისი
„უმუშევრობის პრევენციული ღონისძიებების განხორციელების წესის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 25 იანვრის №24/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 184-ე მუხლისა და „საქართველოს 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის №7 დანართის შესაბამისად ვბრძანებ:
1. „უმუშევრობის პრევენციული ღონისძიებების განხორციელების წესის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 25 იანვრის №24/ნ ბრძანებით დამტკიცებულ წესში (სსმ III, 01.02.02წ., №11, მუხლი 22) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-2 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„1. მეწარმეთა და ორგანიზაციათა სუბსიდირებისა და სასესხო მომსახურების გაწევისათვის „უმუშევრის სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამით” გათვალისწინებული ფინანსური რესურსების განკარგვა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ წარმოებს ტენდერის გზით შერჩეული კომერციული საბანკო დაწესებულების მეშვეობით.
2. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი „უმუშევრის სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის” დამტკიცების შემდგომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად აცხადებს ტენდერს კომერციული საბანკო დაწესებულების შერჩევის მიზნით.”;
ბ) მესამე მუხლის მესამე, მეექვსე და მეთერთმეტე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„3. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი სამეწარმეო საქმიანობისათვის უმუშევართა მომზადების მიზნით ატარებს ტენდერს სპეციალიზებული კონსალტინგ-ცენტრების გამოსავლენად.
6. ტესტების შემუშავება ხდება ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაციის მიერ. ტესტები მტკიცდება საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ, ხოლო რეგისტრირებული უმუშევრების შერჩევაზე პასუხისმგებლობა ეკისრება დასაქმების სახელმწიფო სამსახურს.
11. კონსალტინგ-ცენტრების საქმიანობის ანაზღაურების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.”;
გ) მეოთხე მუხლის ბ.ა) და ბ.გ) ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„ბ.ა) მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში არიან რეგისტრირებულნი დასაქმების სახელმწიფო სამსახურში და ამ ხნის განმავლობაში არ ჰქონდათ შესაფერისი სამუშაოს შეთავაზება;
ბ.გ) საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ შერჩეულ კონსალტინგ-ცენტრებში გავლილი აქვთ სამეწარმეო საქმიანობისათვის მოსამზადებელი კურსები და ფლობენ ამ კონსალტინგ-ცენტრების რეკომენდაციას.”;
დ) მეხუთე მუხლის მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, მერვე და მეცხრე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„5. წარმოდგენილი პროექტების განხილვისა და მათი დაფინანსების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ პროექტების შესახებ განაცხადი გადაიგზავნება საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდში შეთანხმების მიზნით.”
6. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდში გადაგზავნილ განაცხადს თან უნდა ახლდეს პროექტის განხორციელების დროს დასასაქმებელ რეგისტრირებულ უმუშევართა სია.
7. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი წარმოდგენილი პროექტების განხორციელების რიგითობის საკითხს წყვეტს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების ფინანსური უზრუნველყოფისათვის აკუმულირებული რესურსების ოდენობისა და დამტკიცებული პროგრამების პრიორიტეტებთან შესაბამისობის მიხედვით.
8. წარმოდგენილი პროექტების დაფინანსების საკითხის შეთანხმების დროს საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი მხედველობაში იღებს „უმუშევრის სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის” დამტკიცებული ბიუჯეტის ფაქტობრივ შესრულების დონეს და ამოწმებს:”.
9. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი წარმოდგენილ განაცხადს ითანხმებს საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდში განაცხადის შესვლიდან ორი კვირის განმავლობაში ან იძლევა მოტივირებულ უარს.”;
ე) მეექვსე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„1. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, უმუშევრის პრევენციული ღონისძიებების განხორციელების დროს ახორციელებს მონიტორინგს ტენდერის გზით შერჩეულ კომერციულ საბანკო დაწესებულებასთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე.
2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. გამყრელიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები