დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის №1-1/624 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | № 1-1/348 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
მიღების თარიღი | 10/08/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/08/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.024.016759 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის №1-1/624 ბრძანებაში (matsne.gov.ge, 27/12/2019, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.024.016618) შეტანილ იქნას ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დებულების“:
1. მე-3 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) უფლებამოსილია მინისტრთან შეთანხმებით სააგენტოში დასაქმებულ პირებზე გასცეს დანამატი, სააგენტოს უფროსის ან/და უშუალო ხელმძღვანელის დავალებით „საქართველოს შრომის კოდექსით“ განსაზღვრული ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისათვის, რომელიც დაკავშირებულია სააგენტოსა ან/და სამინისტროს საქმიანობასთან, ასევე თანამდებობაზე დროებით არმყოფი პირის ფუნქციების შესრულებისათვის თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან განთავისუფლების გარეშე (დამატებითი ფუნქციების შესრულება), „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სააგენტოს უფროსის მოადგილე: ა) უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლი მის საკურატორო სფეროში შემავალი სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობაზე. სააგენტოს უფროსის მოადგილის საკურატორო სფეროები განისაზღვრება სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მასზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია სააგენტოს უფროსის წინაშე; გ) უფლებამოსილია კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგინოს სააგენტო სხვა სახელმწიფო ორგანოებთან ან/და საერთაშორისო და სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობაში.“. 2. მე-5 მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) განახორციელოს დოკუმენტური ან/და ტექნიკური შემოწმება იმ ტექნიკური რეგლამენტებით გათვალისწინებულ ინდუსტრიულ და სამშენებლო პროდუქტებზე, რომლებშიც ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოდ განსაზღვრულია სააგენტო. კერძოდ: სამშენებლო პროდუქტები, მანქანა-დანადგარები, წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობები, წნევის ქვეშ მყოფი მარტივი ჭურჭლები, ფეთქებადსაშიშ გარემოში გამოსაყენებელი მოწყობილობები, თხევად ან აირად საწვავზე მომუშავე წყლის ახალი გამაცხელებლები (საქვაბე დანადგარი);“; ა.ბ) „გ“-„ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) დეპარტამენტის ყოველკვარტალური ზედამხედველობის გეგმების პროექტების შემუშავება და სააგენტოს უფროსისათვის დასამტკიცებლად წარდგენა; დ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს ყოველწლიური სამოქმედო გეგმების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ე) დეპარტამენტის ყოველკვარტალური ზედამხედველობის გეგმების შესრულების ანგარიშის მომზადება და სააგენტოს უფროსისათვის წარდგენა; ვ) შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, ყოველწლიური სამოქმედო გეგმების შესრულების ანგარიშის მომზადება და ადმინისტრირებისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტისათვის მიწოდება;“; ბ) მეორე პუნქტის: ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) განახორციელოს დოკუმენტური ან/და ტექნიკური შემოწმება იმ ტექნიკური რეგლამენტებით გათვალისწინებულ სამომხმარებლო პროდუქტებზე, რომლებშიც ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოდ განსაზღვრულია სააგენტო. კერძოდ: სანთებელები, შეცდომაში შემყვანი პროდუქტები, რომლებიც საფრთხის ქვეშ აყენებს მომხმარებლის ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას, სათამაშოები, აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობები, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, ძაბვის გარკვეულ ზღვრებში გამოსაყენებელი ელექტრო- მოწყობილობები;“; ბ.ბ) „გ“-„ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) დეპარტამენტის ყოველკვარტალური ზედამხედველობის გეგმების პროექტების შემუშავება და სააგენტოს უფროსისათვის დასამტკიცებლად წარდგენა; დ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს ყოველწლიური სამოქმედო გეგმების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ე) დეპარტამენტის ყოველკვარტალური ზედამხედველობის გეგმების შესრულების ანგარიშის მომზადება და სააგენტოს უფროსისათვის წარდგენა; ვ) შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, ყოველწლიური სამოქმედო გეგმების შესრულების ანგარიშის მომზადება და ადმინისტრირებისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტისათვის მიწოდება;“; გ) მე-3 პუნქტის „ძ“ და „წ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ძ) სააგენტოს ერთიანი ყოველწლიური სამოქმედო გეგმის პროექტის შემუშავება და სააგენტოს უფროსისათვის დასამტკიცებლად წარდგენა; წ) სააგენტოს ერთიანი ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშის მომზადება;“. |
მუხლი 2 |
ეს
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები