დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 01 დეკემბრის „მარნეულის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ №41 დადგენილებაში ცვლილების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 14 |
დოკუმენტის მიმღები | მარნეულის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 11/08/2022 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/08/2022 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.159.016502 |
|
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 01 დეკემბრის „მარნეულის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ №41 დადგენილებაში ცვლილების შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე მარნეულის მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 01 დეკემბრის „მარნეულის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის №41 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 03/12/2021, №190020020.35.159.016481) და
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით: თანხა ათას ლარებში“
2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება შემდეგი რედაქციით:“ თანხა ათას ლარებში
3. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 50743,0 ათასი ლარის ოდენობით:“ თანხა ათას ლარებში
4. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 30035,0 ათასი ლარის ოდენობით. თანხა ათას ლარებში“
5. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 8592,0 ათასი ლარის ოდენობით. თანხა ათას ლარებში“
6. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 12116,0 ათასი ლარის ოდენობით.“ თანხა ათას ლარებში
7. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 31477,1 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:“ თანხა ათას ლარებში
8.მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მარნეულის მუნიცპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 27994,3 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს მარნეულის მუნიცპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 28562,9 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:“
ბ) განისაზღვროს მარნეულის მუნიცპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 568,5ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
9. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:“
10. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო“
11. მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ცხრილი და „ა“, „ა.ბ“, „ბ“, „ბ.ა“, „ბ.ბ“, „ბ.დ“, „გ“, „გ.ბ“ ,დ“ „დ.ა“ „ე“ „ე.ა“ და „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება“
ა.ბ.) გზების მშენებლობა და რეაბილიტაცია
ბ) წყლის სისტემების განვითარება
ბ.ა) სასმელი წყლის სისტემის ექსპლოატაცია
ე) კეთილმოწყობა
ე.ა) საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობა–რეაბილიტაცია
ზ) სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები
12. მე-13 მუხლის მესამე პუნქტის ცხრილი და „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირება
13. მე-13 მუხლის მეოთხე პუნქტის ცხრილი და „ა“, „ა.ა“, „ა.გ“ „ბ“ და „ბ.ა“,ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) სპორტის სფეროს განვითარება
ა.ა) სპორტული დაწესებულებების ხელშეწყობა
ა.გ) სპორტული ობიექტების აღჭურვა, რეაბილიტაცია, მშენებლობა
14. მე-13 მუხლის მეხუთე პუნქტის ცხრილი და „ბ“, „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
ბ) სოციალური დაცვა
ბ.ა) ავადმყოფთა სოციალური დაცვა
ბ.ბ) ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა
15. მე-13 მუხლის მეექვსე პუნქტის ცხრილი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით: „6. მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები (კოდი 0100)“
16. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 14. მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.“
17. ბიუჯეტის დანართი №1 – „საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 თებერვლის №277 განკარგულებით „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხის განაწილება სოფლებში განსახორციელებელი პროექტების შესაბამისად“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე |
|
დანართი №1
|
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 თებერვლის №277 განკარგულებით „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხის განაწილება სოფლებში განსახორციელებელი პროექტების შესაბამისად
|
|
დოკუმენტის კომენტარები