„საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ საქართველოს სსრ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ საქართველოს სსრ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი 27/02/1991
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 2, 28/02/1991
ძალის დაკარგვის თარიღი 25/11/1995
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
-
27/02/1991
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 2, 28/02/1991
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ საქართველოს სსრ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი

 „საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ საქართველოს სსრ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოების სისტემის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

I. „საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ საქართველოს სსრ 1990 წლის 18 აგვისტოს კანონში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. კანონის სათაურსა და ტექსტში სიტყვა „საქართველოს“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს რესპუბლიკის“.

2. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„ის პირნი, რომლებიც შედიან საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს, აგრეთვე აფხაზეთის ასსრ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოების შემადგენლობაში, გარდა მათი თავმჯდომარეებისა, მათი მოადგილეები, საქართველოს რესპუბლიკის, აგრეთვე აფხაზეთის ასსრ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მმართველობის სხვა რესპუბლიკურ ორგანოთა ხელმძღვანელები და  მათი მოადგილეები, პირნი, რომლებიც შედიან საკრებულოების აღმასრულებელი ორგანოების შემადგენლობაში, გარდა გამგეობის თავმჯდომარისა (გამგებლისა), პრეფექტურის, მის უწყებათა, განყოფილებათა და სამმართველოთა ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები, პრეფექტისა და მისი მოადგილის გამოკლებით, მართლმსაჯულების ორგანოებში არჩეული პირები, საქართველოს რესპუბლიკის, აგრეთვე აფხაზეთის ასსრ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სახელმწიფო არბიტრები და სახელმწიფო არბიტრები, საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორი, მისი მოადგილეები, ქვემდგომი პროკურორები და მათი მოადგილეები, საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციური ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარე და წევრები არ შეიძლება იმავდროულად იყვნენ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრები.

3. მე-17 მუხლში სიტყვები „სახალხო დეპუტატთა შესაბამისი საბჭოების აღმასრულებელი კომიტეტების“ შეიცვალოს სიტყვებით „სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის შესაბამისი ადგილობრივი ორგანოების“.

4. 22-ე მუხლში:

მეორე ნაწილში სიტყვები „რესპუბლიკის სახალხო დეპუტატთა საოლქო, რაიონული და საქალაქო (გარდა რაიონული დაქვემდებარების ქალაქებისა) საბჭოების, პრეზიდიუმების ან აღმასრულებელი კომიტეტების“ შეიცვალოს სიტყვებით „ხელისუფლებისა და მმართველობის რაიონული და საქალაქო (გარდა რაიონული დაქვემდებარების ქალაქებისა) ორგანოების“;

მესამე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კომისიის კიდევ თითო წევრს ნიშნავენ ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი საბჭოები ან მათი პრეზიდიუმები არჩევნებამდე არა უგვიანეს 53 დღისა“;

მერვე ნაწილში სიტყვები „უზენაესი და ადგილობრივი საბჭოების ოფიციალურ ორგანოებში“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს უზენაესი საბჭოსა და ხელისუფლების და მმართველობის ადგილობრივ ორგანოებში“.

5. 24-ე მუხლში:

მეორე ნაწილში სიტყვები „რესპუბლიკის სახალხო დეპუტატთა შესაბამისი რაიონული, საქალაქო (გარდა რაიონული დაქვემდებარების ქალაქებისა), ქალაქის რაიონული საბჭოების პრეზიდიუმის ან აღმასრულებელი კომიტეტების“ შეიცვალოს სიტყვებით „ხელისუფლებისა და მმართველობის შესაბამისი რაიონული, საქალაქო (გარდა რაიონული დაქვემდებარების ქალაქებისა და ქალაქებისა, რომლებსაც აქვთ რაიონული დაყოფა), ქალაქის რაიონული ორგანოების“.

6. 26-ე მუხლში:

მეორე ნაწილში სიტყვები „სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების პრეზიდიუმების ან აღმასრულებელი კომიტეტების“ შეიცვალოს სიტყვებით „სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოების“.

7. 28-ე მუხლში;

მეორე ნაწილში სიტყვები „სახალხო დეპუტატთა საბჭოების პრეზიდიუმებს ან აღმასრულებელ კომიტეტებს“ შეიცვალოს სიტყვებით „სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივ ორგანოებს“;

მეოთხე ნაწილში სიტყვები „სახალხო დეპუტატთა საბჭოს პრეზიდიუმის ან აღმსრულებელი კომიტეტის“ შეიცვალოს სიტყვებით „სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოების“.

8. 29-ე მუხლში სიტყვები „სახალხო დეპუტატთა საბჭოების, მათი პრეზიდიუმების, აღმსრულებელი კომიტეტების“ შეიცვალოს სიტყვებით „სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოების“.

9. 32-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოები უზრუნველყოფენ ამომრჩეველთა აღრიცხვას და საუბნო საარჩევნო კომისიებს გადასცემენ შესაბამის ტერიტორიაზე მცხოვრებ ამომრჩეველთა შესახებ იმ მონაცემებს, რომლებიც საჭიროა ამომრჩეველთა სიების შესადგენად“.

10. 48-ე მუხლში:

მეხუთე ნაწილში სიტყვები „ადგილობრივი საბჭოების აღმასრულებელი კომიტეტების“ შეიცვალოს სიტყვებით „სახელმწიფო ხელისულფებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოების“;

მეექვსე ნაწილში სიტყვები „სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების აღმასრულებელი კომიტეტების“ შეიცვალოს სიტყვებით „სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოების“.

1. 61-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ პარტიულ სიაში უზენაესი საბჭოს უფლებამოსილების მთელი ვადის განმავლობაში ცვლილება შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი უზენაესი საბჭოს წევრი ან დეპუტატობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოიხსნება. ასეთ შემთხვევაში პარტიულ სიაში შესაბამისი ადგილი უქმდება.

პარტიულ სიებში დარჩენილ პირებს არჩევნების დამთავრების შემდეგ აღარა აქვთ დეპუტატობის კანდიდატის სტატუსი. ამ სტატუსს ისინი იძენენ ახალი არჩევნებისათვის საარჩევნო ოლქში რეგისტრირების შემდეგ ან ამ მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევაში ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის მისი კანდიდატურის წარდგენის შემდეგ.

პარტიული სიიდან უზენაესი საბჭოს წევრი ან დეპუტატობის კანდიდატი იხსნება შემდეგ შემთხვევებში:

ა) უზენაესი საბჭოს წევრის მიერ დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე მოხსნისას ან დეპუტატობის კანდიდატის ანალოგიური განცხადების საფუძველზე;

ბ) უზენაესი საბჭოს წევრის (დეპუტატობის კანდიდატის) მიმართ გამამტყუნებელი სასამართლო განაჩენის ძალაში შესვლისას;

გ) უზენაესი საბჭოს წევრისათვის (დეპუტატობის კანდიდატისათვის) საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეობის ჩამორთმევისას;

დ) უზენაესი საბჭოს წევრის გაწვევისას.

იმ შემთხვევაში, როდესაც უზენაესი საბჭოს წევრი ისეთი თანამდებობაზე დაინიშნება, რომელიც კანონით შეუთავსებელია უზენაესი საბჭოს წევრის სტატუსთან, მისი უფლებამოსილება წყდება, მაგრამ პარტიული სიიდან იგი არ იხსნება.

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოში ცალკეულ დეპუტატთა უფლებამოსილება ბათილად იქნა ცნობილი, აგრეთვე უზენაესი საბჭოს წევრის გადადგომის ან სხვა მიზეზების გამო მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში შესაბამის საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარული წესით არჩეული უზენაესი საბჭოს წევრის გამოკლების მომენტიდან სამი თვის ვადაში ეწყობა ახალი არჩევნები. არჩევნებს ნიშნავს ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების ჩატარებამდე არა უგვიანეს ორი თვისა და იგი ეწყობა ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით. ამასთან, საუბნო საარჩევნო კომისიები იქმნება არჩევნებამდე ერთი თვით ადრე.

თუ უზენაესი საბჭოს გამოკლებული წევრი არჩეული იყო პროპორციული წესით, უზენაეს საბჭოში მის ადგილს იკავებს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის (საარჩევნო ბლოკის) მიერ პარტიული სიიდან შერჩეული დეპუტატობის კანდიდატი, რისთვისაც პარტიის ხელმძღვანელმა პირმა (ბლოკში გაერთიანებული პარტიების უმრავლესობის ხელმძღვანელმა პირებმა) განცხადებით უნდა მიმართონ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. განცხადებას თან უნდა ერთოდეს დეპუტატობის კანდიდატის თანხმობა.

დეპუტატის უფლებამოსილების შესამოწმებლად საჭირო დოკუმენტაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია წარუდგენს უზენაესი საბჭოს სამანდატო და დეპუტატის ეთიკის კომისიას 2 კვირის ვადაში.

თუ პარტიულ სიაში დეპუტატობის მეტი კანდიდატი აღარ არის, დეპუტატის ეს ადგილი უქმდება.

თუ მაჟორიტარული წესით არჩეული საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი გამოაკლდა უზენაესი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ვადის გასვლამდე ერთ წელზე ნაკლებ დროში, გამოკლებულის ნაცვლად საქართველოს უზენაეს საბჭოში დეპუტატის არჩევნები არ ეწყობა“.

II. ეს კანონი სამოქმედოდ შემოღებულ იქნეს მიღებისთანავე.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე                             ზ. გამსახურდია

თბილისი, 1991 წლის 27 თებერვალი