დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია თბილმიკროკრედიტი-ს” (ს/კ 202453219) ლიკვიდატორი | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია თბილმიკროკრედიტი-ს” ლიკვიდატორი |
| მიღების თარიღი | 10/08/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/08/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია თბილმიკროკრედიტი ს“
(ს/კ 202453219) ლიკვიდატორის
განცხადება
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2022 წლის 16 ივნისის №164 განკარგულებით დაიწყო სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია თბილმიკროკრედიტის” ლიკვიდაციის პროცესი. ამავე განკარგულების საფუძველზე ლიკვიდატორად დაინიშნა გიორგი ნაროუშვილი (პირადი ნომერი 19001028319).
პირებს, რომლებსაც გააჩნიათ რაიმე სახის მოთხოვნა სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია თბილმიკროკრედიტის” მიმართ, წინამდებარე წერილის გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში უნდა მიმართონ სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია თბილმიკროკრედიტის” ლიკვიდატორს გიორგი ნაროუშვილს (პ/ნ 19001028319) შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩა №137ა, საკონტაქტო ტელ: 568 16 17 26, უნდა წარმოუდგინონ შემდეგი დოკუმენტები:
ფიზიკური პირების შემთხვევაში:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ორგანიზაციის მიმართ არსებული მოთხოვნის ოდენობა და მოთხოვნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
- საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
იურიდიული პირის შემთხვევაში:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
- ორგანიზაციის მიმართ არსებული მოთხოვნის ოდენობა და მისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
- საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
ლიკვიდატორი გიორგი ნაროუშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები