„ტექნიკური რეგლამენტის − გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი სახით ანაზღაურების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 ივლისის №368 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ტექნიკური რეგლამენტის − გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი სახით ანაზღაურების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 ივლისის №368 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 421
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/08/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/08/2022
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.023630
421
09/08/2022
ვებგვერდი, 10/08/2022
300160070.10.003.023630
„ტექნიკური რეგლამენტის − გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი სახით ანაზღაურების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 ივლისის №368 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №421

2022 წლის 9 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის − გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი სახით ანაზღაურების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 ივლისის №368 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის − გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი სახით ანაზღაურების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 ივლისის №368 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/07/2022, 300160070.10.003.023579) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-4 დანართის („საქართველოს ტყეზე და ტყის რესურსებზე უკანონო ქმედებით ზიანის მიყენებისას გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოანგარიშება“) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

8.

ჭრის შედეგად მიღებული ნარჩენების განთავსების დადგენილი წესის დარღვევა

გაუწმენდავად დატოვებულ ტყეკაფის თითოეულ ჰექტარზე ჭრაში დანიშნული გაბატონებული ხის სახეობის პირველი კატეგორიისთვის დადგენილი ბუნებრივი რესურსით სარგებლობის მოსაკრებლის ასმაგი ოდენობა.

.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2022 წლის 20 ივლისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი