„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 34
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
მიღების თარიღი 05/08/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/08/2022
სარეგისტრაციო კოდი 010210060.74.086.016034
34
05/08/2022
ვებგვერდი, 08/08/2022
010210060.74.086.016034
„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
 
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს

დადგენილება №34

2022 წლის 5 აგვისტო

ქ.თბილისი

„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/02/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010210060.74.086.016001) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების დანართი 3-ით დამტკიცებული „სასამართლოს მანდატურის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკის“ პლანშეტი 1-ის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პულოვერი უსახელო – შავი ფერის, ამოღებული გულით. მზადდება ნახევრად შალის ქსოვილისაგან. ქსოვილის შემადგენლობა: შალი – 50% (+/-5%); აკრილი – 50% (+/-5%) ან პოლიესტერი – 50% (+/-5%).“;

ბ) მე-7-მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

7. ზაფხულის ფეხსაცმელი – შავი ფერის, კლასიკური ფორმის, დაბალი ყელით. საზედაპირე ტყავი ნატურალური (რბილი), ზედაპირი ტერფის წინა ნაწილში გადაკერილი. ტყავის სისქე: 1,6-1,8 მმ. სარჩული: კოჭ-ფარისა და ქუსლის ნაწილი – ნატურალური ტყავის; ფეხსაცმლის წინა ნაწილი – ნატურალური ბოჭკო (ტილოს) ქსოვილი. ჩასაფენი ღაბაში: ანატომიური ფორმის. საძირე მასალა: PU ან PU PU.

8. ზამთრის ფეხსაცმელი – შავი ფერის, ნახევრად მაღალი. საზედაპირე ტყავი ნატურალური (რბილი), ზედაპირი ტერფის წინა ნაწილში გადაკერილი. ტყავის სისქე 1,6-1,9 მმ. მათბუნებელი სარჩული: სპეციალური მასალის  პოლიესტერის ქსოვილზე დუბლირებული ღრუბელი. ჩასაფენი ღაბაში: ანატომიური ფორმის. საძირე მასალა: რეზინი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანინიკოლოზ მარსაგიშვილი