დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მწერალთა სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 30 სექტემბრის №207/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 05/15 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
მიღების თარიღი | 11/08/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/08/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.088.016041 |
05/15
11/08/2022
ვებგვერდი, 12/08/2022
040030000.22.088.016041
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მწერალთა სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 30 სექტემბრის №207/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მწერალთა სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 30 სექტემბრის №207/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (№335-IVმს-Xმპ, 16.03.2021 წ.) მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მწერალთა სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 30 სექტემბრის №207/ნ ბრძანებაში (ვებგვერდი, 01/10/2019, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.017827) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მწერალთა სახლის დებულების“: 1. მე-2 მუხლის პირველ პუნქტს, „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ, დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) სამინისტროსთან შეთანხმებით, ქართველი მწერლებისა და სალიტერატურო სფეროში მოღვაწე სხვა პირებისთვის სოციალური დაცვის ღონისძიებების განხორციელება.“. 2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. მწერალთა სახლის მართვა 1. მწერალთა სახლის საქმიანობას ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც სამინისტროსათვის წარდგენილი 4-წლიანი სამოქმედო გეგმის (პროგრამა) საფუძველზე, 4 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი (შემდგომში - მინისტრი). 2. მწერალთა სახლის დირექტორის ვადაზე ადრე თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში, ახალი დირექტორის დანიშვნამდე მინისტრი უფლებამოსილია დანიშნოს მწერალთა სახლის დირექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებელი.“. |
მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები