დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| “საშიში ქიმიური ნივთიერებების ნიშანდებისა და ეტიკეტირების წესების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 80/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/04/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 33, 14/04/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470.230.000.11.119.005.775 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (14/04/2003 - 31/12/2013)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.775
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება №80/ნ
2003 წლის 7 აპრილი
ქ. თბილისი
საშიში ქიმიური ნივთიერებების ნიშანდებისა და ეტიკეტირების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
საშიში ქიმიური ნივთერებების იდენტიფიკაციისათვის, ადამიანის ორგანიზმსა და გარემოზე ზემოქმედების ხასიათისა და ხარისხის მისანიშნებლად, უსაფრთხოევის დაცვლისა და პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის უზრუნველსაყოფად, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლისა და „საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „კ” ქვეპუნქტის, 25-ე მუხლის მე-16 პუქნტისა და 51-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „მ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული დებულება „საშიში ქიმიური ნივთიერებების ნიშანდებისა და ეტიკეტირების წესის შესახებ.”
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. გამყრელიძე
დებულება
საშიში ქიმიური ნივთიერებების ნიშანდებისა და ეტიკეტირების წესის შესახებ
დებ. 1.2. 007-03
თავი I
გამოყენების სფერო და ზოგადი დებულებები
მუხლი 1
1. წინამდებარე დებულება შემუშავებულია “საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და არ ვრცელდება ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პროდუქციაზე.
2. დებულება ადგენს მოთხოვნებს საშიში ქიმიური ნივთიერებების ნიშანდებისა და ეტიკეტირებისადმი.
3. მოთხოვნები საშიში ქიმიური ნივთიერებების ნიშანდებისა და ეტიკეტირებისადმი გათვალისწინებული უნდა იქნას ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროს მარეგულირებელ სახელმწიფო სტანდარტებსა და ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტებში.
4. მოთხოვნები საშიში ქიმიური ნივთიერებების ნიშანდებისა და ეტიკეტირებისადმი ეფუძნება აღიარებულ საერთაშორისო სტანდარტებს.
თავი II
ტერმინები და განმარტებები
მუხლი 2
1. საშიშროება – გამოყენების რეალურ პირობებში ქიმიური ნივთიერების მავნე ზემოქმედების წარმოქმნის ალბათობა.
2. რისკი – საშიში ქიმიური ნივთიერების ზემოქმედების არასასურველი ეფექტების მოსალოდნელი სიხშირე.
3. რისკის ფრაზა(ები) (R-phrases) – ინფორმაცია ნივთიერების სპეციფიკური რისკის შესახებ. გამოისახება R-ით და მის შემდგომი ციფრების სერიით.
4. უსაფრთხოების ფრაზა(ები) (S-phrases) – რეკომენდაცია უსაფრთხოების ღონისძიებების შესახებ. გამოისახება S-ით და მის შემდგომი ციფრების სერიით.
5. IUPAC – თეორიული და გამოყენებითი ქიმიის საერთაშორისო კავშირი.
6. CAS № – ქიმიური ნივთიერების სარეგისტრაციო სამსახურის საიდენტიფიკაციო ნომერი.
7. ISO – სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია.
თავი III
მოთხოვნები საშიში ქიმიური ნივთიერებების ნიშანდებისა და ეტიკეტირებისადმი
მუხლი 3
1. საშიში ქიმიური ნივთიერებების ეტიკეტირებისა და ნიშანდების მიზანია კონტაქტში მყოფი პირებისა და მომხმარებლის ინფორმირება ჯანმრთელობასა და გარემოზე ამ ნივთიერებების მავნე ზემოქმედების შესახებ, უსაფრთხო გამოყენების უზრუნველსაყოფად.
2. საშიშ ქიმიურ ნივთიერებასთან უსაფრთხო მოპყრობის მიზნით და მისი სამომხმარებლო თვისებების შესანარჩუნებლად, ნივთიერების/პრეპარატის სახელმწიფო ექსპერტიზაზე წარდგენისა და სარეგისტრაციო განაცხადის შეტანის წინ შემქმნელ/მწარმოებლის მიერ ხდება საშიშროების მიხედვით კლასიფიცირება, აგრეთვე ნიშნისა და ეტიკეტის ნიმუშების პროექტის შემუშავება.
3. საშიში ქიმიური ნივთიერებების კლასიფიცირება ხდება „საშიშ ქიმიურ ნივთიერებათა კლასიფიკაციის შესახებ დებულების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების მიხედვით;
4. საშიშროების კლასიფიკაციის თითოეული კატეგორია გამოისახება აბრევიატურით, რომელსაც თან ახლავს შესაბამისი რისკის ფრაზა ან ფრაზები;
5. თუ ნივთიერება კლასიფიცირდა, როგორც აალებადი, მასენსიბილიზირებელი და საშიში გარემოსათვის, გამოიყენება მხოლოდ რისკის ფრაზა;
6. თუ ნივთიერება კლასიფიცირდა როგორც კანცეროგენული, მუტაგენური ან ტოქსიკური გამოიყენება შესაბამისი აბრევიატურა კატეგორიის (მაგ.,1,2,3) მითითებით.
7. საშიშროების კლასიფიკაციის კატეგორიები გამოისახება შემდეგი აბრევიატურით:
ა) ფეთქებადი: E
ბ) დამჟანგავი: O
გ) განსაკუთრებულად აალებადი: F+
დ) მაღალაალებადი: F
ე) აალებადი: R10
ვ) ძლიერტოქსიკური: T+
ზ) ტოქსიკური: T
თ) მავნე: Xn
ი) კოროზიული: C
კ) გამაღიზიანებელი: Xi
ლ) მასენსიბილიზებელი: R42 და/ ან R43
მ) კანცეროგენული: Carc. Cat. (1)
ნ) მუტაგენური: Muta. Cat. (1)
ო) ტოქსიკური რეპროდუქციისათვის: Repr. Cat. (1)
პ) საშიში გარემოსათვის: N ან/ და R52, R53, R59
8. საშიშროების კლასიფიკაციის კატეგორიები გამოისახება დასურათებული სიმბოლოებით (დანართი 3), რისკის R-ფრაზებით (დანართი 1) და უსაფრთხოების S-ფრაზებით (დანართი 2);
9. მომხმარებელი, რომელიც ახორციელებს საშიში ქიმიური ნივთიერების გამოყენებას, ვალდებულია უზრუნველყოს ტარაზე ეტიკეტისა და ნიშნის შენარჩუნება.
მუხლი 4
1. ეტიკეტზე არსებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს:
ა) ნივთიერებისათვის – სავაჭრო სახელწოდება, ქიმიური სახელწოდება IUPAC- ის მიხედვით გავრცელებული სინონიმები და CAS-ის ნომერი;
ბ) პრეპარატისათვის – სავაჭრო სახელწოდება, შემადგენელი ნივთიერებების ქიმიური სახელწოდებები IUPAC-ის მიხედვით, CAS-ის ნომრები და კონცენტრაციები;
გ) სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი;
დ) გამოყენების სფერო;
ე) სრული ინფორმაცია ნივთიერების/პრეპარატის მწარმოებლის, იმპორტიორის ან დისტრიბუტორის შესახებ: სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონი;
ვ) დამზადების თარიღი, ვარგისიანობის ვადა, პარტიის ან სერიის ნომერი, შენახვის პირობები, ნეტო, მასა.
ზ) საშიშროების შესაბამისი კლასიფიკაციის სიმბოლოები და ნიშნები;
თ) სპეციფიკური საშიშროების აღმნიშვნელი რისკის R- ფრაზები;
ი) უსაფრთხოების ღონისძიებების აღმნიშვნელი S-ფრაზები;
კ) ინფორმაცია პირველადი სამედიცინო დახმარების შესახებ;
მუხლი 5.
ეტიკეტზე არსებული ინფორმაცია უნდა იყოს შესრულებული:
ა) ქვეყნის შიგნით მოსახმარებელი საშიში ქიმიური ნივთიერებებისათვის – ქართულად.
ბ) საექსპორტო ქიმიური ნივთიერებებისათვის რამდენიმე უცხო ენაზე (ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული, ესპანური და სხვ.).
გ) წარწერა უნდა იყოს ადვილად გასაგები გადამზიდველისა და პროფესიული მომხმარებლისათვის.
2. ეტიკეტზე აღნიშნული უნდა იყოს შესაფუთი ტარის ან მასალის მეორადი გამოყენების აკრძალვის შესახებ, აგრეთვე რეკომენდაციები მის უტილიზაციასა და გაუვნებლებაზე.
3. ეტიკეტი მყარად უნდა დამაგრდეს შესაფუთ ტარაზე ან მასალაზე ქიმიური ნივთიერების შეფუთვისთანავე.
4. ეტიკეტის ზომები განისაზღვრება ტარის მოცულობის შესაბამისად. ეტიკეტის ზომა არ უნდა აღემატებოდეს:
ა) 3 ლიტრამდე მოცულობის შემთხვევაში – 52X74 მმ;
ბ) 3 ლიტრზე მეტი და არაუმეტეს 50 ლიტრი მოცულობის შემთხვევაში – 105X148 მმ;
გ) 50 ლიტრზე მეტი და არა უმეტეს 500 ლიტრი მოცულობის შემთხვევაში – 148X210მმ;
5. თითოეულმა სიმბოლომ ეტიკეტზე უნდა დაიკავოს ტარის ზედაპირის 1/10 ნაწილი და ამავე დროს არ უნდა იყოს 1 სმ-ზე ნაკლები.
6. საშიშროების სიმბოლოების გამოსახვა უნდა ხდებოდეს დანართი 3-ის შესაბამისად. თუ საშიშროება აღინიშნება ერთზე მეტი სიმბოლოთი, მაშინ ეტიკეტზე:
ა) აუცილებელი E სიმბოლოს ჩვენებისას F, F+ და O სიმბოლოების ჩვენება საჭირო არ არის;
ბ) აუცილებელი T+ ან T სიმბოლოს ჩვენებისას Xn , Xi , C სომბოლოების ჩვენება საჭირო არ არის;
გ) აუცილებელი C სიმბოლოს ჩვენებისას Xn , Xi სიმბოლოების ჩვენება საჭირო არ არის;
დ) უცილებელი Xn, სიმბოლოს ჩვენებისას Xi სიმბოლოს ჩვენება საჭირო არ არის.
7. სიმბოლოები უნდა ჩაიხატოს კვადრატში შავად, ნარინჯისფერ-ყვითელ ფონზე.
8. ეტიკეტისათვის რისკის R – ფრაზების შერჩევა ხდება საშიშროების კრიტერიუმების მიხედვით (დანართი 1). რისკის აღსაწერად გამოიყენება მაქსიმუმ ექვსი ფრაზა. შერეული რისკის ფრაზები გამოიყენება აუცილებლობის შემთხვევაში. თუ ნივთიერება ხასიათდება საშიშროების რამდენიმე კატეგორიით სტანდარტულმა ფრაზებმა უნდა მოიცვას ყველა მათგანი.
9. ეტიკეტისათვის უსაფრთხოების S–ფრაზების შერჩევა ხდება რისკის ფრაზების შესაბამისად (დანართი 2). უსაფრთხოების ღონისძიებების ფორმირებისათვის, როგორც წესი, საკმარისია მაქსიმუმ ექვსი S -ფრაზა.
მუხლი 6.
1. ქიმიური ნივთიერების ტრანსპორტირების შემთხვევაში სატრანსპორტო ტარის ეტიკეტი უნდა მოიცავდეს დამატებით ინფორმაციას სატრანსპორტო ტარაში მოთავსებული შეფუთული ტარის ადგილების რაოდენობის შესახებ, თითოეული ადგილის ნეტო და ბრუტო მასას, აღნიშვნას ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის შესახებ.
2. თუ პრაქტიკულად შეუძლებელია საშიში ქიმიური ნივთიერების ტარის ეტიკეტირება და ნიშანდება ტარის ზომების ან შეფუთვის ხასიათის გამო, შესაბამისი ინფორმაცია უნდა აისახოს თანდართულ დოკუმეტაციაში.
3. მოთხოვნები ნიშანდებისადმი მოიცავს:
ა) ნიშნები ეტიკეტზე უნდა ასახავდეს ზუსტ ინფორმაციას საშიში ქიმიური ნივთიერების შესახებ;
ბ) ეტიკეტი უნდა იყოს ტარაზე მყარად დამაგრებული. მისი ზომა უნდა შეესაბამებოდეს წინამდებარე წესების მე-5 მუხლის 4-პუნქტით გათვალიწინებულ მოთხოვნებს. წარწერა უნდა იყოს მკაფიო და ადვილად გასაგები;
გ) ეტიკეტები მათზე გამოსახული ნიშნებითა და სიმბოლოებით უნდა იყოს ერთგვაროვანი, გამოყენებული ფერების ჩათვლით.
დანართი 1
რისკის R -ფრაზები
| R1 | ფეთქებადია მშრალ მდგომარეობაში; |
| R2 | დარტყმა, ხახუნი, სროლა ან აალების სხვა წყაროები წარმოქმნიან აფეთქების რისკს; |
| R3 | დარტყმა, ხახუნი, სროლა ან აალების სხვა წყაროები წარმოქმნიან აფეთქების განსაკუთრებულ რისკს; |
| R4 | წარმოქმნის მეტად მგრძნობიარე ფეთქებად მეტალურ ნაერთებს; |
| R5 | ფეთქებადია გათბობისას; |
| R6 | ფეთქებადია ჰაერთან შეხებისას ან შეხების გარეშე; |
| R7 | შეიძლება გამოიწვიოს ხანძარი; |
| R8 | შეიძლება გამოიწვიოს ხანძარი საწვავ მასალასთან შეხებისას; |
| R9 | ფეთქებადია საწვავთან შერევისას; |
| R10 | აალებადი; |
| R11 | ძლიერ აალებადი; |
| R12 | უკიდურესად აალებადი; |
| R13 | გაუქმებულია |
| R14 | აგრესიულად რეაგირებს წყალთან; |
| R15 | წყალთან შეხებისას გამოიყოფა განსაკუთრებით აალებადი აირები; |
| R16 | ფეთქებადია დამჟანგავებთან შერევისას; |
| R17 | ჰაერში სპონტანურად აალებადია; |
| R18 | გამოყენებისას შეიძლება წარმოიქმნას ჰაერისა და ორთქლის აალებადი/ფეთქებადი ნარევი; |
| R19 | შეიძლება წარმოიქმნას ფეთქებადი ზეჟანგები; |
| R20 | საშიშია ჩასუნთქვისას; |
| R21 | საშიშია კანზე მოხვედრისას; |
| R22 | საშიშია გადაყლაპვისას; |
| R23 | ტოქსიკურია ჩასუნთქვისას; |
| R24 | ტოქსიკურია კანზე მოხვედრისას; |
| R25 | ტოქსიკურია გადაყლაპვისას; |
| R26 | ტოქსიკურია ჩასუნთქვისას; |
| R27 | ძლიერ ტოქსიკურია კანზე მოხვედრისას; |
| R28 | ძლიერ ტოქსიკურია კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მოხვედრისას; |
| R29 | წყალთან შეხებისას გამოიყოფა ტოქსიკური აირები; |
| R30 | გამოყენებისას შეიძლება გახდეს ძლიერ აალებადი; |
| R31 | მჟავებთან შეხებისას გამოიყოფა ტოქსიკური აირები; |
| R32 | მჟავებთან შეხებისას გამოიყოფა ძლიერ ტოქსიკური აირები; |
| R33 | კუმულაციური ეფექტის საშიშროება; |
| R34 | იწვევს დამწვრობას; |
| R35 | იწევს მძიმე დამწვრობას; |
| R36 | იწვევს თვალების გაღიზიანებას; |
| R37 | იწვევს სასუნთქი გზების გაღიზიანებას; |
| R38 | იწვევს კანის გაღიზიანებას; |
| R39 | ძალიან სერიოზული შეუქცევადი ეფექტების საშიშროება; |
| R40 | მონაცემები კანცეროგენული ეფექტის შესახებ შეზღუდულია; |
| R41 | თვალების დაზიანების სერიოზული რისკი; |
| R42 | ჩასუნთქვისას შეიძლება გამოიწვიოს სენსიბილიზაცია; |
| R43 | კანზე მოხვედრისას შიეძლება გამოიწვიოს სენსიბილიზაცია; |
| R44 | დახურულ სივრცეში გახურებისას წარმოიქმნება აფეთქების რისკი; |
| R45 | იწვევს კიბოს განვითარებას; |
| R46 | შეიძლება გამოიწვიოს მემკვიდრეობითი გენეტიკური დაზიანება; |
| R47 | ხანგრძლივი ზემოქმედებისას ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანების საშიშროებაა; |
| R49 | ჩასუნთქვისას შესაძლებელია კიბოს განვითარება; |
| R50 | ძლიერ ტოქსიკურია წყლის ორგანიზმებისათვის; |
| R51 | ტოქსიკურია წყლის ორგანიზმებისათვის; |
| R52 | მავნეა წყლის ორგანიზმებისათვის; |
| R53 | შეიძლება გამოიწვიოს მავნე შორეული შედეგები; |
| R54 | ტოქსიკურია მცენარეებისათვის; |
| R55 | ტოქსიკურია ცხოველებისათვის; |
| R56 | ტოქსიკურია ნიადაგის ორგანიზმებისათვის; |
| R57 | ტოქსიკურია ფუტკრებისათვის; |
| R58 | შეიძლება გამოიწვიოს გარემოში შორეული უარყოფითი ეფექტები; |
| R59 | საშიშია ოზონის შრისათვის; |
| R60 | აზიანებს განაყოფიერების ფუნქციას; |
| R61 | შეიძლება გმოიწვიოს ემბრიოტოქსიკური ეფექტი; |
| R62 | განაყოფიერების ფუნქციის დაზიანების რისკი; |
| R63 | ემბრიოტოქსიკური ეფექტის წარმოქმნის შესაძლო რისკი; |
| R64 | შეიძლება დააზიანოს ძუძუმწოვარი ბავშვი; |
| R65 | საშიშია: შეიძლება გამოიწვიოს ფილტვების დაზიანება; |
| R66 | შეიძლება გამოიწვიოს კანის სიმშრალე და დასკდომა; |
| R67 | ორთქლმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუ და ძილიანობა; |
| R68 | შეუქცევადი ეფექტების განვითარების შესაძლო რისკი; |
დანართი 2
უსაფრთხოების S-ფრაზები
| S1 | შეინახეთ ჩაკეტილ სათავსში; |
| S2 | შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილზე; |
| S3 | შეინახეთ გრილ ადგილზე; |
| S4 | შეინახეთ შორს დასახლებული ადგილიდან; |
| S5 | შეინახეთ ნივთიერება სითხის (სითხის სახეს განსაზღვრავს ნივთიერების დამამზადებელი). . . . . ქვეშ; |
| S6 | შეინახეთ ნივთიერება აირის (აირის სახეს განსაზღვრავს ნივთიერების დამამზადებელი). . . . ქვეშ; |
| S7 | შეინახეთ ნივთიერება ჰერმეტულ ტარაში; |
| S8 | შეინახეთ ტარა მშრალად;' |
| S9 | შეინახეთ ტარა კარგად განიავებად ადგილზე; |
| S12 | არ შეინახოთ ტარა დალუქული; |
| S13 | შეინახეთ შორს საკვები პროდუქტების, სპირტიანი სასმელებისა და ცხოველების საკვებისაგან; |
| S14 | შეინახეთ შორს მასალებისაგან (შეუთავსებელ მასალებს განსაზღვრავს ნივითერების დამამზადებელი); |
| S15 | შეინხეთ შორს სითბოსაგან; |
| S16 | შეინახეთ შორს აალების წყაროებისაგან. ǀ თამბაქოს მოწევა აკრძალულია; |
| S17 | შეინახეთ შორს საწვავი მასალებისაგან; |
| S18 | ტარა აიღეთ და გახსენით ფრთხილად; |
| S19 | გაუქმებულია |
| S20 | გამოყენებისას აკრძალულია საკვების და სასმელის მიღება; |
| S21 | გამოყენებისას აკრძალულია თამბაქოს მოწევა; |
| S22 | არ შეისუნთქოთ მტვერი; |
| S23 | არ შეისუნთქოთ აირი/ორთქლი/შხეფები (შესატყვის ფორმულირებას განისაზღვრავს ნივთიერების დამამზადებელი); |
| S24 | დაიცავით კანი; |
| S25 | დაიცავით თვალები; |
| S26 | თვალში მოხვედრისას, ჩამოირეცხეთ დიდი რაოდენობა წყლით და მიმართეთ ექიმს; |
| S27 | სასწრაფოდ მოიშორეთ დაბინძურებული ტანსაცმელი; |
| S28 | კანზე მოხვედრისას ჩამოირეცხეთ დიდი რაოდენობა . . . . (განსაზღვრავს ნივთიერების დამამზადებელი); |
| S29 | ტარას ბოლომდე ნუ დაცლით; |
| S30 | არ დაამატოთ წყალი; |
| S31 | გაუქმებულია |
| S32 | გაუქმებულია |
| S33 | გადმოტვირთვისას მიიღეთ წინასწარი გამაფრთხილებელი ზომები; |
| S34 | გაუქმებულია |
| S35 | ეს მასალა და მისი კონტეინერი უნდა განთავსდეს უსაფრთხოდ; |
| S36 | ჩაიცვით შესატყვისი დამცავი ტანსაცმელი; |
| S37 | იხმარეთ შესატყვისი დამცავი ხელთათმანები; |
| S38 | არასაკმარისი ვენტილაციისას იხმარეთ შესატყვისი სასუნთქი მოწყობილობა; |
| S39 | იხმარეთ თვალების/ სახის დამცავი საშუალებები; |
| S40 | დაბინძურებული სათავსი (იატაკი და ყველა ობიექტი) უნდა დასუფთავდეს . . . . . . (დასუფთავების საშუალებას განსაზღვრავს ნივთიერების დამამზადებელი); |
| S41 | აფეთქების ან ხანძრის შემთხვევაში არ შეისუნთქოთ ორთქლი; |
| S42 | ნივითერების გამოფრქვევის შემთხვევაში იხმარეთ შესატყვისი სასუნთქი მოწყობილობა . . . . . (სასუნთქ მოწყობილობას განსაზღვრავს დამამზადებელი); |
| S43 | ხანძრის შემთხვევაში გამოიყენეთ ------- (მიუთითეთ ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობის ტიპი. თუ წყალი ზრდის რისკს, არ დაუმატოთ. არასოდეს არ გამოიყენოთ წყალი; |
| S44 | გაუქმებულია |
| S45 | უბედური შემთხვევის დროს, ან თუ თქვენ თავს ცუდად იგრძნობთ, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს (აჩვენეთ ეტიკეტი); |
| S46 | ჩაყლაპვისას, მიმართეთ ექიმს და დაუყოვნებლივ აჩვენეთ ტარა და ეტიკეტი; |
| S47 | დაიცავით ტემპერატურული რეჟიმი, რომელიც არ აღემატება . . . . . . . . C 0 (ტემპერატურას განსაზღვრავს დამამზადებელი); |
| S48 | შეინახეთ სველ მგომარეობაში -------- (შესაბამის მასალას განსაზღვრავს დამამზადებელი); |
| S49 | შეინახეთ მხოლოდ პირველად ტარაში; |
| S50 | ნუ შეურევთ . . . . . (განსაზღვრავს დამამზადებელი); |
| S51 | გამოიყენება მხოლოდ კარგად განიავებულ სათავსში; |
| S52 | არ არის რეკომენდებული შენობის შიგნით დიდ ფართობზე გამოყენება; |
| S53 | მოერიდეთ ზემოქმედებას. გამოყენების წინ გაეცანით სპეციალურ ინსტრუქციას. (გამოიყენება კანცეროგენული, მუტაგენური და რეპროდუქციისათვის ტოკსიკური ნივთიერებებისა და პრეპარატებისათვის); |
| S54 | გაუქმებულია |
| S55 | გაუქმებულია |
| S56 | განათავსეთ ეს მასალა და მისი ტარა საშიში ქიმიური ნივთიერებების ან ნარჩენების შეგროვების პუნქტებში; |
| S57 | გარემოს დაბინძურების თავიდან ასაცილებლად გამოიყენება შესაბამისი ტარა; |
| S58 | გაუქმებულია |
| S59 | აღდგენისა და ხელახალი გადამუშავების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ დამამზადებელს/მომწოდებელს; |
| S60 | ეს ნივითიერება და მისი ტარა უნდა განთავსდეს, როგორც საშიში ნარჩენები; |
| S61 | ნივთიერება არ უნდა მოხვდეს გარემოში. ისარგებლეთ საინფორმაციო ფურცლის მონაცემებით უსაფრთხოების შესახებ; |
| S62 | კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მოხვედრისას სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს და აჩვენეთ ტარა ან ეტიკეტი |
| S63 | ჩასუნთქვისას, დაზარალებული სასწრაფოდ გამოიყვანეთ სუფთა ჰაერზე და ამყოფეთ მოსვენებულ მდგომარეობაში; |
| S64 | ჩაყლაპვისას, საჭიროა პირში წყლის გამოვლება (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პიროვნებას გრძნობა არა აქვს დაკარგული); |

უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები