„ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 7 აპრილის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/08/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/08/2022
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.143.016644
24
04/08/2022
ვებგვერდი, 05/08/2022
190040000.35.143.016644
„ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 7 აპრილის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ხაშურის მუნიციპალიტეტი
 
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №24

2022 წლის 4 აგვისტო

ხაშური

„ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 7 აპრილის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „ზოგადი ადმინისტრაციული  კოდექსი“ 63-ე მუხლისა და  საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20  მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული  ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 7 აპრილის №18 დადგენილებით (www.matsne.gov.ge  08.04.2022, სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.143.016638) დამტკიცებული „ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესში‘‘ შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საკრებულოს თითოეული წევრისთვის, ამ დადგენილების პირველი მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით  გათვალისწინებული საკრებულოს წევრის საქმიანობის აღრიცხვისათვის საკრებულოს წევრები (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა), როგორც წესი ყოველი თვის 20 რიცხვამდე საკრებულოს თავმჯდომარეს მოხსენებითი ბარათით წარუდგენენ მოქალაქეებთან/ამომრჩევლებთან შეხვედრის დამადასტურებელ და მოქალაქეების/ამომრჩევლების მიღების მოწყობის მინიმუმ თითო ოქმს, სადაც ასახული უნდა იქნას შეხვედრების ჩატარების დრო, ადგილი და თემატიკა.‘‘.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენინო ლიპარტელიანი