„ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/08/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/08/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.143.016643
23
04/08/2022
ვებგვერდი, 05/08/2022
010250050.35.143.016643
„ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ხაშურის მუნიციპალიტეტი
 

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №23

2022 წლის 4 აგვისტო

ხაშური

 

„ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №41 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 11/12/2017; 010250050.35.143.016449) შეტანილ იქნას ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს ახალი დანართი №1-ის სახით (თან ერთვის);
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენინო ლიპარტელიანი



დანაართი N1
 

„ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


მუხლი 1. მერიის შიდა აუდიტის სამსახური
1.  მერიის შიდა აუდიტის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებში შიდა აუდიტის განმახორციელებელი სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც უზრუნველყოფს მათი საქმიანობის სრულყოფას, ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერებას, მიზნობრიობის დაცვასა და ეფექტიანობის გაზრდას;

2.  სამსახური მოქმედებს „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის - „ჰარმონიზაციის ცენტრის“ მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიური დოკუმენტების, მეთოდური მითითებების და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად და საქმიანობისას იცავს შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის პროფესიული პრაქტიკის ჩარჩოს სავალდებულო ელემენტებს, შიდა აუდიტორის ეთიკის კოდექსს, შიდა აუდიტის პროფესიული პრაქტიკის ძირითად პრინციპებს და საერთაშორისო სტანდარტებს;

3. სამსახური საქმიანობას წარმართავს დამოუკიდებლობის, კეთილსინდისიერების, ობიექტურობის, პროფესიონალიზმის, კონფიდენციალურობის, კანონიერების, გამჭვირვალობის, ეკონომიურობისა და ეფექტიანობის, სამართლებრივი სახელმწიფოს საქმიანობის სხვა პრინციპების დაცვით;

4. სამსახური თანამშრომლობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან. მოთხოვნის შემთხვევაში, აწვდის მას შესაბამის ინფორმაციას ან/და დოკუმენტაციას და მასთან ურთიერთობას წარმართავს შიდა კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;

5. სამსახური ანგარიშვალდებულია უშუალოდ მერის წინაშე და „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში მოქმედებს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტთან - „ჰარმონიზაციის ცენტრთან“ კოორდინირებულად;

6. სამსახური მერიის სხვა ქვედანაყოფებიდან ფუნქციურად დამოუკიდებელია;

7. სამსახური ფუნქციურად დამოუკიდებელია შიდა აუდიტის დაგეგმვის, განხორციელების და ანგარიშგების პროცესში;

8. სამსახური და აუდიტორი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და მოქმედებს კანონმდებლობის ფარგლებში. დაუშვებელია მის საქმიანობაში მერიის სხვა თანამდებობის პირთა ნებისმიერი ფორმით ჩარევა ან ამ საქმიანობასთან დაკავშირებით მისთვის ანგარიშის მოთხოვნა, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით. აუდიტორის დამოუკიდებლობის ან ობიექტურობის შეზღუდვის საფრთხის დადგომის შემთხვევაში სამსახური გაივლის კონსულტაციას მერთან ან „ჰარმონიზაციის ცენტრთან“;

9. თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის შესწავლისა და ანალიზის საგანი შესაძლებელია იყოს მერიის სისტემაში მიმდინარე ყველა პროცესი და საქმიანობის სფერო. სამსახური არ არის პასუხისმგებელი მერიის სისტემაში პროცედურების ან სისტემის განვითარებასა და განხორციელებაზე და არ მონაწილეობს მერიის სისტემის მიმდინარე საქმიანობაში, მათ შორის, კომისიის/საბჭოს/მართვის ჯგუფის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, გარდა ამ დებულებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობისა და არ ასრულებს სხვა ფუნქციებს გარდა „სახელმწიფო შიდა ფინანსური კოტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ დებულებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობებისა. ამასთან, სხვადასხვა ფორმატის შეხვედრებში შიდა აუდიტის სამსახურის მანდატი საკონსულტაციოა და სამსახურის ხელმძღვანელი/წარმომადგენელი ვალდებულია ნათლად აღნიშნოს ამ შეხვედრებზე თავისი მანდატი და გადაწყვეტილების მიღებაზე მონაწილეობის შეზღუდვა;

10. სამსახურის ძირითადი მიზანია მერიის საქმიანობის გაუმჯობესება ობიექტური და რისკზე დაფუძნებული რწმუნების, კონსულტაციისა და პროფესიული გამოცდილების შედეგად მიღებული ცოდნისა და ხედვების გაზიარების გზით. აღნიშნულის ფარგლებში, სამსახური უზრუნველყოფს მერიისთვის დამოუკიდებელი, ობიექტური, მარწმუნებელი

და საკონსულტაციო მომსახურების გაწევას ოპერაციების გაუმჯობესებისა და

დამატებითი ღირებულების შექმნის მიზნით. შიდა აუდიტი ეხმარება მერიას მისი

მიზნებისა და ამოცანების მიღწევაში, რისთვისაც ის სისტემატიზებული, დისციპლინირებული და ორგანიზებული მიდგომით აფასებს და აუმჯობესებს მერიის რისკის მართვის, კონტროლის და მმართველობითი პროცესების ეფექტიანობას;

11. სამსახურის ამოცანაა მერიის პოლიტიკისა და პროცედურების შესრულების, საკანონმდებლო მოთხოვნებისა და დადგენილი სტანდარტების დაცვის, რესურსების ეკონომიურად, ეფექტიანად და პროდუქტიულად გამოყენების, ამოცანების შესრულებისა და მერიის დასახული მიზნების მიღწევის შეფასება, ეფექტიანობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების გაცემა და მერის ინფორმირება მერიის სისტემაში რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების ადეკვატურობის, ეკონომიურობის, ეფექტიანობის, მოქმედ სტანდარტებთან და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ.


მუხლი 2. სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და ფუნქციები
1. დასახული ამოცანების შესასრულებლად სამსახური ახორციელებს მარწმუნებელ და საკონსულტაციო საქმიანობას შემდეგი მიმართულებებით:

ა) მერიის წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;

ბ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;

გ) მერიის სისტემის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან, არსებულ წესებთან

და მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შეფასება;

დ) მერიის სისტემის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის შეფასება;

ე) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;

ვ) მერიის სისტემის აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება;

ზ) განხორციელებული საქმიანობის შედეგად რეკომენდაციების გაცემა და გაცემული რეკომენდაციების და წინადადებების შესრულების მონიტორინგი;

თ) სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს მერიის ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელმწიფო შიდა ფინანსური

კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობისა და ობიექტურობის პრინციპებს.

2. მარწმუნებელი საქმიანობა ხორციელდება შიდა აუდიტორული შემოწმების სახით და მოიცავს დაწესებულების რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების დამოუკიდებელი შეფასების მიზნით მტკიცებულებების ობიექტურ შესწავლას. მარწმუნებელი საქმიანობის ხასიათი, მასშტაბი, აუდიტის ობიექტები, შემოწმების სიხშირე, დრო/პერიოდი, ანგარიშის შინაარსი და შიდა აუდიტის განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება სამსახურის მიერ;

3. საკონსულტაციო საქმიანობა წარმოადგენს მომსახურებას, რომლის ხასიათი და მასშტაბი შეთანხმებულია ობიექტთან და რომელიც ემსახურება დაწესებულების რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების გაუმჯობესებასა და დამატებითი ღირებულების შექმნას, შიდა აუდიტორის მიერ მენეჯერული პასუხისმგებლობის აღების გარეშე. საკონსულტაციო მომსახურება მოიცავს კონსულტაციის გაწევას, რჩევის მიცემას, ტრენინგს, ფასილიტაციას;

4. სამსახურს უფლება აქვს განახორციელოს მარწმუნებელი საქმიანობა იმ სფეროში, რომელზეც მანამდე გაწეული აქვს საკონსულტაციო საქმიანობა იმ პირობით, რომ საკონსულტაციო საქმიანობის ხასიათი საფრთხეს არ შეუქმნის ობიექტურობის დაცვას;

5. საკონსულტაციო საქმიანობის გაწევამდე სამსახური უნდა შეთანხმდეს ობიექტთან მომსახურების მიზნებზე, მასშტაბზე, პასუხისმგებლობებზე და სხვა საკითხებზე, საკონსულტაციო საქმიანობის პროცედურების შესაბამისად.


მუხლი 3. შიდა აუდიტის სამსახურის უფლებები 
1. სამსახურის უფლებამოსილება ვრცელდება მერიის მთელ სისტემაზე - მერიის სტრუქტურული ერთეულები და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირები. ამასთანავე, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში შესწავლისა და ანალიზის საგანი შესაძლებელია გახდეს მერიის სისტემაში მიმდინარე ყველა პროცესი და საქმიანობის სფერო;

2. სამსახური უფლებამოსილია: 

ა) მერიის სისტემაში რისკების შეფასებაზე დაფუძნებული შიდა აუდიტის სტრატეგიული და წლიური გეგმების საფუძველზე განახორციელოს შიდა აუდიტორული შემოწმება აუდიტის შემდეგი სახეების გამოყენებით: სისტემური აუდიტი, შესაბამისობის აუდიტი, ეფექტიანობის აუდიტი, ფინანსური აუდიტი და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი;

ბ) განახორციელოს საკონსულტაციო საქმიანობა საერთაშორისო სტანდარტებისა და

საკონსულტაციო საქმიანობის პროცედურების შესაბამისად;

გ) მიმდინარე აუდიტორული შემოწმების ან შესწავლა ანალიზის პროცესში შეუზღუდავად, როგორც წერილობითი, ასევე ზეპირი ფორმით, მოითხოვოს და მიიღოს მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირებიდან მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია და დოკუმენტი და ხელი მიუწვდებოდეს მონაცემთა ბაზებზე, მიუხედავად მათი ფორმისა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ასევე მიიღოს მერიის სისტემის ნებისმიერი თანამშრომლისაგან შესაბამისი ინფორმაცია ან განმარტება, როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით, ამასთან გასაუბრებაზე გამოიძახოს ნებისმიერი თანამშრომელი შესაბამისი ინფორმაციის და ახსნა-განმარტების მიღების მიზნით;

დ) შიდა აუდიტორული შემოწმების ჩატარების, რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის და საკონსულტაციო საქმიანობის განხორციელების მიზნით, მის მოსამსახურეებს ჰქონდეთ შეუზღუდავი დაშვება მერიის სისტემის ყველა ობიექტზე, ყველა საქმიანობასა და დოკუმენტაციასთან, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვების გარდა;

ე) აუდიტის ობიექტებისგან გამოითხოვოს გაცემული რეკომენდაციების დროული შესრულების შესახებ ინფორმაცია, ვინაიდან ისინი წარმოადგენენ მერიაში მიმდინარე პროცესების რისკის მფლობელებს და კონტროლის ღონისძიებებზე პასუხისმგებელ ერთეულებს;

ვ) მიმართოს მერს ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვის შემთხვევაში;

ზ) მოითხოვოს დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა კანონმდებლობის მოთხოვნის ფარგლებში, გადაიღოს დოკუმენტის ასლები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისა;

თ) განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი კონსულტაციებისათვის მოიწვიოს მერიის სისტემის მოხელეები, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში დადგენილი წესის შესაბამისად მოითხოვოს შესაბამისი სპეციალისტების მოწვევა, ექსპერტიზის ან/და სხვა სახის კვლევების ჩატარების დაკვეთა;

3. მერიის სისტემის თანამშრომლები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, სათანადო დახმარება გაუწიონ შიდა აუდიტორს შიდა აუდიტორული შემოწმებისა და საკონსულტაციო საქმიანობის განხორციელების პროცესში;

4. სამსახური ვალდებულია: 

ა) დაიცვას შიდა აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტის მეთოდოლოგია, შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის პროფესიული პრაქტიკის ჩარჩოს სავალდებულო ელემენტები, მათ შორის, შიდა აუდიტის პროფესიული პრაქტიკის ძირითადი პრინციპები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის პროფესიული პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტები და შიდა აუდიტის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები;

 ბ) შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს აუდიტორული შემოწმების

 ინდივიდუალური გეგმა „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“

 საქართველოს კანონის შესაბამისად;

გ) უზრუნველყოს შიდა აუდიტის ობიექტის პერსონალური მონაცემების, სახელმწიფო, სამსახურებრივი და კომერციული საიდუმლოების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შიდა აუდიტორული შემოწმების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით;

დ) მერის თანხმობის გარეშე არ გახადოს საჯარო შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა


მუხლი 4. შიდა აუდიტის სამსახურის ხელძღვანელობა და მოვალეობები
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე

 ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი;

2. სამსახურის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია უშუალოდ მერის წინაშე;

3. სამსახურის ხელმძღვანელი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) წარმოადგენს სამსახურს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების

განხორციელებისას;

ბ) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;

გ) აძლევს მითითებებს და დავალებებს სამსახურის მოხელეებს;

დ) ზედამხედველობს სამსახურის მოხელეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ მერიის შინაგანაწესის და მერიაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების შესრულების კონტროლს;

ე) ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს;

ვ) შეიმუშავებს და მერს დასამტკიცებლად წარუდგენს შიდა აუდიტის

სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს;

ზ) შეიმუშავებს და ამტკიცებს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალურ გეგმას, რომელიც განსაზღვრავს შიდა აუდიტის მოქმედების სფეროს, ამოცანებს, ხანგრძლივობას, რესურსების განაწილებას, შიდა აუდიტის განხორციელების მეთოდებს, ფარგლებს, აუდიტის სახეს და სხვა;

თ) შეიმუშავებს და ამტკიცებს სამსახურის მარწმუნებელი და საკონსულტაციო საქმიანობის გაწევასთან დაკავშირებულ პროცედურებს;

ი) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებაზე და სამსახურის მიერ შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის გამოყენებაზე;

კ) შიდა აუდიტორული შემოწმების პროცესში დანაშაულის/გადაცდომის ნიშნების აღმოჩენის

შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობებს მერს შემდგომი რეაგირების მიზნით;

ლ) შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგენს შიდა აუდიტორული შემოწმების ანგარიშის პროექტს და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას საკუთარი მოსაზრებისა და რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმის წარმოსადგენად;

მ) მერს წარუდგენს საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშსა და რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმას;

1) მერს წარუდგენს შესაბამის მოხსენებას/ანგარიშს იმ შემთხვევაში, თუ აუდიტორული საქმიანობის შედეგად დადგინდა, რომ აუდიტის ობიექტებთან განხილვების მიუხედავად არ განხორციელდა გაცემული რეკომენდაციები და არ მოხდა რისკის სასურველ დონემდე შემცირება;

2) უზრუნველყოფს საკონსულტაციო საქმიანობის განხორციელებას შემუშავებული პროცედურის შესაბამისად;

ნ) თანამშრომლობს „ჰარმონიზაციის ცენტრთან“ და მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის მას შესაბამის დოკუმენტაციასა და ინფორმაციას;

ო) სამსახურის საქმიანობის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოვლენის მიზნით შეიმუშავებს შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამას და უზრუნველყოფს მის  განხორციელებას, რომელიც მოიცავს შიდა აუდიტის ყველა ასპექტის შეფასებას, კერძოდ  სამსახურის საქმიანობის სტანდარტებთან შესაბამისობას, ეფექტიანობას და პროდუქტიულობას, შიდა აუდიტორების მიერ შიდა აუდიტორთა საქმიანობის ეთიკის  კოდექსის დაცვას;

პ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის ოპტიმიზაციის, სამსახურის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ჟ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც  აუცილებელია სამსახურის ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;

რ) შუამდგომლობს სამსახურის მოხელეების კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;

ს) უზრუნველყოფს კონტროლს სამსახურის ამოცანებისა და კომპეტენციაში შემავალი  საკითხების შესრულებაზე;

ტ) ითვალისწინებს „ჰარმონიზაციის ცენტრის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის  ფარგლებში გაცემულ შესაბამის რეკომენდაციებსა და მითითებებს;

უ) ახორციელებს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და მერის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს;

4. აუდიტორულ შემოწმებებს (სისტემური აუდიტი, შესაბამისობის აუდიტი, ეფექტიანობის აუდიტი, ფინანსური აუდიტი და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი), გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს და საკონსულტაციო საქმიანობას ახორციელებენ სამსახურის აუდიტორები, არსებული პროცედურებისა და მეთოდოლოგიის შესაბამისად;

5. სამსახურს აქვს საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობები, რომელთა    სამუშაო აღწერილობებს და უფლებამოსილებას განსაზღვრავს სამსახურის  ხელმძღვანელი;

6. სამსახურის მოხელე პასუხისმგებელია დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებაზე.


მუხლი 5. სამსახურის საქმიანობის დაგეგმვა და ანგარიშგება
1.  სამსახურის საქმიანობა ხორციელდება რისკის შეფასებაზე დაფუძნებული შიდა  აუდიტის სტრატეგიული გეგმის საფუძველზე. შიდა აუდიტის სტრატეგიული გეგმა გამომდინარეობს მერიის გრძელვადიანი მიზნებიდან, მოიცავს სამწლიან პერიოდს და განსაზღვრავს შიდა აუდიტის სფეროში სტრატეგიული განვითარების მიმართულებებს;

2. შიდა აუდიტის სტრატეგიული გეგმის საფუძველზე, შიდა აუდიტის სამსახურის  ხელმძღვანელი შეიმუშავებს შიდა აუდიტის წლიურ სამოქმედო გეგმას, რომელიც ასახავს კონკრეტულ შიდა აუდიტორულ შემოწმებებს და საკონსულტაციო საქმიანობის ჩამონათვალს;

3. შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს ამტკიცებს მერი;

4. თითოეული შიდა აუდიტორული შემოწმება ხორციელდება ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად, რომელიც განსაზღვრავს შიდა აუდიტის მოქმედების სფეროს, ამოცანებს, ხანგრძლივობას, რესურსების განაწილებას, შიდა აუდიტის განხორციელების მეთოდებს, ფარგლებს, აუდიტის სახეს და სხვა;

5. შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელების შედეგად სამსახური ადგენს შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტს და უგზავნის შიდა აუდიტის ობიექტს იმ მიზნით, რომ მან სამსახურის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრება ანგარიშში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით  და რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა, რაც აისახება საბოლოო ანგარიშში;

6. შიდა აუდიტის ობიექტი საპასუხო წერილს და რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმას უგზავნის სამსახურის ხელმძღვანელს;

7. შიდა აუდიტის ობიექტის მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვადის გაშვების შემთხვევაში, შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი ჩაითვლება საბოლოოდ და მასში ასახული მიგნებები და რეკომენდაციები შეთანხმებულად;

8. შიდა აუდიტის ობიექტის მოსაზრების მიღების შემდეგ სამსახურის ხელმძღვანელი საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშს, შიდა აუდიტის ობიექტის მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმასთან ერთად, წარუდგენს მერს;

9. თუ შიდა აუდიტის სამსახური და შიდა აუდიტის ობიექტი ვერ თანხმდებიან საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშში ასახულ რეკომენდაციებზე, შიდა აუდიტის სამსახური შეუთანხმებელ რეკომენდაციებს შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად უგზავნის მერს, რომელიც გონივრულ ვადაში იღებს გადაწყვეტილებას;

10. შიდა აუდიტის ობიექტის ხელმძღვანელი პასუხისმგებელია შიდა აუდიტორულ ანგარიშში ასახული რეკომენდაციების შესრულებაზე და მათ შესრულებასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე;

11. საკონსულტაციო საქმიანობის დაგეგმვას, განხორციელებას, ასევე საჭიროების შემთხვევაში ანგარიშგებასა და მონიტორინგს, სამსახური უზრუნველყოფს საკონსულტაციო საქმიანობის პროცედურების შესაბამისად;

12. სამსახურის ხელმძღვანელი მერს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე, ხოლო მისი მოთხოვნის შემთხვევაში მიმდინარე ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

13. სამსახურის ხელმძღვანელი ყოველწლიურ ანგარიშში მერს წარუდგენს შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფის და გაუმჯობესების პროგრამის შესახებ ინფორმაციას, მათ შორის, ინფორმაციას შიდა (მიმდინარე და პერიოდული) და გარე შეფასების შედეგებზე, რომელიც ჩატარდება სულ ცოტა ყოველ 5 წელიწადში ერთხელ კვალიფიციური, დამოუკიდებელი შემფასებლის ან შემფასებელთა გარე ჯგუფის მიერ;

14. შიდა აუდიტის წლიურ ანგარიშს სამსახურის ხელმძღვანელი ასევე წარუდგენს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტს - „ჰარმონიზაციის ცენტრს“.


მუხლი 6. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის ხელმძღვანელისა და მოხელეებისაგან;

2. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების წესი განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის ხელმძღვანელი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განსაზღვრულია მერიის დებულებით და სამსახურის ხელმძღვანელის სამუშაოთა აღწერილობით; ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით სამსახურის ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე;

4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების წესი განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.


მუხლი 7. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება
1. სამსახურის მოხელე არ მონაწილეობს შიდა აუდიტორულ შემოწმებაში, თუ გამოვლინდა ინტერესთა კონფლიქტის ერთ-ერთი შემდეგი შემთხვევა:

ა) სამსახურის მოხელე შესამოწმებელ პერიოდში მუშაობდა შიდა აუდიტის ობიექტში;

ბ) სამსახურის მოხელის პირველი და მეორე რიგის მემკვიდრეებს ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკავიათ ან შესამოწმებელ პერიოდში ეკავათ ხელმძღვანელი თანამდებობები შიდა აუდიტის ობიექტში;

გ) ინტერესთა კონფლიქტის სხვა შემთხვევა, რომელსაც აფასებს სამსახურის  ხელმძღვანელი;

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას, სამსახურის მოხელე ვალდებულია განაცხადოს თვითაცილების შესახებ;

3. სამსახურის მოხელის შიდა აუდიტორული შემოწმების პროცესიდან აცილების საკითხს, კანონმდებლობის საფუძველზე წყვეტს სამსახურის ხელმძღვანელი, ხოლო სამსახურის ხელმძღვანელის აცილების საკითხს - მერი;

4. სამსახური ვალდებულია ყოველი აუდიტორული შემოწმების დაწყების წინ შეადგინოს დოკუმენტი ინტერესთა შეუთავსებლობის არარსებობის დადასტურების შესახებ.