ადმინისტრაციული ორგანოს სარგებლობაში არსებული შენობების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ

ადმინისტრაციული ორგანოს სარგებლობაში არსებული შენობების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1-1/335
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 03/08/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/08/2022
სარეგისტრაციო კოდი 300010000.22.024.016756
1-1/335
03/08/2022
ვებგვერდი, 05/08/2022
300010000.22.024.016756
ადმინისტრაციული ორგანოს სარგებლობაში არსებული შენობების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/335

2022 წლის 3 აგვისტო

ქ. თბილისი

 

ადმინისტრაციული ორგანოს სარგებლობაში არსებული შენობების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის, „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტისა და "საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის "ა" და "ო" ქვეპუნქტების საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
1) დამტკიცდეს თანდართული „ადმინისტრაციული ორგანოს სარგებლობაში არსებული შენობების რეესტრის წარმოების წესი“.

2) შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებს ეთხოვოთ, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რეესტრში შესატანი მონაცემების შესახებ ინფორმაციის წარდგენაზე პასუხისმგებელი პირის განსაზღვრა.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრილევან დავითაშვილი