„კავშირგაბმულობის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„კავშირგაბმულობის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 953
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/10/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 44, 11/11/1997
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
953
16/10/1997
პარლამენტის უწყებანი, 44, 11/11/1997
000000000.00(0).000.000000
„კავშირგაბმულობის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„კავშირგაბმულობის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. კავშირგაბმულობის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 12 ოქტომბრის კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994 წ; №№21-22, მუხ. 448) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. კანონის სათაურსა და ტექსტში სიტყვები საქართველოს რესპუბლიკა“ და რესპუბლიკა“ შეიცვალოს სიტყვით საქართველო“, სიტყვები კავშირგაბმულობის შესახებ“   სიტყვებით „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“, სიტყვები კავშირგაბმულობის სფეროში“ – სიტყვებით კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში“, ხოლო სიტყვები საქართველოს კავშირგაბმულობის სამინისტრო“ – სიტყვებითსაქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრო“.

2. თუ მუხლი შედგება რამდენიმე აბზაცისაგან, ისინი დაინომროს თანამიმდევრულად არაბული ციფრებით, პუნქტებად, ხოლო პუნქტების აბზაცების თანამიმდევრობა აღინიშნოს ანბანის მიხედვით და ჩაითვალოს ქვეპუნქტებად.

3. პრეამბულაში სიტყვები სარგებლობისა და განკარგვის“ შეიცვალოს სიტყვით სარგებლობის“.

4. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ეს კანონი განსაზღვრავს ურთიერთობას სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს, სამეურნეო სუბიექტებს, სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის კავშირგაბმულობის სფეროში მომსახურებისა და საქმიანობისას“.

„5. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საქართველოს კანონმდებლობა კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს დებულებისა და სხვა ნორმატიული აქტებისაგან“.

6. მე-4 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვები საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ უფლებამოსილი კავშირგაბმულობის მართვის სახელმწიფო ორგანო“ შეიცვალოს სიტყვებით საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულება“, მეორე წინადადება ამოღებულ იქნეს, ხოლო მესამე წინადადებაში სიტყვა აყალიბებს“ შეიცვალოს სიტყვით შეიმუშავებს“.

7. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვებიმინისტრთა კაბინეტი“ შეიცვალოს სიტყვით პრეზიდენტი“.

8. მე-10 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს სახელმწიფო საწარმოების პრივატიზება ხორციელდება „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე.

9. მე-11 მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვებიმეურნეობის განვითარების“.

10. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. კავშირგაბმულობის შენობებისა და ნაგებობების, კავშირგაბმულობის კომუნიკაციების, ქსელებისა და სისტემების განსათავსებლად გამოიყოფა მიწები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

11. მე-13 მუხლის სათაურში სიტყვა კავშირგაბმულობაში“ შეიცვალოს სიტყვებით კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში“.

12. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის სახელმწიფო მომსახურების ტარიფებსა და ანგარიშსწორების წესს ადგენს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებით, არსებული წესების შესაბამისად.

13. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები მინისტრთა კაბინეტი“ შეიცვალოს სიტყვებით კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრო აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა შესაბამის დაწესებულებებთან შეთანხმებით“, ხოლო სიტყვებიდა ამტკიცებს“ ამოღებულ იქნეს“; ამავე მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვებიმინისტრთა კაბინეტი“ შეიცვალოს სიტყვებით კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრო“.

14. მე-17 მუხლის მე-4 პუნქტში სიტყვები წესს განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი“ შეიცვალოს სიტყვებით წესი განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად“.

15. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვა აგრეთვე“ შეიცვალოს სიტყვებით „ზედამხედველობას უწევს და“.

16. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები მინისტრთა კაბინეტის მიერ უფლებამოსილი ორგანო“ შეიცვალოს სიტყვებითკავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრო დადგენილი წესით“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

საქართველოს პრეზიდენტი

ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1997 წლის 16 ოქტომბერი.

N953-Iს