დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 ნოემბრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 26 |
| დოკუმენტის მიმღები | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/08/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/08/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.113.016475 |
|
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 ნოემბრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ“ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნას ცვლილება ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 ნოემბრის N1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05/12/2017 სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.113.016298) და დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-16 მუხლის მე-3 – 6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. საკრებულოს თითოეული წევრის მოვალეობების ამსახველი საოქმო ჩანაწერების აღრიცხვას აწარმოებს საკრებულოს აპარატის უფროსი წინა თვის 21 რიცხვიდან მიმდინარე თვის 20 რიცხვის ჩათვლით (თუ რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს - მომდევნო სამუშაო დღის) და ერთიანი მოხსენებითი ბარათის სახით წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს. 4. საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს აპარატის უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე ყოველი თვის არაუგვიანეს 23 რიცხვისა (თუ რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს - მომდევნო სამუშაო დღის) გამოსცემს ბრძანებას საკრებულოს თითოეული წევრისთვის კონკრეტული მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯის ანაზღაურების ოდენობის შესახებ. 5. საკრებულოს წევრის მიერ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა თვეში განისაზღვრება საკრებულოს განკარგულებით. 6. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ყოველთვიურად, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესითა და საკრებულოს თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, საკრებულოს წევრის მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას უზრუნველყოფს, როგორც წესი, მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დარიცხვასთან ერთად.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2022 წლის 1 აგვისტოდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები