დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საგადასახადო კოდექსითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით დღგ-სგან გათავისუფლებულ ცალკეულ საქონელზე სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა-სერთიფიკაციის შემოღების თაობაზე“ საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2002 წლის 10 მაისის №225 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 169 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 03/04/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 35, 18/04/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.250.000.11.114.005.772 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.11.114.005.772
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №169
2003 წლის აპრილი
ქ. თბილისი
„საგადასახადო კოდექსითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით დღგ-საგან გათავისუფლებულ ცალკეულ საქონელზე სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა – სერტიფიკატის შემოღების თაობაზე” საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2002 წლის 10 მაისის №225 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ” და „დ” ქვეპუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის №567 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ბათილად იქნეს ცნობილი „საგადასახადო კოდექსითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით დღგ-საგან გათავისუფლებულ ცალკეულ საქონელზე სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა – სერტიფიკატის შემოღების თაობაზე” საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2002 წლის 10 მაისის №225 ბრძანება.
2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. გოგიაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები