დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,წიაღით სარგებლობის ობიექტების“ პირველაღმოჩენათა წოდების მიმნიჭებელ საუწყებათაშორისო კომისიის მიერ წარმოდგენილი თანდართული დიპლომის ნიმუშის დამტკიცების შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე |
| მიღების თარიღი | 01/04/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 33, 14/04/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 380.090.000.12.202.005.765 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 380.090.000.12.202.005.765
საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის
(საქგეოლოგია) თავმჯდომარის ბრძანება №7
2003 წლის 1 აპრილი
ქ. თბილისი
„წიაღით სარგებლობის ობიექტების” პირველაღმომჩენთა წოდების მიმნიჭებელი საუწებათაშორისო კომისიის მიერ წარმოდგენილი თანდართული დიპლომის ნიმუშის დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 იანვრის №12 ბრძანებულების თანახმად, „საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტთან არსებული წიაღით სარგებლობის ობიექტების პირველაღმომჩენთა წოდების მიმნიჭებელი საუწყებათაშორისო კომისიის შესახებ” კომისიის მიერ შემუშავებული იქნა „საბადოს პირველაღმომჩენის” დიპლომის ნიმუში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „წიაღით სარგებლობის ობიექტების” პირველაღმომჩენთა წოდების მიმნიჭებელი საუწებათაშორისო კომისიის მიერ წარმოდგენილი თანდართული დიპლომის ნიმუში.
2. „წიაღით სარგებლობის ობიექტების” პირველაღმომჩენთა წოდების მიმნიჭებელმა საუწყებათაშორისო კომისიამ, საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, გასცეს „საბადოს პირველაღმომჩენის დიპლომი”.
3. ბრძანება ძალაში შევიდეს მისი ოფიციალურად გამოქვეყნებისთანავე.
მოვალეობის შემსრულებელი დ. ბერძენიშვილი

უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები