დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ნარჩენი ზეთების მართვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №327 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 409 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 01/08/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/08/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 340170000.10.003.023620 |
|
„ნარჩენი ზეთების მართვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №327 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ნარჩენი ზეთების მართვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №327 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/05/2020, 340170000.10.003.022040) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ეს ტექნიკური რეგლამენტი არ ვრცელდება ფიზიკური პირის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) მიერ შემოტანილ ზეთებზე.“. 2. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი ვალდებულია, მგვ-ის ორგანიზაციის წევრის თანხმობის შემთხვევაში, ექვს თვეში ერთხელ (1 აგვისტომდე და 1 თებერვლამდე) სამინისტროს მიაწოდოს ინფორმაცია (მათ შორის, ელექტრონულად) მგვ-ის ორგანიზაციის წევრის მიერ იმპორტირებული ზეთების რაოდენობის (წონა, სახეობების მიხედვით ტონებში) შესახებ.“. 3. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები: „21. ზეთების მწარმოებელს უფლება აქვს, ბაზარზე განათავსოს ან განახორციელოს ზეთების იმპორტი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი არის მგვ-ის ორგანიზაციის წევრი. 22. სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი ვალდებულია, მოსთხოვოს მწარმოებელს მგვ-ის შესაბამისობის სქემაში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, საქონლის იმპორტისას. მგვ-ის შესაბამისობის სქემაში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია სსიპ – შემოსავლების სამსახურისათვის წარდგენილად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ მგვ-ის შესაბამისობის სქემაში პირის მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია ასახულია სსიპ – შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში.“. 4. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ექვს თვეში ერთხელ (1 აგვისტომდე და 1 თებერვლამდე) წარუდგინოს (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის მიერ გაცემულია თანხმობა ინფორმაციის მიწოდებაზე ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად) სამინისტროს სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ დადასტურებული ინფორმაცია მის მიერ იმპორტირებული ზეთების რაოდენობის (წონა, სახეობების მიხედვით ტონებში) შესახებ, მგვ-ის რეესტრის საშუალებით (ელექტრონულად).“.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები