„2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 403
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/08/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/08/2022
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.023614
403
01/08/2022
ვებგვერდი, 03/08/2022
470000000.10.003.023614
„2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №403

2022 წლის 1 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის №4 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/01/2022, 470000000.10.003.023211) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“:

1. დანართ №6-ის („ტუბერკულოზის მართვა“, პროგრამული კოდი:  27 03 02 06) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 15,200.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

ამბულატორიული მომსახურება (მათ შორის, პენიტენციურ დაწესებულებებში ტუბსაწინააღმდეგო ამბულატორიული ღონისძიებების დაფინანსება − 12 600 ლარი თვეში)

2,924.4

2

ლაბორატორიული კონტროლი და ნახველისა და სხვა საკვლევი მასალის ლოგისტიკა (მ. შ., სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ ლაბორატორიებისათვის პროგრამის მე-3 მუხლის „გ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის შესყიდვა − არაუმეტეს 914,0 ათასი ლარისა)

2,000.0

3

სტაციონარული მომსახურება

7,200.0

4

პენიტენციური დაწესებულებებისათვის ტუბერკულოზის მართვისთვის მედიკამენტების, სხვა სახარჯი და დამხმარე მასალების შესყიდვა

37.8

5

ტუბერკულოზის პროგრამის რეგიონული მართვა და მონიტორინგი

37.8

6

ტუბერკულოზის სამკურნალო პირველი რიგის მედიკამენტების სრულად და მეორე რიგის მედიკამენტების სრული ღირებულების არაუმეტეს 80%-ის შესყიდვა

2,500.0

7

სენსიტიური და რეზისტენტული ფორმის ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობაზე დამყოლობის გაუმჯობესების მიზნით, რეზისტენტული ფორმის ტუბერკულოზით დაავადებულთა სრულად და სენსიტიური ფორმის ტუბერკულოზით დაავადებულთა არაუმეტეს 50%-ის ოდენობით ფულადი წახალისების დაფინანსება

500.0

 

სულ:

15,200.0

                                                                                                                                                                                                .“.

2. დანართ №11-ის („ფსიქიკური ჯანმრთელობა“, პროგრამული კოდი: 27 03 03 01):

ა) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 35,000.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

სათემო ამბულატორიული მომსახურება

8,953.7

2

ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია

132.3

3

ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობა

151.0

4

ფსიქიატრიული კრიზისული ინტერვენციის სამსახური მოზრდილთათვის

662.3

5

თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის მომსახურება

3,068.2

6

ფსიქიკური აშლილობის მქონე მოზრდილთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურება

 18,133.3

7

ფსიქიკური აშლილობის მქონე ბავშვთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურება

1,156.4

8

ფსიქიკური დარღვევების მქონე შშმ პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფის კომპონენტი

1,700.5

9

ასერტული მკურნალობის კომპონენტის თანადაფინანსება

84.0

10

საცხოვრისების განვითარება

958.3

 

სულ:

35,000.0

                                                                                                                                                                                                   .“;

ბ) დანართ №11.9 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №11.9

მოზრდილთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურების თვის ბიუჯეტი, მიმწოდებლის მიხედვით

 

ქალაქი/რეგიონი

დაწესებულება

თვის ბიუჯეტი (ლარი)

1

ქ. თბილისი

შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“

161,250

2

ქ. თბილისი

შპს „№5 კლინიკური საავადმყოფო“

61,540

3

იმერეთის რეგიონი

შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“

37,400

4

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა

შპს „ბათუმის სამედიცინო ცენტრი“

192,900

5

ქ. თბილისი

შპს „ქალაქ თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“

247,200

6

ქვემო ქართლის რეგიონი

შპს „რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“

40,500

7

იმერეთის რეგიონი

შპს „აკად. ბ. ნანეიშვილის სახ. ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“

570,900

8

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი

შპს „სენაკის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“

23,050

9

ქვემო ქართლის რეგიონი

შპს „აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“

102,000

10

იმერეთის რეგიონი

შპს „იმერმედი – იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრი (თერჯოლამედი)“

30,500

11

იმერეთის რეგიონი

შპს „ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფო“

7,200

12

იმერეთის რეგიონი

შპს „საქართველოს ადიქტოლოგიის სამედიცინო კორპორაცია სასკ“ (2022 წლის 1 აგვისტოდან)

14,400

                                                                                                                                                                                               .“.

3. დანართ №12-ის („დიაბეტის მართვა“, პროგრამული კოდი: 27 03 03 02) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 22,000.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა მომსახურება

2,200.0

2

სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემებით და სენსორებით უზრუნველყოფა

5,400.0

3

 სპეციალიზებული ამბულატორიული დახმარება

810.0

4

 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა

13,056.0

5

უშაქრო დიაბეტით დაავადებულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა

300.0

6

სპეციალურ სამკურნალო საშუალებათა ტრანსპორტირების, შენახვისა და გაცემის ხარჯები

234.0

 

სულ

22,000.0

                                                                                                                                                                                             .“.

4. დანართ №14-ის („დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია“, პროგრამული კოდი: 27 03 03 04) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 50,759.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

ჰემოდიალიზით უზრუნველყოფა

18,981.0

2

პერიტონეული დიალიზით უზრუნველყოფა

133.0

3

ჰემო და პერიტონეული დიალიზისათვის საჭირო სადიალიზე საშუალებების, მასალისა და მედიკამენტების შესყიდვა და მიწოდება

29,347.4

4

თირკმლის ტრანსპლანტაცია

700.0

5

ტრანსპლანტაციის საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირების უზრუნველყოფა

41.6

6

ორგანოგადანერგილთა იმუნოსუპრესული მედიკამენტებით უზრუნველყოფა

1,520.0

7

სამკურნალო საშუალებათა ტრანსპორტირება, შენახვა და გაცემა

36.0

 

სულ:

50,759.0

                                                                                                                                                                                             .“.

5 . დანართ №16-ის („იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა“, პროგრამული კოდი: 27 03 03 06):

ა) მე-3 მუხლის „დ.ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ.ლ1“ ქვეპუნქტი:

„დ.ლ1) 18-იდან 60 წლის ასაკის ჩათვლით გაფანტული სკლეროზით დაავადებულთათვის (გარდა ქ, თბილისსა და აჭარის ა/რ-ში რეგისტრირებული პირებისა) სპეციფიკური მამოდიფიცირებელი მედიკამენტების შესყიდვა;“;

ბ) მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პროგრამის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.დ“, „დ.ე“, „დ.ვ“, „დ.ზ“, „დ.თ“, „დ.ი“, „დ.კ“, „დ.ლ“ და „დ.ლ1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შესყიდული საქონლის ვაუჩერის მფლობელი უფლებამოსილია, კუთვნილი სპეციფიკური მედიკამენტები და/ან საკვები დანამატი მიიღოს ამავე პროგრამის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის „დ.მ“ ქვეპუნქტის მიმწოდებლისაგან.“;

გ) მე-9 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პროგრამის განმახორციელებელი მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.დ“, „დ.ე“, „დ.ვ“, „დ.ზ“, „დ.თ“, „დ.ი“, „დ.კ,“ „დ.ლ“ და „დ.ლ1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეების შესახებ ინფორმაციას წინასწარ დადგენილი ფორმით (ელექტრონული ონლაინსისტემის საშუალებით) აწვდის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის „დ.მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მომსახურების მიმწოდებელს.

5. პროგრამის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.დ“ „დ.ე“, „დ.ვ“, „დ.ზ“, „დ.თ“, „დ.ი“, „დ.კ“, „დ.ლ“ და „დ.ლ1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სპეციფიკური მედიკამენტების ხარჯვის ზედამხედველობა მოიცავს მედიკამენტების გაცემაზე პასუხისმგებელი მიმწოდებლის მიერ შესაბამისი განმახორციელებლისათვის დადგენილი ფორმით მედიკამენტების ბრუნვის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.“.

6 . დანართ №18-ის („რეფერალური მომსახურება“, პროგრამული კოდი: 27 03 03 08) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 50,142.6 ათასი ლარით, მათ შორის:

ა) სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების, კონფლიქტურ რეგიონებში დაზარალებულ მოქალაქეთა და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა შემთხვევების დროს მოსახლეობის სამედიცინო დახმარების კომპონენტი – 48,224.4 ათასი ლარით;

ბ) ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სამედიცინო დაზღვევის კომპონენტი – 5.0 ათასი ლარით;

გ) ფილტვის ქრონიკული დაავადებების რეაბილიტაციის კომპონენტი – 1,843.2 ათასი ლარით;

დ) კოხლეარული იმპლანტის მქონე ბენეფიციარების რეაბილიტაციის კომპონენტი – 70.0 ათასი ლარით.“.

7. დანართ №20-ის („ახალი კორონავირუსული დაავადების  COVID-19-ის მართვა, პროგრამული კოდი: 27 03 03 10 01):

ა) მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის „გ.თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.თ) COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების ბინაზე დისტანციურ მართვას – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მსუბუქი შემთხვევების მართვა ბინაზე“ – კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტის (პროტოკოლის) შესაბამისად (2022 წლის 1 თებერვლიდან);“;

ბ) მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. განმახორციელებელი უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-2 პუნქტის ფარგლებში ვადაგადაცილებით წარდგენილი დოკუმენტაცია განიხილოს შემდეგი თვის დოკუმენტაციასთან ერთად, დადგენილი წესით. ამასთანავე, ამ მუხლის მე-2 პუნქტის ფარგლებში, გარდა მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ და „გ“ ქვეპუნქტის „გ.თ“ ქვეპუნქტებისა, ვადაგადაცილებით წარდგენილი დოკუმენტები არ განიხილება, თუ პროგრამით განსაზღვრული პირობებით გაწეული მომსახურების დასრულებიდან გასულია 3 საანგარიშგებო თვეზე მეტი. ამასთანავე, მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის ფარგლებში ვადაგადაცილებით წარდგენილი დოკუმენტები არ განიხილება, თუ პროგრამით განსაზღვრული პირობებით გაწეული მომსახურების დასრულებიდან გასულია 4 საანგარიშგებო თვეზე მეტი. ხოლო „მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის „გ.თ“ ქვეპუნქტის ფარგლებში ვადაგადაცილებით წარდგენილი დოკუმენტები არ განიხილება, თუ პროგრამით განსაზღვრული პირობებით 2022 წლის თებერვალი – აპრილის თვეებში გაწეული მომსახურების დასრულებიდან გასულია 6 საანგარიშგებო თვეზე მეტი, ხოლო შემდეგ თვეებში გაწეული მომსახურებიდან გასულია 3 საანგარიშგებო თვეზე მეტი.“.

 

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი