ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ „ჩოხროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ „ჩოხროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/08/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/08/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 07/09/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.107.016404
4
01/08/2022
ვებგვერდი, 03/08/2022
010250040.35.107.016404
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ „ჩოხროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
 

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2022 წლის 1 აგვისტო

ქ. ჩხოროწყუ

 

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ „ჩოხროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №7 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/07/2014წ. სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.107.016129) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის  მე-18 მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს 51 და 52 პუნქტები:

„51.  საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზედამხედველობს საფინანსო-საბიუჯეტო და ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიების მუშაობას, საჭიროების  შემთხვევაში გასცემს რეკომენდაციებს.

52. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები კოორდინაციას უწევენ სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის, სოციალურ  საკითხთა  და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიების მუშაობას.“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 116-ე მუხლს დაემატოს  შემდეგი შინაარსის 1161 მუხლი.

„მუხლი 1161. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის  მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის წარმოდგენის წესი.

1. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია  ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამის  კომისიას წარუდგინოს წელიწადში ერთხელ ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ.

2. კომისია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით იღებს რეკომენდაციას, წინადადებებს, დასკვნას, რომელსაც შემუშავების შემდეგ წარუდგენს საკრებულოს ბიუროს.

3. საკრებულოს კომისიის ან ბიუროს გადაწყვეტილებით მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ანგარიში განიხილება საკრებულოს სხდომაზე, საკრებულო აფასებს მათ მიერ გაწეულ საქმიანობას და საჭიროების შემთხვევაში გასცემს რეკომენდაციებს.

4. კომისიის ან/და ბიუროს მოთხოვნით მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარუდგენს რიგგარეშე ანგარიშს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშოთა წურწუმია