დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 5 ივნისის №106 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 133 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/07/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 93, 28/07/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 00000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №133
2009 წლის 24 ივლისი
ქ. თბილისი
„ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 5 ივნისის №106 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 5 ივნისის №106 დადგენილებაში (სსმ III, 2009 წელი, №70, მუხლი 764) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ქუთაისის თიზის ფუნქციონირების დაწყების ვადად განისაზღვროს 2009 წლის 1 დეკემბერი.“.
2. მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია შეიმუშაოს და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგინოს ქუთაისის თიზის განაშენიანების რეგულირების გეგმა ,,თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის №131 დადგენილებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.“.
3. მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ორგანიზატორი ვალდებულია, არა უგვიანეს 2009 წლის 15 სექტემბრისა, წარადგინოს შესაბამისი გარანტია „თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მათი ფუნქციონირების, საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 ივლისის №157 დადგენილებით განსაზღვრული ოდენობითა და წესით.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები