„სამკერდე ნიშნის, სამინისტროს მედალიონისა და მედლის ნიმუშების და სამკერდე ნიშნით, სამინისტროს მედალიონითა და მედლით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1000 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 80
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 01/08/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/08/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2022
სარეგისტრაციო კოდი 010320000.22.034.017263
80
01/08/2022
ვებგვერდი, 01/08/2022
010320000.22.034.017263
„სამკერდე ნიშნის, სამინისტროს მედალიონისა და მედლის ნიმუშების და სამკერდე ნიშნით, სამინისტროს მედალიონითა და მედლით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1000 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №80

2022 წლის 1 აგვისტო

ქ. თბილისი

„სამკერდე ნიშნის, სამინისტროს მედალიონისა და მედლის ნიმუშების და სამკერდე ნიშნით, სამინისტროს მედალიონითა და მედლით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1000 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სამკერდე ნიშნის, სამინისტროს მედალიონისა და მედლის ნიმუშების და სამკერდე ნიშნით, სამინისტროს მედალიონითა და მედლით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1000 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 010320000.22.034.016250) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 10

სამინისტროს მედლით – „მამაცობისათვის“, ასევე სამინისტროს I და II ხარისხის მედლით – „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ ჯილდოვდებიან სამინისტროს სისტემის მოსამსახურეები და სხვა პირები, რომელთაც დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლისას ან/და ადამიანის ჯანმრთელობის ან/და სიცოცხლის გადარჩენის ღონისძიებაში მონაწილეობისას გამოიჩინეს განსაკუთრებული მამაცობა და თავდადება ან/და რომელთა დამსახურებითაც სამინისტრომ მიაღწია წარმატებას თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ ცალკეულ საკითხთა გადაწყვეტისას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 1 აგვისტოდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური