დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „სპაგეტი-94-ს“ მინორიტარი აქციონერის აქციის სავალდებულო მიყიდვის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | სს „სპაგეტი-94“ |
| მიღების თარიღი | 01/08/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/08/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
„განცხადება
ს.ს. „სპაგეტი-94“-ს (ს.ნ. 200001023) მინორიტარი აქციონერის აქციის სავალდებულო მიყიდვის თაობაზე
|
ნინო კუხიანიძე (პ.ნ.01008007494) (შემდეგში წოდებული „შემსყიდველი“) როგორც ს.ს. „სპაგეტი-94“-ს (ს.ნ. 200001023) (შემდეგში წოდებული „საზოგადოება“) საწესდებო კაპიტალში არსებული აქციების სრული ოდენობის 99.37246%-ს მფლობელი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 225 მუხლის „მინორიტარი აქციონერისათვის აქციის სავალდებულო მიყიდვის“ საფუძველზე აცხადებს საზოგადოების დანარჩენი აქციონერებისაგან მათ საკუთრებაში არსებული საზოგადოების აქციების სამართლიან ფასად გამოსყიდვის შესახებ.
• საწესდებო კაპიტალში არსებული აქციების სრული ოდენობა შეადგენს 465 472 ცალს, საიდანაც 462 551 ცალი აქციის მესაკუთრეა შემსყიდველი. • ამ განცხადების გამოქვეყნებიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ (ნებისმიერ პერიოდში), „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 225 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV2 თავით დადგენილი ნორმების შესაბამისად, შემსყიდველი განცხადებით მიმართავს სასამართლოს, აქციათა სავალდებულო მიყიდვისა და შესაბამისად, აქციათა სამართლიანი ფასის განსაზღვრისა და ამ ფასად გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღის დადგენის შესახებ. • საზოგადოების აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, შემსყიდველი ყველა დარჩენილი აქციის გამოსასყიდ თანხას განათავსებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 225 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტთან, საზოგადოების სხვა აქციონერთა სასარგებლოდ გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე. აღნიშნულის შესახებ საზოგადოების აქციონერებს ეცნობებათ კანონით გათვალისწინებული წესით და მათ შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ საკუთრებაში არსებული აქციების შესაბამისი თანხა, სასამართლოს მიერ დადგენილ აქციათა სამართლიანი ფასის შესაბამისად. • აქციათა გამოსყიდვის მიზეზებია: საწარმოს ნორმალური ფუნქციონირების, მართვის ოპტიმიზაცია და განვითარება. • დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ შემსყიდველს, ნინო კუხიანიძეს (პ.ნ.01008007494), მის: ქ.თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზ. 47, 1 კვ., მე-2 კ., მე-6 სადარბაზო, მე-5 სართული, ბინა №121. ტელ:(599)670035, ელ.ფოსტა: davidgeo71@gmail.com; • აქციონერებს აქციებზე საკუთრების უფლება შეუძლიათ დააზუსტონ ს.ს. „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორთან” („საქართველოს რეგისტრატორი”) მისამართზე: თბილისი, მოსაშვილის ქ. №11 „საქწყალპროექტის“ შენობა, VII სართული, ტელ.:(+995 32) 2251560, (+995 32) 2225351 შემსყიდველი: ნინო კუხიანიძე (პ.ნ.01008007494)
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები