„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №53 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №53 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 78
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 01/08/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/08/2022
ძალაში შესვლის თარიღი 02/08/2022
სარეგისტრაციო კოდი 140030000.22.034.017265
78
01/08/2022
ვებგვერდი, 02/08/2022
140030000.22.034.017265
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №53 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №78

2022 წლის 1 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №53 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №53 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 25/04/2018, 140030000.22.034.016745) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების:

1. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების სამმართველო;“.

2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 7

1. საორგანიზაციო სამმართველოს შემადგენლობაშია:

ა) საგზაო მოძრაობის ზედამხედველობის განყოფილება;

ბ) პირადი შემადგენლობის მხარდაჭერის განყოფილება;

გ) ანალიტიკური განყოფილება.

2. საორგანიზაციო სამმართველო:

ა) საავტომობილო გზებსა და ქუჩებში, საგზაო ნაგებობებსა და რკინიგზის გადასასვლელებზე ნებისმიერი სამუშაოების შესრულებისას ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვას;

ბ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ითანხმებს და წერილობით რეკომენდაციას (შეთანხმება) გასცემს საავტომობილო გზებსა და ქუჩებში, საგზაო ნაგებობებსა და რკინიგზის გადასასვლელებზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების წარმოებაზე ან/და გზაზე ნებისმიერი სხვა სახის სამუშაოს შესრულებაზე, რომელიც გზის გარკვეულ მონაკვეთზე ცვლის საგზაო მოძრაობის არსებულ ორგანიზებას, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის სიჩქარეების დადგენილ რეჟიმს ან აბრკოლებს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა გადაადგილებას;

გ) ითანხმებს არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალების, აგრეთვე სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების გზაზე მოძრაობას და გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს (პირობებს);

დ) განიხილავს საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მინების დამუქების, ასევე სპეციალური სიგნალებისა და სპეციალური შეფერილობების დაყენება-გამოყენების საკითხს და გასცემს შესაბამის თანხმობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ე) შეისწავლის საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა შესახებ შექმნილ ვითარებას, აგრეთვე მათი გამომწვევი მიზეზების ლიკვიდაციისა და სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის ორგანიზების გაუმჯობესების მიზნით შეიმუშავებს საგზაო მოძრაობის პირობებს/წინადადებებს;

ვ) ამზადებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილების, მივლინების, მოკლევადიანი შვებულების, სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებისა და წახალისების შესახებ დოკუმენტებს და წარუდგენს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს;

ზ) ამუშავებს დეპარტამენტში მიღებულ მოქალაქეთა განცხადებებს სსიპ − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში (შემდგომ − აკადემია) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული კურსის გავლის შესახებ და შემდგომი რეაგირების მიზნით წარუდგენს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს;

თ) მონაწილეობს დეპარტამენტში შტატით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე მისაღები პირების, აგრეთვე, აკადემიაში კურსებზე ჩასარიცხი კანდიდატების შერჩევაში;

ი) ახორციელებს ქვეყნის ტერიტორიაზე მომხდარ, მის კომპეტენციას მიკუთვნებულ დანაშაულთა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ სახელმწიფო სტატისტიკურ მონაცემთა აღრიცხვასა და ანალიზს;

კ) უზრუნველყოფს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტისთვის სტრუქტურული ერთეულების მიერ გამოვლენილი და განხილული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის გაგზავნას;

ლ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების მიერ გაწეული საქმიანობის ამსახველი ინფორმაციის მომზადებასა და განხილვის ორგანიზებას;

მ) კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს შესაბამის მასალებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების მიზნით;

ნ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის მოსამსახურეთა დაზღვევის მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებასა და სადაზღვევო კომპანიისთვის წარდგენას;

ო) კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

პ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

3. მე-7 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:

მუხლი 71

სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების სამმართველო:

ა) განიხილავს დეპარტამენტში შემოსულ სამართლებრივ აქტებს, აგრეთვე, დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებულ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს და ამზადებს შესაბამის დასკვნებს;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს სამართლებრივი აქტების პროექტებს და მონაწილებს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების შემუშავებაში;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს სამინისტროს წარმომადგენლობას სასამართლოში;

ე) განიხილავს დეპარტამენტში შემოსულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებებსა და საჩივრებს, ახორციელებს ადმინისტრაციულ საქმისწარმოებას;

ვ) სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან კოორდინაციით უზრუნველყოფს დეპარტამენტის საერთაშორისო საქმიანობის ორგანიზებას;

ზ) ადმინისტრაციული საქმისწარმოებისას დეპარტამენტის მოსამსახურეთა სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის გამოვლენის შემთხვევაში ინფორმაციას აწვდის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამის დანაყოფებს;

თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

4. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) დაუყოვნებლივ აგზავნის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ შედგენილ შემაკავებელ ორდერს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შესაბამის სამმართველოებსა და ქ. თბილისის პროკურატურაში, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 2 აგვისტოდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური