,,საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა პერსონალური თანამდებობრივი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ” წესის დამტკიცების თაობაზე”

  • Word
,,საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა პერსონალური თანამდებობრივი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ” წესის დამტკიცების თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 21/03/2003
დოკუმენტის ტიპი აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 31, 07/04/2003
სარეგისტრაციო კოდი 140.080.000.12.222.005.744
  • Word
8
21/03/2003
სსმ, 31, 07/04/2003
140.080.000.12.222.005.744
,,საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა პერსონალური თანამდებობრივი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ” წესის დამტკიცების თაობაზე”
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.080.000.12.222.005.744

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის

უფროსის ბრძანება №8

2003 წლის 21 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა პერსონალური თანამდებობრივი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ” წესის დამტკიცების თაობაზე

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვისა და შემდგომში მათი შენარჩუნების მიზნით, ვბრძანებ:

დამტკიცდეს თანდართული წესი „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა პერსონალური თანამდებობრივი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ”.

ს. პაპაშვილი

წესი

„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა პერსონალური თანამდებობრივი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ”

    მუხლი 1

ეს წესი მომზადებულია „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის „ნ” პუნქტის საფუძველზე.

    მუხლი 2

წესი ემსახურება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგებას.

    მუხლი 3

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს უფლება აქვს, სამსახურისთვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში, სამსახურის საშტატო განრიგის მიხედვით არსებული ვაკანსიების შედეგად მიღებული ეკონომია გამოიყენოს თანამშრომელთა ხელფასის ძირითადი განაკვეთის გასაზრდელად.

    მუხლი 4

ხელფასის განაკვეთის გაზრდა შესაძლებელია საშტატო განრიგით გათვალისწინებული ყველა თანამდებობებისათვის, გარდა იმ თანამდებობებისა, რომელთაც სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე უკვე გაზრდილი აქვთ სახელფასო განაკვეთები.

    მუხლი 5

სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრულ პერსონალურ თანამდებობრივ განაკვეთებზე დანამატების (წელთა ნამსახურება, განსაკუთრებულ პირობებში მუშაობა, უცხო ენის ცოდნა და სხვა) დარიცხვა განხორციელდეს 2003 წლის პირველი მარტისათვის არსებული ხელფასის ძირითადი განაკვეთების მიხედვით.