დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საბიუჯეტო სისტემისა და უფლებების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 06/02/1996 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 003, 27/03/1996 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/05/1996 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს კანონი
„საბიუჯეტო სისტემისა და უფლებების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
„საბიუჯეტო სისტემისა და უფლებების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის 30 მარტის კანონს (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1993 წ., NN5-8, მუხ.73 დაემატოს მეხუთე კარი:
კარი მეხუთე
სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვისა და მიღების წესი
მუხლი 57
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს ადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და შესაბამისი საფინანსო წლის დაწყებამდე ოთხი თვით ადრე წარუდგენს საქართველოს მთავრობას. ბიუჯეტის პროექტი მოწონების შემდეგ წინასწარი განხილვისათვის წარედგინება საქართველოს პარლამენტის კომიტეტებს, კომიტეტებში განხილვის შედეგად მიღებულ წინადადებებსა და შენიშვნებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი გადასცემს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.
მუხლი 58
საქართველოს პრეზიდენტი მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს საქართველოს პარლამენტს წარუდგენს არა უგვიანეს 3 თვისა საბიუჯეტო წლის დამთავრებამდე. ბიუჯეტის პროექტთან ერთად საქართველოს პრეზიდენტი წარადგენს მოხსენებას მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ. საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საბიუჯეტო წლის დამთავრებიდან არა უგვიანეს 3 თვისა.
მუხლი 59
საქართველოს პრეზიდენტის ანგარიშთან დაკავშირებით საქართველოს კონტროლის პალატა წელიწადში ორჯერ, ბიუჯეტის შესრულების წინასწარი და სრული ანგარიშის წარდგენის დროს, საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას.
მუხლი 60
საქართველოს კანონის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ განიხილება საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში.
საქართველოს პარლამენტში ბიუჯეტის განხილვის ორგანიზება ევალება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს.
მუხლი 61
საქართველოს პრეზიდენტის თანხმობის გარეშე დაუშვებელია ბიუჯეტის პროექტში ცვლილებების შეტანა. საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ იმ პირობით შეუძლია მოსთხოვოს საქართველოს პარლამენტს დამატებითი სახელმწიფო ხარჯის გაღება, თუ მიუთითებს მისი დაფარვის წყაროს.
მუხლი 62
საქართველოს პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მოხსენებების მოსმენისა და განხილვის შემდეგ ამტკიცებს სახელმწიფო ბიუჯეტს.
მუხლი 63
თუ საქართველოს პარლამენტი არ მიიღებს კანონს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტი ორი კვირის ვადაში წარუდგენს პარლამენტს ამ კანონპროექტის ახალ ვარიანტს.
საქართველოს პარლამენტისათვის ხელმეორედ წარდგენილი ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტს უფლება აქვს მოითხოვოს ერთი კვირა ბიუჯეტის პროექტის კორექტირებისათვის. თუ საქართველოს პარლამენტმა არ მიიღო ბიუჯეტი ასეთი კორექტირების შემდეგაც, ბიუჯეტის პროექტი უბრუნდება საქართველოს პრეზიდენტს.
თუ ბიუჯეტის მიღება ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე ვერ მოხერხდა, სახელმწიფოს მიერ ადრე ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად აუცილებელი ხარჯები დაიფარება წინა წლის ბიუჯეტის მიხედვით.
მუხლი 64
ტერიტორიული მმართველობის ორგანოები კანონმდებლობით დადგენილ ვადებში შესაბამისი რეგიონების დამტკიცებულ ბიუჯეტებს და ანგარიშებს ამ ბიუჯეტებთან დაკავშირებით წარუდგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მიღებული და მასთან არსებული მასალების საფუძველზე ადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს და წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.
საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1996 წლის 6 თებერვალი.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები