დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 13 თებერვლის №40 ბრძანებით დამტკიცებული“ საქართველოს ეროვნული ბანკის ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 69 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 26/03/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 31, 07/04/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/01/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220.010.040.10.008.005.743 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.040.10.008.005.743
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №69
2003 წლის 26 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 13 თებერვლის №40 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს ეროვნული ბანკის ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის დებულებაში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-2, 33-ე და 73-ე მუხლების საფუძველზე, აგრეთვე საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების გათვალისწინებით, ვბრძანებ:
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 13 თებერვლის №40 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს ეროვნული ბანკის ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის დებულებაში (,,საკანონმდებლო მაცნე” №16, მუხლი 117, გვ.7, 21.02.2002) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
მუხლი 1
დებულების 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. აუქციონის მუშაობას წარმართავს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით შექმნილი საკრედიტო კომიტეტი”.
მუხლი 2
დებულებასა და მის დანართებში სიტყვები ,,აუქციონის კომიტეტი” ყველგან შეიცვალოს სიტყვებით ,,საკრედიტო კომიტეტი”.
მუხლი 3
დებულების 1-ლი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. აუქციონი ეწყობა ეროვნული ბანკის ადმინისტრაციულ შენობაში ყოველდღიურად (შაბათ-კვირის გარდა). ვაჭრობა იწყება 15 საათზე”.
მუხლი 4
დებულების 1-ლი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბ-დეს შემდეგი რედაქციით:
,,5. საკრედიტო რესურსების ყიდვა-გაყიდვა ხდება ელექტრონული ფორმით. აუქციონებზე ვაჭრობა წარმოებს თანამიმდევრულად 7 დღემდე და 28 დღემდე დაფარვის ვადის მქონე საკრედიტო რესურსებით. ამასთან, 7 დღემდე დაფარვის ვადის მქონე საკრედიტო აუქციონები იმართება ყოველდღიურად, ხოლო 28 დღემდე – სამშაბათობით და ხუთშაბათობით”.
მუხლი 5
დებულების 1-ლი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. მყიდველი ბანკის მიერ შეძენილი საკრედიტო რესურსები უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაბამისი გირაოთი. გირაოდ მიიღება ეროვნულ ბანკში მყიდველი ბანკის სავალდებულო რეზერვების ანგარიშზე რიცხული თანხა, უცხოური ვალუტით საკორესპონდენტო ანგარიშ-ზე არსებული ნაშთი და მის მფლობელობაში არსებული სახაზინო ვალდებულებები. ამასთან, ამ უკანასკნელის ნოტარიულად დამოწმება აუცილებელი არ არის, რადგან მათი შენახვის კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი“.
მუხლი 6
დებულების 1-ლი მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ა) აუქციონში მონაწილეობის უფლება ეძლევათ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ CAMEL-ის (ბანკის კაპიტალის ადეკვატურობის, აქტივების ხარისხის, მენეჯმენტის, მოგება-შემოსავლიანობისა და ლიკვიდობის შეფასება) რეიტინგული სისტემით პირველი, მეორე და მესამე კატეგორიის ბანკებს;
ბ) 1-ლი და მე-2 კატეგორიის ბანკების მიერ შესაძენი საკრედიტო რესურსების მოცულობა განისაზღვრება სავალდებულო რეზერვების ანგარიშზე რიცხული თანხის 70%-ით, ხოლო მე-3 კატეგორიის ბანკებისათვის – 50%-ით;
გ) სავალუტო სახსრების როგორც კრედიტის უზრუნველყოფის გამოყენების შემთხვევაში შესაძენი საკრედიტო რესურსების მოცულობა ამავე პუნქტში აღნიშნული კატეგორიის ბანკებისათვის განისაზღვრება ეროვნულ ბანკში მათი უცხოური ვალუტით საკორესპონდენტო ანგარიშზე ფაქტობრივად რიცხული ნაშთის 90%-ით. ასეთ შემთხვევაში, საკრედიტო კომიტეტი ამზადებს განკარგულებას (საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის) სავალუტო სამმართველოს მიერ შესაბამისი თანხის ,,დეპოზიტები გარანტიების მიხედვით უცხოური ვალუტით” ანგარიშზე გადატანის შესახებ. ამასთან, კრედიტის დაფარვის მიზნით აღნიშნული გირაოს სრულად ან ნაწილობრივ გამოუყენებლობის შემთხვევაში დარჩენილი თანხა კრედიტის დაფარვის დღეს, იმავე განკარგულების საფუძველზე, გადაიტანება მყიდველი ბანკის სარესპონდენტო ანგარიშზე უცხოური ვალუტით;
დ) სახაზინო ვალდებულებების, როგორც საგირავნო უზრუნველყოფის გამოყენების შემთხვევაში შესაძენი საკრედიტო რესურსების ზღვრული ოდენობა გაიანგარიშება ფორმულით:” და შემდეგ როგორც ტექსტშია.
მუხლი 7
დებულების 1-ლი მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ მეთაურ საბანკო დაწესებულებებს“.
მუხლი 8
დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ამოწმებს აუქციონში მყიდველის სტატუსით მონაწილეთა განაცხადებში მითითებული საკრედიტო რესურსების მოცულობის შესაბამისობას ამ დებულების 1-ლი მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული კრედიტის უზრუნველყოფის ლიმიტებთან (გირაოს სახეობების მიხედვით). ასევე, ამოწმებს მის შესაბამისობას სახაზინო ვალდებულებების დაგირავების თაობაზე მყიდველი ბანკის მიერ ეროვნულ ბანკში წარმოდგენილ შეტყობინებასთან, ხოლო ამ უკანასკნელს უდარებს სახაზინო ვალდებულებების რეესტრს”.
მუხლი 9
დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. ამოწმებს გამყიდველის სტატუსით ვაჭრობის მონაწილეთა საკორესპონდენტო ანგარიშებზე შესაბამისი სახსრების არსებობას. ამასთან, წარმოდგენილი განაცხადების საფუძველზე დაჯავშნის მათ საკორესპონდენტო ანგარიშებზე შესაბამის თანხებს, ხოლო აუქციონის დამთავრებისთანავე, გამყიდველი ბანკების განაცხადების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში, საკორეს-პონდენტო ანგარიშზე ხსნის ჯავშანს. ასევე, ამოწმებს CAMEL-ის სისტემით მყიდველის სტატუსით მონაწილე ბანკებისათვის მინიჭებულ რეიტინგს (ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობისა და რეგულირების სამმართველოს ინფორმაციის საფუძველზე)”.
მუხლი 10
დებულების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. განაცხადი კრედიტის ყიდვის შესახებ არ მიიღება, თუ მასში მითითებული თანხა საგირავნო უზრუნველყოფას აღემატება, ე.ი. როდესაც შესაძენი კრედიტის ღირებულება ადრე შეძენილ და დაუფარავ საკრედიტო რესურსებთან ერთად აღემატება ამ დებულების 1-ლი მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული კრედიტის უზრუნველყოფის ლიმიტებს (გირაოს სახეობების მიხედვით)”.
მუხლი 11
დებულების მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7. აუქციონის დაწყებისას საკრედიტო კომიტეტი მონაწილეებს აცნობებს კრედიტის შეძენის შესახებ განაცხადებში მითითებულ უმაღლეს საპროცენტო განაკვეთს (შემდგომში – საწყისი პროცენტი) და კრედიტების მოთხოვნის ოდენობას, აგრეთვე კრედიტების გაყიდვის შესახებ განაცხადებში წარმოდგენილ საერთო თანხას”.
მუხლი 12
დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. ა) კრედიტის და მასზე დარიცხული პროცენტის დასაფარავად მსესხებლის საკორესპონდენტო ანგარიშზე სახსრების უკმარისობისას დარჩენილი დავალიანება იფარება სესხის უზრუნველყოფის ხარჯზე;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით ამონაგები თანხა ნაკლები აღმოჩნდება მსესხებლის მიერ ნაყიდ რესურსსა და მისი სარგებლობისათვის გადასახდელ პროცენტზე, ეროვნულ ბანკს უფლება აქვს უკმარი თანხა უპირობოდ მიიღოს მსესხებლის სხვა აქტივებიდან, ხოლო თუ ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით ამონაგები თანხა მსესხებლის მიერ ნაყიდ რესურსსა და მისი სარგებლობისათვის გადასახდელ პროცენტზე მეტია, სხვაობა უბრუნდება მსესხებელს;
გ) უცხოური ვალუტით საკორესპონდენტო ანგარიშზე რიცხული თანხის როგორც სესხის უზრუნველყოფის გამოყენების შემთხვევაში, კრედიტისა და მასზე დარიცხული პროცენტის დასაფარავად მსესხებლის საკორესპონდენტო ანგარიშზე სახსრების უკმარისობისას, საქართველოს ეროვნული ბანკი ვალდებულია მათი დაფარვა უზრუნველყოს იმავე დღეს. ამასთან, ეროვნული ბანკი მსესხებლის მიერ გირაოში ჩადებული უცხოური ვალუტით საკორესპონდენტო ანგარიშზე რიცხულ თანხას შეისყიდის კრედიტის დაფარვის დღეს არსებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსით, ხოლო თუ გირაოს რეალიზაციით ამონაგები თანხა მსესხებლის მიერ ნაყიდ რესურსზე და მისი სარგებლობისათვის გადასახდელ პროცენტზე მეტია, სხვაობა უბრუნდება მსესხებელს”.
მუხლი 13
გენერალურ ხელშეკრულებაში სესხის აღების შესახებ (,,საქართველოს ეროვნული ბანკის ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის” დებულების დანართი №1) მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტების დაბრუნება გარანტირებულია ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეზერვების ანგარიშზე რიცხული თანხით, უცხოური ვალუტით საკორესპონდენტო ანგარიშზე არსებული ნაშთითა და მყიდველის მფლობელობაში არსებული სახაზინო ვალდებულებებით”.
ი. მანაგაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები