დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მარტის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/07/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/08/2022 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/04/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.142.016295 |
|
„ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მარტის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მარტის №7 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/04/2022 წ. სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.142.016289) და
ა) დადგენილების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის, რომლის მოსაკრებლის გადამხდელია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან / და იურიდიული პირი: ა) ახალასაშენებელი ობიექტის ან ობიექტის რეკონსტრუქციისათვის პროექტით გათვალისწინებული ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის განისაზღვროს 1.00 ლარი, რომლის გადახდა უნდა მოხდეს მშენებლობის ნებართვის გაცემის დროს; ბ) ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიცენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის განისაზღვროს 2 (ორი) ლარი; გ) იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ ახალ ასაშენებელი და სარეაბილიტაციო წყალსადენებისა და წყალარინების მშენებლობის ასევე საკაბელო(ტელეფონი, ინტერნეტი, ელექტროსადენი და ა.შ.) თითოეული გრძივი მეტრისათვის განისაზღვროს 0.25 ლარის ოდენობით, რომლის გადახდა უნდა მოხდეს მშენებლობის ნებართვის გაცემის დროს; დ) განთავისუფლდეს მოსაკრებლის გადახდისაგან სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა.“. ბ) დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ. იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის 15,00 ლარის ოდენობით ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე, რომლის გადახდა უნდა მოხდეს წლის განმავლობაში, მაგრამ არაუგვიანეს ყოველი წლის 31 დეკემბრამდე.“. გ) დადგენილების მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოსაკრებლის ბიუჯეტში გადახდა უნდა მოხდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები