დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების ფინანსების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 11 იანვრის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20 |
| დოკუმენტის მიმღები | საჩხერის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/07/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/08/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.130.016442 |
|
,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების ფინანსების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 11 იანვრის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–20 მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების ფინანსების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 11 იანვრის №56 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი 15/01/2018წ. სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.130.016265) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 11 იანვრის №56 დადგენილებით დამტკიცებული „საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების ფინანსების გაცემისა და მიღების წესის “ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და მუდმივად მცხოვრებ ოჯახს, რომელიც ცხოვრობს სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველ მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში, იმყოფება სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში (100001 ნაკლები ქულის მქონე ოჯახი), არ აქვს ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი და საკუთარი სახსრებით ეწევა საცხოვრებელი სახლის აღდგენა-გამაგრებით სამუშაოებს, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით მიეცემა დახმარება ერთჯერადად არაუმეტეს 5000 (ხუთი ათასი) ლარამდე თანხის ოდენობით. ოჯახის საცხოვრებელი მდგომარეობის შესახებ დასკვნას ადგენს ამ მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი. დასკვნა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება ამ დებულების მე-15 მუხლით შექმნილ სამუშაო ჯგუფს. დაინტერესებულმა პირმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის რეკომენდაცია, ოჯახის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ; დ) ცნობა შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლიდან, მასზედ, რომ ოჯახი მუდმივად ცხოვრობს საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე; ე) საცხოვრებელი პირობების ამსახველი ფოტო მასალა, დამოწმებული შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ; ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში; ზ) ცნობა სოციალური მომსახურების საგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ.“. ბ) საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 11 იანვრის №56 დადგენილებით დამტკიცებული „საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების ფინანსების გაცემისა და მიღების წესის “ მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეს განსაკუთრებულ შემთხვევაში მიეცემა დახმარება ერთჯერადად, არაუმეტეს 5000 (ხუთიათასი) ლარამდე თანხის ოდენობით. დინტერესებულმა პირმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; დ) განსაკუთრებული შემთხვევის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი) ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში; ე) დაინტერესებული პირის საბანკო ანგარიში.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები