,,ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლებისა და ვალდებულებების შესასრულებლად დამატებითი ვადის მიცემის წესის განსაზღვრის თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 31 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლებისა და ვალდებულებების შესასრულებლად დამატებითი ვადის მიცემის წესის განსაზღვრის თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 31 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 28/07/2022
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/08/2022
სარეგისტრაციო კოდი 040090000.32.057.016362
5
28/07/2022
ვებგვერდი, 01/08/2022
040090000.32.057.016362
,,ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლებისა და ვალდებულებების შესასრულებლად დამატებითი ვადის მიცემის წესის განსაზღვრის თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 31 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №5

2022 წლის 28 ივლისი

ქ. ბათუმი

 

,,ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლებისა და ვალდებულებების შესასრულებლად დამატებითი ვადის მიცემის წესის განსაზღვრის თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 31 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

1. შეტანილ იქნეს ცვლილება „ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლებისა და ვალდებულე­ბების შესასრულებლად დამატებითი ვადის მიცემის წესის განსაზღვრის თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 31 ივლისის №7 დადგენილებაში (სსმ, 06/08/2020, სარეგისტრაციო კოდი: 040090000.32.057.016331) და დადგენილების მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ინვესტორებს, რომლებიც 2022 წლის 31 დეკემბრამდე მიმართავენ სამინისტროს პრივატიზებულ, სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემულ ქონებაზე გაფორმებული ოქმის/ხელშეკრულების პირობების შეცვლის/დამატებითი ვადის მიცემის ან/და ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დარიცხული/დასარიცხი პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლების მოთხოვნით და უზრუნველყოფენ არსებული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ვადის გაგრძელებას წინამდებარე წესის შესაბამისად, სამინისტროს/მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილების საფუძველზე სამინისტროსთან გაფორმებული ოქმით ან/და ხელშეკრულებით ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულების (გარდა საპრივატიზებო/ სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულებისა) შესასრულებლად მიეცემათ შემდეგი ვადები:

ა) ინვესტორებს, ვისაც 2020 წლის 1 მარტიდან წარმოეშვათ/წარმოეშობათ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადა, მიეცემათ დამატებით 30 (ოცდაათი) თვის ვადა (დამატებითი ვადის ათვლა დაიწყება პროფილისა და დასაქმებულთა რაოდენობის შენარჩუნების ვალდებულების შემთხვევაში – 2020 წლის 1 მარტიდან და 2020 წლის 1 ივლისიდან – იმ ინვესტორების მიმართ, ვისაც ეს ვალდებულება წარმოექმნება 2020 წლის 1 ივლისამდე, ხოლო იმ ინვესტორებს, ვისაც ვალდებულების შესრულების ვადა წარმოექმნება 2020 წლის 1 ივლისის შემდეგ, ვალდებულების წარმოქმნის დღიდან);

ბ) ინვესტორებს, ვისთანაც 2020 წლის 1 მარტიდან 2021 წლის 1 იანვრამდე გაფორმდა ხელშეკრულება ან/და ამავე პერიოდში ეკონომიკური განვითარების საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად მიეცათ დამატებითი ვადა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად მიეცემათ დამატებითი 18 (თვრამეტი) თვის ვადა;

გ) ინვესტორებს, ვისთანაც 2021 წლის 1 იანვრიდან ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე გაფორმდა ხელშეკრულება ან/და ამავე პერიოდში ეკონომიკური განვითარების საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად მიეცათ დამატებითი ვადა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად მიეცემათ დამატებითი 12 (თორმეტი) თვის ვადა;

დ) ინვესტორები ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სრულად გათავისუფლდებიან დარიცხული/დასარიცხი პირგასამტეხლოსაგან, არ წარმოექმნე­ბათ ახალი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენის ვალდებულება (ხოლო უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის არსებობისას მისი მოქმედების ვადა უნდა გაგრძელდეს შესაბამისი ვადით) და სამინისტროს მიერ არ იქნება გამოთხოვილი წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია. ამასთან, ამ პუნქტით განსაზღვრული შეღავათი არ ვრცელდება იმ ინვესტორებზე, რომლებსაც 2020 წლის 1 მარტამდე ჰქონდათ შეუსრულებელი ვალდებულება სამინისტროს წინაშე.

3. ინვესტორებს, რომლებსაც 2020 წლის 1 მარტიდან წარმოექმნებათ საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულება და მიმართავენ სამინისტროს, შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე მიეცემათ დამატებითი ვადა საპრივატიზებო საფასურის გადასახდელად 2020 წლის 20 დეკემბრამდე, ხოლო იმ ინვესტორებს, რომლებსაც წარმოექმნებათ საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულება 2021 წლის 1 იანვრიდან, მიეცემათ დამატებითი ვადა საპრივატიზებო საფასურის გადასახდელად 2021 წლის 1 დეკემბრამდე და გათავისუფლდებიან აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დარიცხული პირგასამტეხ­ლოსაგან. ამასთან, 2022 წლის 31 დეკემბრამდე სამინისტროსადმი მიმართვის შემთხვევაში შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე ინვესტორები თავისუფლდებიან 2020 წლის 1 მარტიდან 2021 წლის 1 მარტამდე სარგებლობის/წილის მართვის უფლების საფასურის და ამავე პერიოდის სარგებლობის/წილის მართვის უფლების საფასურის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოსაგან შესაბამისი აქტის გაფორმების საფუძველზე. ინვესტორის მიერ მითითებულ ვადაში სარგებლობის საფასურის სრულად ან ნაწილობრივ გადახდის შემთხვევაში, ინვესტორი თავისუფლდება სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან გადახდილი თანხის ოდენობით, საშეღავათო ვადის გასვლის შემდგომ პერიოდში. მოსარგებლეებს არსებული დავალიანებების (სარგებლობის საფასური/დარიცხული პირგასამტეხლო ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადასახდელად მიეცემათ ვადა 2021 წლის 1 ივლისამდე. ამასთან, გადახდილი სარგებლობის საფასური არ ექვემდებარება უკან დაბრუნებას და გათავისუფლებას, თუკი გასულია იჯარის ხელშეკრულების მოქმედების ვადა.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეთორნიკე რიჟვაძე