საგადახდო მომსახურების პროვაიდერის – შპს „სოლიგრაუნდის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405297940) ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ

საგადახდო მომსახურების პროვაიდერის – შპს „სოლიგრაუნდის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405297940) ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 228
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
მიღების თარიღი 28/07/2022
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/07/2022
სარეგისტრაციო კოდი
228
28/07/2022
ვებგვერდი, 29/07/2022
საგადახდო მომსახურების პროვაიდერის – შპს „სოლიგრაუნდის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405297940) ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №228

2022 წლის 28 ივლისი

ქ. თბილისი

საგადახდო მომსახურების პროვაიდერის – შპს „სოლიგრაუნდის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405297940) ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 დეკემბრის №287/04 ბრძანებით დამტკიცებული „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის წესის“ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-7 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 28 იანვრის №13/04 ბრძანების საფუძველზე:

 

 

1.  დასრულდეს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის შპს „სოლიგრაუნდის“ ლიკვიდაციის პროცესი.

 

 

2. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი – შპს „სოლიგრაუნდი“ ამოღებულ იქნეს საქართველოს ეროვნული ბანკის საგადახდო მომსახურების პროვაიდერების რეესტრიდან და ლიკვიდატორის თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნეს როინ ცაციაშვილი

 

 

(პირადი ნომერი: 01036002403).

 

 

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შპს „სოლიგრაუნდის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405297940) საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმებისა და მისი ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტის 2022 წლის 31 მარტის №80 განკარგულება.

 

 

4.  ეს განკარგულება 10 დღის ვადაში წარედგინოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს შესაბამისი რეაგირებისათვის.

 

 

5.  ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.

 

 

6. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (საქართველო, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №64) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

 

 

7.  ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი             პაპუნა ლეჟავა