დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერებისა და მისი ანალოგის შენახვისა და განადგურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 18 სექტემბრის №134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 76 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/07/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/08/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.017262 |
|
„უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერებისა და მისი ანალოგის შენახვისა და განადგურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 18 სექტემბრის №134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერებისა და მისი ანალოგის შენახვისა და განადგურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 18 სექტემბრის №134 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 21/09/2020, 140130000.22.034.017062) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:
1. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. კომისია უფლებამოსილია, თუ ფსიქოაქტიური ნივთიერებების განადგურების პროცესში მონაწილეობს კომისიის შემადგენლობის არანაკლებ 2/3, მათ შორის, კომისიის თავმჯდომარე და სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) წარმომადგენელი.“. 2. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. განადგურების აქტი დასტურდება ფსიქოაქტიური ნივთიერებების განადგურების პროცესში მონაწილე კომისიის წევრთა და განადგურების პროცესის დამსწრეთა ხელმოწერებით და მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ან დეპარტამენტის კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიერ.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები