დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 89/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/08/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/08/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.018197 |
|
„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებაში (სსმ, №14, 05/02/2010, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.014168) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის“: 1. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტს „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი: „ი1) სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებისა და ამ პროგრამებზე ჩარიცხვისთვის დაწესებულების მიერ დადგენილი კონკურსის შესახებ;“. 2. მე-6 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სტუდენტი უფლებამოსილია აირჩიოს არაუმეტეს ხუთი საგანმანათლებლო პროგრამისა, გარდა სახელოვნებო-შემოქმედებით და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის შემთხვევისა. რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრაციისას იგი ვალდებულია განსაზღვროს არჩეული საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტულობა.“; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის მსურველი, ელექტრონულ პორტალზე ირჩევს მხოლოდ ერთ სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო პროგრამას, ამ წესის 61 მუხლით განსაზღვრული წინაპირობების გათვალისწინებით.“. 3. მე-6 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი: „მუხლი 61. სახელოვნებო-შემოქმედებით და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებზე მობილობის თავისებურებანი 1. სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის მსურველი, ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადის დასრულებამდე, გადის კონკურსს დაწესებულების მიერ დადგენილი წესით. 2. სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობით ჩარიცხვა ხორციელდება მხოლოდ დაწესებულების მიერ ორგანიზებული კონკურსის შედეგების მიხედვით. 3. დაწესებულება ვალდებულია კონკურსის შედეგები ელექტრონულ პორტალზე სტუდენტთა რეგისტრაციის ვადის დასრულებამდე არაუგვიანეს 3 სამუშაო დღით ადრე, აცნობოს მობილობის მსურველს და ასევე, ელექტრონული ფორმით მიაწოდოს მართვის სისტემას შემდეგი ინფორმაცია: ა) საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება და კოდი; ბ) სტუდენტის პირადი ნომერი, სახელი, გვარი; გ) კონკურსზე დაწესებული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და სტუდენტის მიერ მიღებული ქულა. 4. მობილობის მსურველი, რომელიც ვერ გაივლის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კონკურსს, უფლებამოსილია ელექტრონულ პორტალზე სტუდენტთა რეგისტრაციის ვადის დასრულებამდე აირჩიოს სხვა საგანმანათლებლო პროგრამა და მოიპოვოს ჩარიცხვის უფლება ამ წესით დადგენილი პირობების გათვალისწინებით.“. 4. მე-7 მუხლის ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თუ დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის მსურველთა განცხადების რაოდენობა რეგისტრირებული ადგილების რაოდენობაზე მეტია, დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლებას მიიღებენ დაწესებულების მიერ რეგისტრირებული ადგილების შესაბამისი რაოდენობის სტუდენტები, რომელთა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები აღემატება მობილობის სხვა მსურველთა შესაბამის შედეგებს. ბაკალავრიატის საფეხურის სახელოვნებო-შემოქმედებით და სასპორტო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე მობილობის უფლების მოპოვება ხორციელდება მხოლოდ მიმღები დაწესებულების მიერ დადგენილი ჩარიცხვის წინაპირობების დაცვით.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მობილობის მსურველი მოიპოვებს შესაბამისი დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას მის მიერ ელექტრონულ პორტალზე რეგისტრირებული პრიორიტეტების (გარდა სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებისა) მიხედვით, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები