დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,პატიმრობის მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №362 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 218 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/03/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 26, 03/04/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.11.106.005.737 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.040.030.11.106.005.737
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №218
2003 წლის 28 მარტი
ქ. თბილისი
„პატიმრობის მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №362 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „პატიმრობის მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №362 ბრძანებით (სმმ III, 1999 წ., №71(78), მუხ. 1092) დამტკიცებული “პატიმრობის მოხდის წესის შესახებ დებულების” მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. პატიმარს, რომელიც რეჟიმის ან სხვა გარემოებათა გამო არ შეიძლება რეგულარულად გამოყვანილ იქნეს გასასეირნებლად, უნდა მიეცეს ჰაერზე ყოფნის ნება დღეში არანაკლებ ერთი საათისა”.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
რ. გილიგაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები