„დავების განხილვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 4 ივნისის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„დავების განხილვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 4 ივნისის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 32
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 28/07/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/08/2022
სარეგისტრაციო კოდი 010220020.16.009.016549
32
28/07/2022
ვებგვერდი, 03/08/2022
010220020.16.009.016549
„დავების განხილვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 4 ივნისის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №32

2022 წლის 28 ივლისი

ქ. თბილისი

 

„დავების განხილვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 4 ივნისის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლისა და მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების, აგრეთვე, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლისა და 155-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„დავების განხილვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 4 ივნისის №24 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 10/06/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010220020.16.009.016374) შევიდეს ცვლილება და მე-18 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. კომისია უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით ან/და დაინტერესებული პირის შუამდგომლობის საფუძველზე, სხდომა დახურულად გამოაცხადოს პერსონალური მონაცემების, სახელმწიფო, კომერციული და პროფესიული საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით. დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს განსაზღვრავს კომისია.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიმაია მელიქიძე
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე