„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 აპრილის N19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 აპრილის N19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/07/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/07/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.151.016343
13
28/07/2022
ვებგვერდი, 29/07/2022
010250050.35.151.016343
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 აპრილის N19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2022 წლის 28 ივლისი

დაბა სტეფანწმინდა

 

„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 აპრილის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”-ს  24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61- მუხლის მეორე პუნქტისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის მე- 20 მუხლის  მე-4 პუნქტის შესაბამისად,

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,


მუხლი 1
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 აპრილის N19 დადგენილებაში(www. matsne.gov.ge.07/05/2018, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.151.016247)შეტანილი იქნას შემდეგი სახის ცვლილებები:  

1.დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის მერვე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

8. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: გარე რეკლამის განთავსების, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების, გარე ვაჭრობის, ავტოტრანსპორტის, პარკირების წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, კომუნიკაციების, ჯიხურებისა და სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკურ მდგომარეობაზე კონტროლი, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ინსპექტირების განხორციელება, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და  საქართველოს კანონით „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“ დადგენილი ზომების მიღებას, განსაზღვრავს დარღვევის აღმოფხვრის ღონისძიებებსა და ვადებს, მოახდინოს მშენებლობა დამთვრებული შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარება (ექსპლოატაციაში მიღება);

 2. დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს თავი VIII  და  39-ე მუხლი შემდეგი რედაქციით:

თავი VIII

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას

მუხლი 39. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება

1.  მერია უფლებამოსილია ერთიანი საქმისწარმოების, მათ შორის: სოციალური

დახმარების, ჯანმრთელობის დაცვის, სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობის, სატრანსპორტო

პოლიტიკის განხორციელების, ადამიანური რესურსების მართვის, მუნიციპალიტეტის

ადმინისტრაციულ შენობაში მოქალაქეთა დაშვების და სხვა მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული  პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიიღოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან პერსონალური მონაცემები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებში იგულისხმება:

ა) სახელი;

ბ) გვარი;

გ) პირადი ნომერი;

დ) დაბადების თარიღი;

ე) სქესი;

ვ) მოქალაქეობა;

ზ) ინფორმაცია საქართველოში კანონიერად ყოფნის საფუძვლის შესახებ;

თ) ფოტოსურათი;

ი) ინფორმაცია პირის მისამართზე რეგისტრაციის შესახებ.

3. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია შესაბამისი უფლებამოსილების განსახორციელებლად.

4. ამ მუხლის მიზენებისათვის ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია ასევე მოიცავს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებს.

მუხლი 2
დადგენილება  ძალაშია  გამოქვეყნებისთანავე.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავითი ქირიკაშვილი