„2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 399
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/07/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/07/2022
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.023610
399
28/07/2022
ვებგვერდი, 29/07/2022
470000000.10.003.023610
„2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №399

2022 წლის 28 ივლისი

ქ. თბილისი

 

„2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის №4 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/01/2022, 470000000.10.003.023211) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“:

1. №1 დანართის („დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 2,875.6 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

კიბოს სკრინინგის კომპონენტი

1,341.0

2

1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვთა მსუბუქი და საშუალო ხარისხის მენტალური განვითარების დარღვევების პრევენცია

65.3

3

ეპილეფსიის დიაგნოსტიკა და ზედამხედველობა

310.5

4

დღენაკლულთა რეტინოპათიის სკრინინგი

158.8

5

ბავშვთა სისხლში ტყვიის შემცველობის ბიომონიტორინგი

1,000.0

 

სულ:

2,875.6

 .“.    

 

2. №2 დანართის („იმუნიზაცია“):

ა) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამედიცინო დაწესებულებებში/მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებში არსებულ ამცრელ კაბინეტებში აცრის მომსახურების ღირებულება თითოეულ დოზაზე შეადგენს 4 ლარს;

ბ) გამსვლელი ბრიგადის მიერ შესაბამისი სამიზნე ჯგუფის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურების მიერ იდენტიფიცირებული, ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის მქონე ბენეფიციარებისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის აცრის სერვისის ადგილზე მიწოდება, ასევე, ე. წ. „მოძრავი ამცრელი პუნქტების“/ბრიგადების მეშვეობით გაწეული მომსახურება და მუნიციპალურ ცენტრებში რეგისტრირებული ამცრელი დაწესებულებების მიერ გამსვლელი ბრიგადებით სოფლად ჩატარებული აცრები) აცრის მომსახურების ღირებულება თითოეულ დოზაზე შეადგენს − 7 ლარს.“;

ბ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 44,223.4 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

ვაქცინებისა და ასაცრელი მასალების შესყიდვა

23,450.0

2

სპეციფიკური შრატებისა და ვაქცინების შესყიდვა

200.0

3

პოსტექსპოზიციური ანტირაბიული პროფილაქტიკისათვის ანტირაბიული სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფა

6,114.9

4

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შესყიდვა

4,108.5

5

„ცივი ჯაჭვის“ მოწყობილობების/ინვენტარის შესყიდვა და მონტაჟი

150.0

6

აცრა-ვიზიტისა და ექიმის კონსულტაციის მომსახურება

100.0

7

საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებები

100.0

8

ახალი კორონავირუსული დაავადების – COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრების ადმინისტრირება

10,000.0

 

სულ:

 44.223.4

 .“.     

3. №3 დანართის („ეპიდზედამხედველობა“):

ა) მე-3 მუხლის:

ა.ა) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ა) მუნიციპალური სჯდ ცენტრების და/ან მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ სამოქმედო ტერიტორიაზე ეპიდზედამხედველობის განხორციელება და სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგი გადამდებ და არაგადამდებ დაავადებებზე მონაცემთა ხარისხის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული საქმიანობის განსახორციელებლად, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მუნიციპალურ სჯდ ცენტრს (მერიის შესაბამის სამსახურს) და/ან უფლებამოსილ პირ(ებ)ს, მათი მოთხოვნის შესაბამისად, წარუდგინოს გადამდებ დაავადებებზე შესაძლო, სავარაუდო და დადასტურებული შემთხვევების შესახებ სამედიცინო დოკუმენტაცია;

ა.ბ) მუნიციპალური სჯდ ცენტრების და/ან მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება (მ. შ.. სიკვდილის არაიდენტიფიცირებულ მიზეზთა შემთხვევების კვლევა ვერბალური აუტოფსიის მეთოდით) და წარდგენა რეგიონული სტატუსის მქონე სამსახურში;“;

ა.ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) იმუნიზაციით მოცვის გაუმჯობესებას საინფორმაციო სისტემისა და ლოგისტიკის გამართული მუშაობის გზით:

ბ.ა) მუნიციპალური სჯდ ცენტრების და/ან მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ სამოქმედო ტერიტორიაზე იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვა, იმუნოპროფილაქტიკისათვის და მიმდინარე წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების განსახორციელებლად საჭირო მასალისა და აღჭურვილობის მარაგის ლოგისტიკის „ცივი ჯაჭვის“ პრინციპების დაცვაზე ზედამხედველობის განხორციელება, იმუნოპროფილაქტიკის (მ. შ.. ცენტრის მიერ განხორციელებული ჯანმრთელობის დაცვის სხვა პროგრამების ფარგლებში ხარჯვის თაობაზე) ანგარიშგების წარმოება და წარდგენა რეგიონული სტატუსის მქონე სამსახურებში;

ბ.ბ) მუნიციპალური სჯდ სამსახურების და/ან მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ სამოქმედო არეალზე სამედიცინო დაწესებულებების დამხმარე ზედამხედველობა (მონიტორინგი) იმუნიზაციის ღონისძიებების უზრუნველყოფაზე, „ცივი ჯაჭვისა“ და საინფორმაციო სისტემის ფუნქციონირებაზე;

ბ.გ) რეგიონული სტატუსის მქონე სამსახურების მიერ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში არსებული მუნიციპალური სჯდ ცენტრების და/ან მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების დამხმარე ზედამხედველობა (მონიტორინგი) იმუნიზაციის მიმდინარეობასა და შესრულებაზე, „ცივი ჯაჭვის“, საინფორმაციო სისტემის ფუნქციონირებაზე;

ბ.დ) რეგიონული სტატუსის მქონე სამსახურების მიერ რეგიონულ დონეზე იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვა, იმუნოპროფილაქტიკისათვის და მიმდინარე წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების განსახორციელებლად საჭირო მასალისა და აღჭურვილობის აუცილებელი მარაგის მართვა (შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და საჭიროების გათვალისწინებით), მუნიციპალური სჯდ ცენტრებისათვის და/ან მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურებისათვის აღნიშნული მასალებისა და აღჭურვილობის ლოგისტიკის უზრუნველყოფა „ცივი ჯაჭვის“ პრინციპების დაცვით, იმუნოპროფილაქტიკის (მ. შ., ცენტრის მიერ განხორციელებული ჯანმრთელობის დაცვის სხვა პროგრამების ფარგლებში ხარჯვის თაობაზე) ანგარიშგების წარმოება და წარდგენა ცენტრში;“;

ა.გ) „გ“ ქვეპუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მუნიციპალური სჯდ ცენტრების და/ან მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ სამოქმედო არეალზე მიმდინარე წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებებისთვის ეპიდზედამხედველობითი მხარდაჭერის უზრუნველყოფას, მათ შორის:“;

ა.დ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დ) მალარიის, ლეიშმანიოზისა და სხვა პარაზიტული და ტრანსმისიური (დენგე, ზიკა, ჩიკუნგუნია, ყირიმ-კონგო და სხვა) დაავადებების პრევენციისა და კონტროლის გაუმჯობესებას:

დ.ა) მალარიის, ლეიშმანიოზისა და სხვა პარაზიტული და ტრანსმისიური დაავადებების გადამტანების გავრცელების (მ. შ., პრიორიტეტულია საქართველოს შავიზღვისპირა, მალარიის აღმოცენება-გავრცელების მაღალი რისკის შემცველი სახელმწიფო საზღვრისპირა/მიმდებარე ტერიტორიები, ცენტრალური სატრანზიტო და მალარიის შესაძლო გავრცელების ზონები) კერებში გადამტანების წინააღმდეგ პროფილაქტიკური დეზინსექცია (ადამიანისათვის  ეკოლოგიურად უსაფრთხო ინსექტიციდებით საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების შიდა პერიმეტრის დამუშავება);

დ.ბ) მალარიის კერებში დაავადებაზე სავარაუდოდ საეჭვო პირების სკრინინგული კვლევა, რაც მოიცავს სისხლის სქელი წვეთისა და ნაცხების აღებასა და ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას;

დ.გ) ამ მუხლის „დ.ა“ და „დ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საჭირო საქონლის მალარიის, ლეიშმანიოზისა და სხვა პარაზიტული და ტრანსმისიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების სტრატეგიული მარაგის შესყიდვას;“;

ა.) „ი“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი.დ“ ქვეპუნქტი:

„ი.დ) ლუგარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრისა და ცენტრის რეგიონული ლაბორატორიებისათვის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესაძლო საფრთხეებზე რეაგირების მიზნით, განსაკუთრებით საშიში დაავადებების სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემებისა და სახარჯი მასალის სტრატეგიული მარაგით უზრუნველყოფას.“;

ბ) მე-4 მუხლის:

ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მე-3 მუხლის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელებისათვის მუნიციპალური დონის სჯდ ცენტრისთვის და/ან მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურისთვის ერთი თვის ფარგლებში ასანაზღაურებელი თანხა განისაზღვრება 695 ლარით, ამასთანავე, მცხეთის მუნიციპალურ ერთეულში არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი დამატებით მიიღებს 695 ლარის ოდენობით დაფინანსებას ახალგორის კომპაქტურად ჩასახლებულ მოსახლეობაში მუნიციპალური ფუნქციის უზრუნველყოფისათვის, ხოლო დანართ №3.1-ში მითითებული სჯდ ცენტრები (რეორგანიზაციის შემთხვევაში – მათი სამართალმემკვიდრეები) დაავადებათა ზედამხედველობის ელექტრონული ინტეგრირებული სისტემის ფუნქციონირების მხარდასაჭერად – ინტერნეტსერვისის ყოველთვიური ღირებულების ანაზღაურებას. ასანაზღაურებელი თანხის მოცულობა სჯდ ცენტრის და/ან მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ განსახორციელებელ სამ ძირითად მიმართულებაზე (1. სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში საქონლის ლოგისტიკა და მათი ხარჯების აღრიცხვა/ანგარიშგება; 2. იმუნიზაციის პროცესის დაგეგმვა/მართვა/ანგარიშგება/მონიტორინგი; 3. სახელმწიფო პროგრამების ეპიდემიოლოგიური მხარდაჭერა, მ. შ., დადასტურებული შემთხვევების კონტაქტების მოძიება და მართვა) იყოფა თანაბრად და რომელიმე მათგანის არაჯეროვნად ან დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში არ ექვემდებარება ანაზღაურებას.“;

ბ.ბ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

„10. მე-3 მუხლის „ი.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდება შესრულებული სამუშაოს შესაბამისად.“;

გ) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:

„12. მე-3 მუხლის „ი.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“;

დ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 3.072.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

რეგიონულ და მუნიციპალურ დონეზე არსებული სჯდ ცენტრებისთვის ეპიდზედამხედველობის, იმუნიზაციისა და სამედიცინო სტატისტიკის ღონისძიებათა ფარგლებში მომსახურების დაფინანსებისთვის

1,180.0

 

მ. შ., საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის განმტკიცება, არსებულ საფრთხეებზე რეაგირებისა და მზადყოფნის გაძლიერება

583.0

2

მალარიის, ლეიშმანიოზისა და სხვა პარაზიტული და ტრანსმისიური (დენგე, ზიკა, ჩიკუნგუნია, ყირიმ-კონგო, ლეიშმანიოზი და სხვა) დაავადებების პრევენციისა და კონტროლის გაუმჯობესება

1,532.0

3

ნოზოკომური ინფექციების ეპიდზედამხედველობა

30.0

4

ვირუსული დიარეების კვლევა

15.0

5

B და C ჰეპატიტებზე ეპიდზედამხედველობა

49.4

6

გრიპზე, გრიპისმაგვარ დაავადებებსა და მძიმე მწვავე რესპირაციულ დაავადებებზე ეპიდზედამხედველობის ქსელის მდგრადობის შენარჩუნება და სეზონურ/პანდემიურ გრიპზე რეაგირება (მ. შ., საყრდენი ბაზების მომსახურება თვეში არაუმეტეს 12 000 ლარისა)

265.6

სულ:

3,072.0

  .“;

)  მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მალარიის, ლეიშმანიოზისა და სხვა პარაზიტული და ტრანსმისიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტის მოსარგებლეა ყველა პაციენტი (მიუხედავად მოქალაქეობის სტატუსისა), ვისაც დაუდგინდება აღნიშნული დაავადების დიაგნოზი და საჭიროებს სპეციფიკურ მედიკამენტოზურ მკურნალობას.

3. ცენტრმა უზრუნველყოს მალარიის, ლეიშმანიოზისა და სხვა პარაზიტული და ტრანსმისიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებებისთვის გადაცემა მუნიციპალური სჯდ ცენტრების მეშვეობით. ამასთანავე, სამკურნალო მედიკამენტების გასაცემად სჯდ ცენტრს სამედიცინო დაწესებულების მხრიდან უნდა წარედგინოს შესაბამისი წერილობითი მოთხოვნა.“.

4. №4 დანართის („უსაფრთხო სისხლი“):

ა) მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სისხლის უანგარო, რეგულარული დონორობის მხარდაჭერისა და მოზიდვის ეროვნული კამპანიის განხორციელებას, მ. შ., „უანგარო დონორთა მსოფლიო დღესთან“ დაკავშირებული ღონისძიებების მხარდაჭერას, რაც მოიცავს:

გ.ა) საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვასა და განხორციელებას;

გ.ბ) სისხლის დონორების მოზიდვასა (რეკრუტირებას) და ჩართვას უანგარო დონაციებში;“;

ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით, შემდეგი პრინციპით:

ა) ერთეული შემთხვევის სრული ღირებულება განისაზღვრება 25 ლარით, აქედან:

ა.ა) ე. წ. ფასიანი (ანაზღაურებადი) და ნათესავი დონორების მიერ განხორციელებული დონაციების კვლევისთვის ხორციელდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით, ერთეული შემთხვევის ღირებულება აღნიშნული დონაციების კვლევისთვის განისაზღვრება 17 ლარით;

ა.ბ) თითოეულ უანგარო დონაციაზე, რომელიც მოზიდულია სისხლის ბანკის მიერ, დამატებითი ანაზღაურება შეადგენს 5 ლარს, ხოლო მე-3 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოზიდული უანგარო დონორების შემთხვევაში – 2 ლარს;

ა.გ) ყოველ 3 თვეში ერთხელ დამატებით 3 ლარი თითოეულ უანგარო დონაციაზე გაიცემა იმ სისხლის ბანკებზე, რომელთა დონაციებში უანგარო რეგულარული დონორების მიერ გაცემული დონაციების ხვედრითი წილი შეადგენს უანგარო დონაციების მთლიანი რაოდენობის არანაკლებ 40%-ს (პროგრამის მიზნებისთვის უანგარო რეგულარულ დონორებში იგულისხმება ის დონორები, რომელთაც ბოლო 1 წლის განმავლობაში გაღებული აქვთ მინიმუმ 2 უანგარო დონაცია);

ა.დ) პროგრამის ფარგლებში სისხლის ბანკისათვის ანაზღაურებული თანხები იმ დონაციებზე ჩატარებული კვლევებისთვის (გარდა, ინფექციის გამო დაწუნებული დონაციებისა), რომლიდან დამზადებული სისხლისა და სისხლის არცერთი პროდუქტის გამოყენება/ტრანსფუზია არ განხორციელებულა სამედიცინო დაწესებულებების მიერ დონაციიდან 40 დღის მანძილზე (სისხლის დონორთა ერთიან ელექტრონულ სისტემაში არ არის რეგისტრირებული აღნიშნული დონაციიდან დამზადებული სისხლის პროდუქტებით ტრანსფუზიის ფაქტი), ექვემდებარება კორექტირებას მომდევნო საანგარიშგებო თვეში დასაფინანსებელი თანხის მოცულობიდან, დანაკარგის გათვალისწინებით.“;

გ) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ხოლო მე-3 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტი განხორციელდება არამატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით, პროგრამაში მონაწილეობის მსურველი დაწესებულების შერჩევის, ცენტრის მიერ სამინისტროსთან წინასწარ შეთანხმებული კრიტერიუმებისა და პირობების საფუძველზე.“;

დ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 6,085.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

დონორული სისხლის კვლევა В და С ჰეპატიტებზე, აივ-ინფექციასა/შიდსსა და სიფილისზე

1,780.0

2

ხარისხის გარე კონტროლისა და მონიტორინგის უზრუნველყოფა, მათ შორის, NAT (ნუკლეინის მჟავას ტესტირების) მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით, დონორთა სისხლის ცენტრალიზებული კვლევა

4,125.0

3

სისხლის უანგარო რეგულარული დონორობის მხარდაჭერისა და მოზიდვის ეროვნული კამპანიის განხორციელების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები (მ. შ., „უანგარო დონორთა მსოფლიო დღესთან“ დაკავშირებული ღონისძიებების მხარდაჭერა) – მ. შ., 20.0 ათასი მე-3 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ღონისძიებებისათვის

60.0

4

უსაფრთხო სისხლის სახელმწიფო პროგრამის მართვა და ადმინისტრირება (მ. შ., NAT ლაბორატორიის ფუნქციონირების უზრუნველყოფა)

120.0

 

სულ:

6,085.0

 .“.      

5. №5 დანართის („საზოგადოებრივი ჯანდაცვის, გარემოსა და პროფესიულ დაავადებათა ჯანმრთელობის სფეროში არსებული ვალდებულებების ხელშეწყობა“) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 289.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

სხვადასხვა ტიპის საწარმოში დასაქმებულთა პროფესიულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების კვლევის კომპონენტი

150.0

2

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და გარემოს ჯანმრთელობის სფეროში აღებული ვალდებულებების განხორციელების ხელშეწყობის კომპონენტი

139.0

სულ:

289.0

 .“.      

 

6. №17.2.1 (სპეცდაფინანსებაზე მყოფი სამედიცინო დაწესებულებები) და №17.2.2 (სასწრაფო დახმარების სამსახურების თვის ბიუჯეტი) დანართები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

დანართი 17.2.1 – სპეცდაფინანსებაზე მყოფი სამედიცინო დაწესებულებები

დაწესებულება

თვის ბიუჯეტი (ლარი)

1

ზემო აფხაზეთის საავადმყოფო

17 674

2

ა(ა)იპ − გალის ცენტრალური რაიონული საავადმყოფო

8 538 (მ. შ., 6 540 სახელფასო ფონდი)

3

საბერიოს საექიმო ამბულატორია

17 180 (მ. შ., 15 398 სახელფასო ფონდი)

4

ა(ა)იპ − გალის რაიონის სოფ. ოტობაიას საექიმო ამბულატორია

6 193 (მ. შ., 5 583 სახელფასო ფონდი)

5

ა(ა)იპ − გალის რაიონის სოფ. ნაბაკევის საექიმო ამბულატორია

3 467 (მ. შ., 2 603 სახელფასო ფონდი)

6

ა(ა)იპ − გალის რაიონის სოფ. ზემო ბარღების საექიმო ამბულატორია

3 410 (მ. შ., 2 433 სახელფასო ფონდი)

7

ა(ა)იპ − გალის რაიონის სოფ. რეფის საექიმო ამბულატორია

1 060 (მ. შ., 900 სახელფასო ფონდი)

8

მზიურის საექიმო ამბულატორია

2 599

9

ოქუმის საექიმო ამბულატორია

4 332

10

ქვემო ბარღების ამბულატორია

867

11

შპს „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკა“

15 518

12

შპს „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯვარის ამბულატორია“

5 000

13

შპს „ქ. ჯვარის პოლიკლინიკა“

5 272

14

შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ (წალკის მუნიციპალიტეტი)

6 014

15

შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი)

21 490

16

შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ (თიანეთის მუნიციპალიტეტი)

25 245

17

შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ (დაბა ბაკურიანი)

3 500

18

შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი)

16 200

19

შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ (ონის მუნიციპალიტეტი)

11 000

20

შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ (ცაგერის მუნიციპალიტეტი)

16 500

21

შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ (ლენტეხის მუნიციპალიტეტი)

12 500

22

შპს „მესტიის საავადმყოფო-ამბულატორიული გაერთიანება“

9 632

23

შპს „შატილის საექიმო ამბულატორია“

2 000

24

შპს „ბარისახოს ამბულატორია დღის სტაციონარი“

2 900

25

შპს „ერედვის ამბულატორია“

8 470

26

შპს „ქარელის რაიონის სოფელ ავნევის ამბულატორია“

3 582

27

შპს „ქსუისის ამბულატორია“

8 160

28

შპს „ქურთის საავადმყოფო“

35 976

29

შპს „ახალგორის რაიონული პოლიკლინიკა“

17 235

30

შპს „ახალგორის რაიონული საავადმყოფო“

5 000

31

შპს „ლარგვისის საექიმო ამბულატორია“

1 271

32

შპს „ნიქოზის პირველადი ჯანდაცვის ცენტრი“

14 100

33

შპს „წინაგრის საექიმო ამბულატორია“

1 733

34

შპს „შიდა ქართლის პირველადი ჯანდაცვის ცენტრი“ (ტყვიავის საავადმყოფო)

4 980

35

შპს „ჭუბერი-უშგულის სპეციალიზებული ამბულატორიული მომსახურეობა“

14 504

 

დანართი 17.2.2 – სასწრაფო დახმარების სამსახურების თვის ბიუჯეტი

 

ოპერატორი კომპანია

ბრიგადების რაოდენობა

თვის ბიუჯეტი

(ლარი)

1

ა(ა)იპ − გალის რაიონის სოფ. ოტობაიას საექიმო ამბულატორია

1

12 065 (მ. შ., 8 723 სახელფასო ფონდი)

2

ა(ა)იპ − გალის რაიონის სოფ. ნაბაკევის საექიმო ამბულატორია

1

11 990 (მ. შ., 8 495 სახელფასო ფონდი)

3

საბერიოს საექიმო ამბულატორია

1

12 097 (მ. შ., 8 816 სახელფასო ფონდი)

4

ა(ა)იპ − გალის ცენტრალური რაიონული საავადმყოფო

2

20 108 (მ. შ., 16 545 სახელფასო ფონდი)

5

ქვემო ბარღების საექიმო ამბულატორია

1

9 158

6

ოქუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური

1

9 158

.“.

 

7. №20 დანართის („ახალი კორონავირუსული დაავადების COVID-19-ის მართვა) მე-3 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) დამხმარე ამოცანების შესრულების მიზნით, ცენტრის მიერ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის (სულ − 85 ერთეულის) შრომის ანაზღაურებას;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი